როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვისა და ბებიის ურთიერთობა არ გამოდის? პირველ რიგში, გაარკვიეთ მიზეზი, თუ რატომ ხდება ასე. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი თავად ქალზეა დამოკიდებული. თუ მას უბრალოდ არ უნდა შვილიშვილის მოვლა, მისთვის ძალის დატანება დიდი სისულელე იქნება.
სამწუხაროა, რომ ეს ბავშვებს აზარალებს. ბაბუებისა და ბებიების ჩართულობა ბავშვის აღზრდაში ხომ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჯერ მსგავსი პრობლემა არ გქონიათ, ნამდვილად იღბლიანი ხართ. აი, ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირს კი ნაკლებად გაუმართლა… მოდით, გავიგოთ, რა მოხდა და შეძლო თუ არა მან სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა.
ბავშვისა და ბებიის ურთიერთობა
–“მინდა ვთქვა, რომ ჩემი ქმარი დედიკოს ბიჭია. ამაში დღითიდღე ვრწმუნდები. საქმე ისაა, რომ ბადრი უბრალოდ გიჟდება დედაზე. ყველაფერს უსრულებს, მის ყველა პრობლემას ჭრის. ოღონდ ის არ დაიღალოს და არ ნერვიულობდეს.
რამდენიმე წლის წინ, ბადრის მამა გარდაიცვალა. სახლში საქმეებს ახლა ახლა ის აკეთებს. თუ რამე გაფუჭდა, ჩემი ქმარი ყველა საქმეს გადადებს და დედამისთან გარბის. ღმერთმა ნუ ქნას, თავი ასტკივდეს ან წნევა აეწიოს, ბადრი მაშინვე კერძო კლინიკაში მიაქანებს. თანაც, დედამთილი თავს არაფერზე ეუბნება უარს: სილამაზის სალონებში დადის და თავს უვლის.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან კარგია. თუმცა, ხანდახან, ეს ყველაფერი დასაშვებ საზღვრებს სცდება. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვარ მიჩვეული მსგავს მიმდინარეობას. დედაჩემი მთელი ცხოვრება მუშაობდა, ახლა პატარა აგარაკი აქვს, ნაკვეთით. თითქმის ყოველდღე ვხვდებით. ჩვენი უფროსი ვაჟი მას გამოჰყავს სკოლიდან, სანამ მე და ჩემი ქმარი ვმუშაობთ. უქმეებს კი ჩვენს უმცროს ბავშვთან ატარებს.
ღმერთს მადლობა, რომ მას ჩემს შვილებთან საუკეთესო ურთიერთობა აქვს. იმავეს ვერ ვიტყვი ბადრის დედაზე (ლილიზე). მას არასდროუს გამოუხატავს ინტერესი შვილიშვილების მიმართ და თითქმის არ ხვდება მათ. არადა, ანა და დათა ხშირად მეკითხებიან, როდის წავალთ “ლილი ბებოსთან” სტუმრად.
უსიამოვნო საუბარი
ჰოდა, სულ ცოტა ხნის წინ მოხდა სასწაული – შვილიშვილებმა, როგორც იქნა, ბებია იხილეს. მოკლედ, მე და ჩემმა ქმარმა სამზარეულოში მცირე კოსმეტიკური რემონტი დავიწყეთ. გასაგებია, რომ ბავშვების გარიდება მინდოდა მტვრისა და ჭუჭყისგან. ამიტომაც, დედაჩემს შევუთანხმდი, რომ ბავშვები დაეტოვებინა.
ყველაფერი მშვენივრად გაეწყო, მაგრამ შაბათს დილით დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ წნევა აეწია, წევს და საწოლიდან ადგომაც არ შეუძლია – ძალიან ცუდად იყო. ბავშვები ვისთვის უნდა დამეტოვებინა? თან დედაჩემთანაც მომიხდებოდა წასვლა. გადავწყვიტე, რომ დახმარება დედამთილისთვის მეთხოვა. სანამ მე დედაჩემს მივხედავდი, ქმარი რემონტს დაიწყებდა.
ჩემს წინადადებაზე ბადრიმ თვალები გადმოკარკლა: “გაგიჟდი? დედაჩემი გუშინ მუშაობდა. დღეს უნდა დაისვენოს. არც იფიქრო მასთან დარეკვა!” რა თქმა უნდა, ქმარს არ მოვუსმინე, ამ სიტუაციამ გამაცოფა. დავურეკე ქალბატონ ლილის და ავუხსენი. მან კი განმიცხადა, რომ თავისი გეგმები აქვს.
სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. ამდენი წლის განმავლობაში, დახმარება პირველად ვთხოვე, პასუხად კი ფეხებზე დაკიდება მივიღე. ყველაზე მეტად იმან გამაღიზიანა, რომ ჩემს ქმარს არ ესმის, რომ ეს მდგომარეობა არაა ნორმალური. ამ შემთხვევის შემდეგ, დედამთილთან ურთიერთობა საერთოდ აღარ მინდა. უბრალოდ, ბავშვები მეცოდებიან – ისინი სულ კითხულობენ ბებოს. ბებოს კი ისინი სულ არ ადარდებს!
სამზარეულოს რემონტი გადავდეთ. დედაჩემთან წავედი, ცოტა ხანს მივხედე. უკეთ რომ გახდა, მომისმინა და რჩევად მომცა: “ამხელა ქალს შენ ვეღარ აღზრდი. ვერც შენი შვილების შეყვარებას აიძულებ. მოეშვი, სასწაულის იმედი ნუ გექნება.”
ჰოდა, აღარც მაქვს ეს იმედი. მაგრამ, როგორ ავუხილო თვალები ბადრის? ის ხომ ყოველთვის დედის მხარესაა?
რედაქციისგან
ჩვენი გმირის დედის რჩევა მანტრასავით უნდა გაიმეოროთ. ქალი მართალია: შეუძლებელია ვინმესთვის სიყვარულის ჩანერგვა. თუ ბებიას მისი შვილიშვილების ცხოვრება არ აინტერესებს, ამას უბრალოდ უნდა შეეგუოთ.
კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს: რატომ იქცევა ქალის ქმარი ისე, თითქოს მის ცხოვრებაში დედის გარდა არავინაა? მთავარი გმირის ადგილას, მე მას პირდაპირ ვეტყოდი. საერთოდაც, ოჯახის ფსიქოთერაპევტს მივმართავდი, რადგან ეს მომავალში უფრო სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.
თქვენ რას იტყვით? როგორ მოიქცეოდით ამ ქალის ნაცვლად? თამამაც გაგვიზიარეთ თქვენი აზრი.