უტკბესი “უინძორის პურის” ზუსტი რეცეპტი, რომელიც ინგლისელმა მზარეულმა მასწავლა

59

დღეისათვის, Paparazzi.ge-ის რედაქციამ მოგიმზადათ პურის მარტივი რეცეპტი. მას “უინძორის პურსაც” უწოდებენ. სავარაუდოდ, რაღაც მსგავსს მიირთმევდნენ საუზმეზე უინძორის სასახლეში, ინგლისის სამეფო რეზიდენციაში.

პურის მარტივი რეცეპტი

ტკბილი რძიანი პური, უინძორის რეცეპტით, დაუჯერებლად რბილი, არომატული და გემრიელი გამოდის. რთულია მის წინაშე თავის შეკავება! ფრთხილად: მადა ჯერ კიდევ ამ სტატიის კითხვის დროს აღგეძვრებათ.

ინგრედიენტები:

  • 330 გ ხორბლის ფქვილი
  • 30 გ შაქარი
  • 1 ჩ.კ. მარილი
  • 2 ს.კ. რძის ფხვნილი
  • 200 მლ საღი რძე
  • 2 კვერცხის გული
  • 1 ჩ.კ. მშრალი სწრაფმოქმედი საფუარი
  • 25 გ კარაქი
  • შაქრის პუდრა მოსაყრელად

მომზადება

1. დიდ თასში, სათქვეფით შეურიეთ ფქვილი, შაქარი, მარილი და რძის ფხვნილი.

2. მშრალ მასას დაუმატეთ რძე, 2 კვერცხის გული და საფუარი. მოზილეთ ცომი სამზარეულოს კომბაინით ან ხელით.

3. დაუმატეთ ცომს დარბილებული კარაქი და კიდევ ერთხელ მოურიეთ.

4. ფქვილმოყრილ ზედაპირზე მოათავსეთ მიღებული ცომი, დაამრგვალეთ, ჩადეთ თასში და დაახურეთ ცელოფანი. დაასვენეთ 15 წუთით.

5. ამავდროულად, წაუსვით საცხობ ფორმას დარბილებული კარაქი.

6. ცომი მოათავსეთ კულინარიულ დაფაზე ან მაგიდაზე (არ დაგავიწყდეთ ფქვილის მოყრა). ხელებიც ფქვილით გაისვარეთ, ცომი რომ არ მიეკროს. ოდნავ გააბრტყელეთ და დაყავით 8 ნაწილად.

7. თითოეული ნაწილი დაამრგვალეთ, კიდევ ერთხელ დაახურეთ ცელოფანი და დაასვენეთ 15 წუთით.

8. მოაყარეთ თითოეულ ნაწილს ფქვილი და მოამზადეთ მოგრძო კვერები.

9. დაახვიეთ ცომი რულეტად და შეაწებეთ კიდეები. უნდა მიიღოთ ძეხვის მსგავსი ფორმა. გაიმეორეთ იგივე დანარჩენ ნაწილებზეც.

10. დაალაგეთ საცხობ ლანგარზე და კულინარიული ფუნჯით წაუსვით დარბილებული კარაქი. დააყენეთ 40 წუთით, ცელოფანდაფარებული.

11. ცომი რომ გაფუვდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა და აცხვეთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-17 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს