დღეს ადამიანისთვის ხელმისაწვდომია ბევრი კვების პროდუქტი, თუმცა ამ მრავალფეროვნებაში ხშირად იკარგება და ნაკლებად სასარგებლო, ზოგჯერ ორგანიზმისთვის საზიანო, სამაგიეროდ ნაცნობ პროდუქტს ირჩევს.
სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ გიამბობთ გასაოცარ ბუნებრივ პროდუქტზე, ბაზილიკის თესლზე, რომლის პოპულარულობაც სწრაფად იზრდება. ბაზილიკის თესლის სასარგებლო თვისებები იმდენად გასაოცარია, რომ ეს პროდუქტი რაციონში დაუყონებლივ ჩართვას იმსახურებს.
ბაზილიკის (რეჰანის) თესლი
1. წონაში დაკლება
ბაზილიკის თესლში შემავალი უჯრედისი შიმშილის გრძნობას ხანგრძლივი დროით გაგიქრობთ. წყალში დალბობის შემთხვევაში თესლის მოცულობა 30-ჯერ იზრდება, რაც დანაყრებას ხელს უწყობს.
2. თმის გაძლიერება
მასში შემავალი ცილები, რკინა და K ვიტამინი თმის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. თმის ცვენას და გამელოტებას აფერხებს და ზრდას ხელს უწყობს.
3. ჯანსაღი კანი
თესლში შემავალი ფლავონოიდები და ანტიოქსიდანტები კანის ჯანმრთელობას ხელს უწყობენ. უფრო მეტიც, ბაზილიკის თესლის დახმარებით კანის ზოგიერთ დაავადებას, მაგალითად ფსორიაზს ან ეგზემას მოიშორებთ. საკმარისია 100 მლ ქოქოსის ზეთი 1 ს/კ დაქუცმაცებული ბაზილიკის თესლს აურიოთ, ნარევი გააცხელოთ, გადაწუროთ და ამ სითხით დაზიანებული კანის ზედაპირი გაიწმინდოთ.
4. კუჭის მჟავიანობა
ბაზილიკის თესლი კუჭზე დამამშვიდებლ ეფექტს იძლევა. საკმარისია, რომ 1 ჭიქა რძეს ბაზილიკის თესლი დაუმატოთ, აურიოთ და დალიოთ. კუჭის წვა სწრაფად გაქრება.
5. შაქრის დონის შემცირება
რძეში დალბობილი ბაზილიკის თესლი მე-2 ტიპის დიაბეტის დროსაც დაგეხმარებათ. ყველაფერი კი პროდუქტში შემავალი დიეტური ბოჭკოების დახმარებით, რომელიც სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს.
6. კუჭის გაწმენდა
ბაზილიკის თესლი შეიძლება გამოიყენოთ, როგორც საფაღარათო, კუჭის გამწმენდი და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოსადევნი საშუალება. უბრალოდ წინასწარ წყალში დალბობილი თესლი რძეს აურიეთ და დალიეთ.
7. სხეულის ნორმალური ტემპერატურა
თუ ზაფხულში ძალიან ცხელა, ბაზილიკის თესლი დაგეხმარებათ. უბრალოდ, ეს სასარგებლო პროდუქტი ნებისმიერ სასმელს დაუმატეთ და სიცხე ძლიერ აღარ შეგაწუხებთ.
8. გაუმჯობესებული მხედველობა
როგორც სტაფილო, ისე ბაზილიკის თესლი A ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს, რაც ცუდი მხედველობის მქონე ადამიანებისთვის აუცილებელია. ბაზილიკის თესლის მიღება მხედველობის ზოგად პრობლემებს, მათ შორის კატარაქტის ან ყვითელი ლაქის დეგენერაციის განვითარებას შეაფერხებს.
ყველაფერთან ერთად ბაზილიკის თესლს კვებითი ღირებულება გააჩნია. მასში შედის ეთერზეთები, ბეტა-კაროტინი, ლუტეინი, A და K ვიტამინები, ასევე მინერალური ნივთიერებები: კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კალიუმი და სპილენძი.
აღსანიშნავია, რომ ბაზილიკის თესლს უკუჩვენება გააჩნია. მისი მიღება ბავშვებისთვის და ხანდაზმულებისთვის არ შეიძლება, რადგან ესტროგენის დონეს ამცირებს. მიუხედავად ამისა, ბაზილიკის თესლს კაცობრიობა უკვე ათასობით წელია იყენებს და დღეს მისი პოპულარულობა განსაკუთრებით გაზრდილია.
თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.