ტრემორი, იგივე ხელების უნებლიე კანკალი, შეიძლება შეგვხვდეს როგორც ხანში შესულ, ისე ახალგაზრდა ადამიანებშიც. ამ მდგომარეობის მკურნალობის აუცილებლობა დამოკიდებულია მის გამოვლინებასა და იმ ფაქტორებზე, რომლებიც პრობლემას იწვევს.
ჩვენ მოგიყვებით იმ 14 მიზეზის შესახებ, რომლებიც ტრემორს იწვევს. ზოგიერთი მათგანი ძალიან სერიოზულია და შეიძლება განუკურნებელი დაავადების შედეგს წარმოადგენდეს, სხვანი კი მარტივად იკურნება, მცირე ძალისხმევით.
რატომ გვიკანკალებს ხელები
პირველ რიგში, საჭიროა განვასხვავოთ ფიზიოლოგიური ტრემორი პათოლოგიურისგან. პირველ შემთხვევაში, ეს მოვლენა დროებითია და მისი გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრისთანავე ქრება. ასეთს მიეკუთვნება ემოციური დაძაბულობა, შფოთვა, დაღლილობა, სხეულის ტემპერატურის დაწევა.
ხოლო, თუ ხელები რეგულარულად გიკანკალებთ და დროთა განმავლობაში ეს მოვლენა ძლიერდება კიდევაც, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რამდენადაც ასეთი ტრემორი შეიძლება რომელიღაც დაავადების სიგნალი იყოს, სწორედ მას ეწოდება პათოლოგიური კანკალი.
ხელების კანკალის მიზეზები
1. პარკინსონის დაავადება
ესაა კანკალა პარალიჩი, რომელსაც, ასევე, უწოდებენ პარკინსონის დაავადებას, რამდენადაც იგი პირველად ექიმმა ჯეიმს პარკინსონმა აღწერა 1817 წელს.
ამ დაავადების დროს, თანდათან იღუპებიან ის ნერვული უჯრედები, რომლებიც მედიატორ დოფამინს გამოიმუშავებენ. შედეგად, ირღვევა მოძრაობის რეგულაცია და კუნთების ტონუსი.
დაავადების პირველი სიმპტომები, ჩვეულებრივ, 40-45 წლის ასაკში იჩენს თავს. ტრემორი, ძირითადაც, იწყება ერთი ხელით, დროთა განმავლობაში კი მეორეზეც ვრცელდება.
დაავადების ზუსტი მიზეზი დღემდე არაა ცნობილი. არსებობს ინფორმაცია, რომ იგი უფრო ხშირია იმ ადამიანებში, რომლებიც დიდი რაოდენობით რძის პროდუქტს მოიხმარენ, ვიდრე მწეველებსა და კოფემანებში.
ექიმებმა ჯერ ისიც არ იციან, თუ როგორ დავიცვათ თავი პარკინსონის დაავადებისგან, თუმცა, რეკომენდებულია ტვინის დაცვა მოცვისა და ძახველის კენკრით, ასევე, რეგულარული ვარჯიშით.
2. გაფანტული სკლეროზი
ეს ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება თავისა და ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოების გარსი. გაფანტული სკლეროზის დროს ჩნდება ხელებისა და სხეულის სხვა ნაწილების კანკალი.
დახმარების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა მედიკამენტოზური მკურნალობა, ხოლო ფიზიოთერაპევტი გასწავლით სიმპტომების ეფექტურად გაკონტროლებას.
3. ჰიპერთირეოზი
მოკანკალე ხელები შეიძლება ჰიპერთირეოზის, იგივე, ბაზედოვის დაავადების ბრალი იყოს. ეს დაავადება მოიაზრებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჰიპერაქტივობას, რაც გახშირებულ გულისცემაში, ჭარბოფლიანობაში, მუდმივ ნერვოზულობაში, გაღიზიანებადობასა და შფოთვაში გამოიხატება.
დაავადების გარე ნიშანს მიეკუთვნება ამობურცული თვალები და მკვეთრი ჩიყვი. დიაგნოზის დასაზუსტებლად ტარდება სისხლის ანალიზი. დაავადების დროს მნიშვნელოვანია კვების კორექტირება. გამოირიცხება ნერვული სისტემის ამგზნები პროდუქტი – ყავა და შოკოლადი.
4. კოფეინის სიჭარბე
კოფეინი – ესაა სტიმულატორი, რომელიც დილაობით გამოფხიზლებაში გვეხმარება და ხანდახან ხელების ტრემორსაც იწვევს.
მათ, ვინც ყავას სათლებით სვამს, უნდა იცოდნენ, რომ გამამხნევებელი სასმელი, დღეში 300 მლ-ზე მეტი ოდენობით, იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს.
5. ალკოჰოლური დამოკიდებულება
თუ ალკოჰოლური დამოკიდებულება გაქვთ, სასმელზე უარის თქმის შემთხვევაში, შეიძლება ხელების კანკალმა აგიტანოთ. ჩვეულებრივ, ეს ალკოჰოლის ბოლო მიღებიდან 10 საათის შემდეგ ხდება და რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება.
არსებობს დეტოქსიკაციის სპეციალური პროგრამები, რომლებიც დაგეხმარებათ ალკოჰოლური აბსტინენციისგან გათავისუფლებაში.
6. ძილის უკმარისობა
ძილის უკმარისობის დროს, ირღვევა ტვინის ნორმალური ფუნქციონირება. ტვინი იღლება და შეიძლება მცდარი სიგნალები გაუშვას, რის შედეგადაც იწყება ტრემორი. საბედნიეროდ, სიტუაციას კარგად გამოძინება გამოასწორებს.
7. შაქრის დაბალი დონე სისხლში
ჰიპოგლიკემია – ესაა პათოლოგიური მდგომარეობა, დაკავშირებული სისხლში გლუკოზის დაბალ დონესთან. ჰიპოგლიკემიის შეტევები შეიძლება აღინიშნოს იმ ადამიანებში, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი, ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის სერიოზული დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა აწუხებთ.
სისხლში გლუკოზის დეფიციტის დროს, განსაკუთრებით ზიანდება ნერვული უჯრედები, ამიტომაც ჩნდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი, განწყობის მკვეთრი ცვლილებები.
ჰიპოგლიკემიის შეტევის შეჩერება შესაძლებელია 15 გ სწრაფი ნახშრწყლების, მაგალითად, ბანანის, რაფინირებული შაქრის ან რამდენიმე კოვზი თაფლის, მიღებით.
8. სტრესი
სტრესი შეიძლება უამრავი მიზეზით იყოს გამოწვეული, მათ შორის, ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემებით, სამსახურეობრივი პრობლემებით, გადატანილი უსიამოვნებებითა და მეტისმეტი დაღლილობით. ეს ნორმალური რეაქციაა, რომელიც, როგორც წესი, სწრაფად გადადის.
თუმცა, ქრონიკული სტრესის დროს, შფოთვას ფიზიკური სიმპტომებიც ემატება: უძილობა, თავის ტკივილი, ოფლიანობის შეტევები, კიდურების კანკალი. მდგომარეობა შედარებით უმჯობესდება სტრესის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის შემთხვევაში.
9. წამლების ეფექტი
ქიმიური ნივთიერებებისა და ზოგიერთი წამლის ტოქსიკური მოქმედება შეიძლება ხელის თითების არარეგულარულ ტრემორს იწვევდეს. ასეთ შემთხვევებში, წამლის მიღების შეწყვეტა და შემდგომი სიმპტომატური მკურნალობა უნდა დაგეხმაროთ.
10. მოწევა
ხშირად, ადამიანები იმ იმედით ეწევიან, რომ სიგარეტი მათ დაამშვიდებს და დაეხმარება სტრესთან გამკლავებაში. თუმცა, ეფექტი საწინააღმდეგო შეიძლება აღმოჩნდეს.
თამბაქოში არსებული ნიკოტინი – ესაა ნარკოტინი, რომელიც მიჩვევას იწვევს. სისხლში მოხვედრის დროს, იგი იწვევს გულისცემის გახშირებას და, ზოგ შემთხვევაში, კიდურების კანკალს. მოწევაზე უარის თქმა პრობლემას გადაჭრის, თუმცა, უმჯობესია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.
12. ვიტამინ В12-ის ნაკლებობა
В12-ის ნაკლებობა ორგანიზმში მკვეთრად ასუსტებს იმუნიტეტს, ამიტომ იგი შეიძლება დასრულდეს ანემიით, ნერვული უჯრედების დაღუპვით, ქრონიკული დაღლილობითა და დეპრესიით.
В12-ის ბუნებრივი წყაროებია ცხოველური წარმოშობის პროდუქტი: კვერცხი, ხორცი, ფრინველი, თევზი და ზღვის პროდუქტი, ასევე, რძის პროდუქტებიც. ვიტამინი В12, ასევე, გამომუშავდება ჩვენი ნაწლავური მიკროფლორის მიერაც.
12. თირკმელზედა ჯირკვლის ფეოქრომოციტომა
სიმსივნე, რომელიც თირკმელზედა ჯირკვალზე ვითარდება, ჩვეულებრივ, კეთილთვისებიანია, თუმცა, ხშირად, იწვევს სისხლის წნევის მატებას, ხელების კანკალს, ჭარბოფლიანობას, ქოშინსა და თავის ტკივილებს. მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდია სიმსივნური წარმონაქმნის მოკვეთა.
13. ღვიძლის დაავადებები
ტრემორი შეიძლება ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ვილსონის დაავადების სიმპტომიც იყოს. ასეთი დაავადებები მოითხოვს მედიკამენტოზურ მკურნალობასა და სპეციალური დიეტის დაცვას.
14. ტვინის ცხოველქმედების დარღვევა
ტრემორის მიზეზი, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ინსულტი ან ქალა-ტვინის ტრავმა. ამ პრობლემას გაუმკლავდება მედიკამენტოზური მკურნალობა, ყავაზე, ნიკოტინსა და ალკოჰოლზე უარის თქმასთან ერთად.
ხელების კანკალის დროს შეიძლება დაგეხმაროთ ხალხური მედიცინის ზოგიერთი საშუალება: პროპოლისი, გვირილის ან პიტნის ნაყენები. თუ სიმპტომები პროგრესირდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა სერიოზული დაავადების არსებობა გამორიცხოთ.
ბევრ ქალს აწუხებს საკითხი: რა მოვუხერხოთ პოდაგრას, ანუ ფეხის დიდი თითის სახსარზე დაგროვებულ შარდმჟავას კრისტალების ბორცვს. საშინაო პირობებში, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მეთოდი, რომელიც მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოგაშორებთ ამ უსიამოვნო და არაესთეტიკურ პრობლემას საპლაჟო სეზონისთვის.
ასევე შეგიძლიათ უყუროთ გადაცემას თუ რატომ გვიკანკალებს ხელები და როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ხელების კანკალი, პარკინსონიზმი და სკლეროზი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!