მეზობლები ლამინატს მასიურად ყრიან, მეც ამომივიდა ყელში და მინდა ლინონიუმით ჩავანაცვლო.

155

იატაკის საფარის ვარიანტები ახლა ნებისმიერი გემოვნებისა და ფინანასური შესაძლებლობისთვის არსებობს. ლამინატი და ლინოლეუმი ყველაზე პოპულარულ ვარიანტებს წარმოადგენენ. ისინი მყიდველთა უმეტესობისთვის არის ხელმისაწვდომი. როდესაც რემონტის კეთების დრო მოდის აუცილებლად ფიქრდები: რომელი მათგანია უკეთესი: ლამინატი თუ ლინოლეუმი?! პაპარაცის ამ სტატიაში სწორედ ამ ორი სახეობის დადებით და უარყოფით მახასიათებლებზე ვისაუბრებთ.

Photo credit: Depositphotos

რომელი უფრო უმჯობესია: ლამინატი თუ ლინოლეუმი

ლამინატიც და ლინოლეუმი სხვადასხვა შეფერილობის არსებობს. ხის ფაქტურა ორივეზე შესანიშნავად გამოიყურება. ექპლუატაციაშიც ერთმანეთს საკმაოდ გვანან. იმის მისახვედრად თუ რომელი მათგანის არცევა აჯობებს მათი მახასიათებლები უნდა შეადაროთ.

ლამინატი

ეს საფარი ნატურალური ხის ალტერნატივად ითვლება და ექსპლუატაციაში პარკეტს აჭარბებს. ის რამდენიმე ფენისგან შედგება: წყალგამძლე ფუძისგან, დეკორატიული ქაღალდისგან, ხის ფენისგან და მასტაბილიზირებელი ფენისგან. რაც უფრო სქელია ზედა ფენა, მით უფრო დიდხანს ძლებს ლამინატიც.

Photo credit: Depositphotos

საფარი არ იწოვს წყალს, არ იფხაჭნება ცხოველების კლანჭებისგან. თუმცა დავარდნილი მძიმე ნივთი მას ადვილად აზიანებს.

Photo credit: Depositphotos

ლამინატის მოვლა მარტივია, თუმცა ზოგიერტი მომზარებელი ხშირად წუწუნებენ, რომ ჩრდილში მას ზოლები და მცირედი დაბინძურებებიც კი იოლად ემჩნევა. თუმცა თუ ამ ზედაპირის სპეციალურ საწმენდ საშუალებებს გამოიყენებთ ამ პრობლემისგან იოლად გათავისუფლდებით.

Photo credit: Depositphotos

ლამინაის დაგება სპეციალისტის დახმარების გარეშეც შეიძლება, თუმცა ლინოლეუმის დაგებაზა მეტი დრო ჭირდება. ის თბილ იატაკთანაც გამოიყენება. თუ რამდნეიმე დაფა დაზიანდა მას ახლით ჩაანცვლებთ. თუ წყალი ალმინატს ხშირად ხვდება ის იოლად დეფორმირდება ამიტომ მას აბაზანაში, შემოსასვლელსა და სამზარეულოში არ აგებენ.

Photo credit: Depositphotos

ლინოლეუმი

პოლიურეთანის ზედა ფენა, სემდეგ გამჭვირვალე დამცავლი ფენა, ზედა ფენა, შუშა-ბოჭკო და ქვედა რბილი ფენა. ლინოლეუმი ლამინატისგან განსხვავებით პირდაპირ იატაკზეც იგება. მასზე სიარული სასიამოვნოა, ცხოველის ბრჭყალები ზედაპირზე ა ხმაურობს და არანაირ ზოლებს არ იტოვებს.

Photo credit: Depositphotos

ის წყლისა და ნესტის გამძლეა, არ სრიალებს თუმცა თუ მასზე ავეჯი დიდხანს დგას ჩაღრმავებები უჩნდება. მიუხედავად ექსპლუატაციის ხანგრძლიცვი ვადისა, ის ცეცხლს უნდა მოარიდოთ, რადგან იოლად აალებადია ლამინატისგან გასხვავებით.

Photo credit: Depositphotos

თუ ლინოლეუმს აგებთ ვენტილაცია კარგი უნდ აიყოს. სითხის დაგროვების ადგილებში მის ქვეშ ობი ჩნდება. იქამდე სანამ ლინოლეუმს დააგებთ სწორად უნდა გაზომოთ ფართი და საჭირო ადგილები ამოჭრათ, ეს დაგებისას კიდევ ერთ დისკომფორტს ქმნის. სანამ საფარს დაამაგრებთ, უნდა დააფინოთ და სითბოში დატოვოთ რათა მოსწორდეს. თუ დაგებისას წებოს არასწორად გამოიყენებთ შეცდომის გამოსწორება შეუძლებელი გახდება და მოგიწევთ ახალი შეიძინოთ.

Photo credit: Depositphotos

როგორც ხედავთ ორივე საფარს აქვს როგორც დადებითი ასევ უარყოფითი მხარეები. ლამინატთან შედარებით ლინოლეუმი უფრო წყალგამძლეა. მათ განსხვავებული გამძლეობა და ექსპლუატაციის წესები აქვთ. თქვენ რომელ საფარს ანიწებთ უპირატესობას?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს