ოთახის მცენარეები ყველაზე უბრალო სახლსაც კი გაალამაზებენ. ლამაზი ფერები, სიახლე და არომატი წამიერად აუმჯობესებენ განწყობას და სახეზე ღიმილს გფენთ. ეს შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გექნებათ თუ სახლის მცენარეები სწორად გაქვთ შერჩეული და მათ კარგად უვლით.
პირველ რიგში ის საკითხი გავიაროთ თუ რომელი ყვავილები არ უნდა გააჩეროთ სახლში, ამიტომ ამ სტატიაში პაპარაცის რედაქცია სახლში არასასურველი მცენარეების შესახებ მოგითხრობთ.
რომელი ყვავილები არ უნდა გააჩეროთ სახლში
- აზალია-ერთი შეხედვით ძალიან საყვარელი მცენარეა და ის დიასახლისებსაც ძალიან უყვართ. თუმცა ყველამ არ იცის, რომ მისი წვენი ძალიან შხამიანია და შეიძლება მაცხოვრებლებს და შინაურ ცხოველებს დიდი ზიანი მიაყენოს, განსაკუთრებით თუ ორგანიზმში მოხვდება. ამიტომ ეცადეთ ეს მცენარე მაქსიმალურად მოარიდოთ ადგილს სადაც ბავშვები და ცხოველები ხშირად იმყოფებიან.
- სპარსული ციკლამენი-ეს ოთახის მცენარე ალპური იის სახელითაც არის ცნობილი, თუმცა მისი სილამაზე ბუნებაში ყოველთვის უსაფრთხო არ გახლავთ, რადგან მის ბოლქვებში შედის ნივთიერება რომელიც ორგანიზმში მოხვედრის დროს სერიოზულ პრობლემებს იწვევს მხედველობასთან დაკავშირებით. ციკლამენთან ნებისმიერი მანიპულაცია ხელთათმანით უნდა ჩაატაროთ.
- პუანსეტია-ლამაზი მცენარეა რომელსაც ბეთლემის ვარსკვლავს უწოდებენ. მის ღეროში განსაკუთრებული ნივთიერება შედის რომელიც ადამიანის საყლაპავში მოხვედრისას ძლიერ დამწვრობას იწვევს. ეს ყვავილი ალერგიული ადამიანებისთვის დაუშვებელია.
- ტრიქოცერეუსი-ეს სამხრეთამერიკული მცენარე კაქტუსების მოყვარულებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ის ალკალოიდ მესკალინს შეიცავს, ეს ნივთიერება გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. იწვევს მხედველობით ჰალუცინაციებს და კანის ზოგიერთი ნაწილის გაბუჟებას.
- კლივია-მდიდრული ყვავილი რომელიც ფიტოდიზაინში დიდი პოპულარობით სარგებლობს. უნდა გვახსოვდეს, რომ მცენარე საშიშ ნივთიერებებს შეიცავს ამიტომ ის ბავშვებისა და შინაური ცხოველებისგან შორს უნდა მოათავსოთ.
- ბროვალია-სიმპათიური ბუჩქი რომელსაც ლამაზი ყვავილები აქვს მაგრამ, არც თუ ისე უწყინარია რადგან მისი წვენი შხამიანია და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას მან შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ამიტომ მისი მოვლა ხელთათმანებში უნდა მოხდეს.
- მონსტერა-პოპულარული მცენარეა სახლსა თუ ოფისებში. სანამ ამ მცენარეს შეიძენთ კარგად დაფიქრდით. მონსტერას წვენს კანის დაწვა შეუძლია. წვენის თვალში მოხვედრამ შეიძლება საშინელი შედეგები გამოიწვიოს.
კიდევ ბევრი მცენარე არსებობს რომლებიც სახლში არ უნდა გააჩეროთ, ამიტომ სანამ ლამაზი ყვავილის გაზრდას დაიწყებთ, აჯობებს უკეთ შეისწავლოთ მასთან დაკავშირებული ინფორმაციაც რათა პრობლემების წინაშე არ აღმოჩნდეთ.
ბევრი მცენარე არსებობს რომლებიც უსაფრთხოც არის და პატრონის თვალსაც ახარებს. დანარჩენი წვრილმანები კი პრობლემას აღარ წარმაოდგენს.