იდეალური სომხური ქადის უმარტივესი რეცეპტი

2086

ამ რეცეპტის სიმარტივე იმაშია, რომ ფაქტობრივად ერთსა და იმავე ინგრედიენტებისგან მზადდება ცომიცა და გულსართიც – ამიტომაც paparazzi-მა გადაწყვიტა, შემოგთავაზოთ ეს რეცეპტი.

საჭირო მასალა:

  • ფქვილი (ცომისთვის) – 2 ჭიქა.
  • კარაქი (ცომისთვის) – 100 გ
  • არაჟანი (ცომისთვის) – 100 მლ
  • სოდა – 0,5 ჩ/კ
  • ფქვილი (გულსართისთვის) – 1 ჭიქა.
  • შაქარი (გულსართისთვის) – 1 ჭიქა
  • კარაქი (გულსართისთვის) – 50 გ
  • კვერცხის გული – 1 ცალი.

მომზადების წესი:

  1. აკეპეთ კარაქი ფქვილთან ერთად, დაუმატეთ არაჟანი და სოდა, მოზილეთ ელასტიკური ცომი.
  2. გაყავით ცომი 3-4 ნაწილად. თითოეული გააბრტყელეთ თხლად, დაახლოებით 3 მმ სისქეზე.
  3. გულსართისთვის ხელით კარგად აურიეთ შაქარი, კარაქი და ფქვილი. სურვილისამებრ დაუმატეთ ვანილის შაქარიც.
  4. ცომის ფიფრიტებზე გაანაწილეთ გულსართი და გადაახვიეთ რულეტივით.
  5. დაჭერით პატარა რულეტებად და თითოეულს წაუსვით ზემოდან ცოტაოდენ წყალთან ერთად ათქვეფილი კვერცხის გული.
  6. აცხვეთ 200 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში, ზედაპირის მობრაწვამდე.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს