დედამ მასწავლა, როგორ გამეპრიალებინა სამზარეულოს ცხიმიანი კარადები მარტივად

223

სამზარეულოს დალაგება ქალისთვის ერთი დიდი განსაცდელია. რად ღირს მხოლოდ ქურის ან ღუმლის წმენდა. რომ აღარაფერი ვთქვათ მაცივრის, კარადებს შორის ფილებს, კარადების ფასადების გაწმენდაზე. არადა, ჭუჭყთან შეგუებაც შეუძლებელია. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, რომელი ნატურალური საშუალებები დაგეხმარებათ ცხიმის ნადებთან და ლაქებთან გამკლავებაში. ეს რჩევები სამზარეულოს გენერალური დალაგების პროცესს გაამარტივებს და დააჩქარებს კიდევაც.

უვნებელი სარეცხი საშუალებები

  • ლიმონმჟავა – გაიკეთეთ ხელთათმანები და შეურიეთ 1 ს.კ. ლიმონმჟავას 1 ჩ.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ჭუჭყიანი ადგილები დაამუშავეთ ამ მასით და გააჩერეთ 20 წუთით. შემდეგ კარგად გაწმინდეთ სუფთა ჩვრით. ასეთი სკრაბი ხის ზედაპირებს აახლებს. ლიმონმჟავა გაწმენდს სამზარეულოს კარადების გაქონილ ფასადს.
  • ძმარი – ძმრით შეიძლება როგორც მეტალის, ისე კერამიკული ნივთების გარეცხვა, კარგად უმკლავდება პლასტმასის ჭუჭყსაც. დიასახლისები, ხშირად, ძმარს მაცივრის გასაწმენდად იყენებენ, ამავდროულად, ამით მოწყობილობასაც ადეზინფიცირებენ. შეურიეთ 100 მლ ვაშლის ძმარს 100 მლ სპირტი, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი.მოასხით საშუალება ზედაპირს და დააყენეთ 15 წუთით. შემდეგ გაწმინდეთ სველი ჩვრით. ძმრით შეიძლება სამზარეულოს წინსაფრისა და კარადის ფასადების რეცხვაც. ეთერზეთი კი სახლში სასიამოვნო არომატს დააყენებს.
  • სოდა – შეურიეთ სოდა და ზეთი 1:1 თანაფარდობით და წაუსვით ღრუბლით დაბინძურებულ ზედაპირს. 30 წუთში მოწმინდეთ სველი ჩვრით. მასა გაუმკლავდება ლაქებს და ხის ზედაპირზე ნაკაწრებსაც მალავს.
  • გამაფხვიერებელი – თუ ხელთ სხვა საშუალება არ გაქვთ, გამაფხვიერებელიც გამოდგება. დაასხით ფხვნილს წყალი ისე, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. წაუსვით მასა ჭუჭყიან ავეჯს და გააჩერეთ 30 წუთით. ჩამოწმინდეთ სველი ჩვრით.

ნატურალური სარეცხი საშუალებების გამოყენება ძალიან კარგი ვარიანტია იმ სახლში, სადაც ბავშვები და ცხოველები ცხოვრობენ. ხშირად, საყოფაცხოვრებო ქიმია ალერგიულ რეაქციას იწვევს. იგი ქიმიურ ნივთიერებებთან ხანგრძლივი კონტაქტის შემდეგ შეიძლება გაჩნდეს. ამიტომაც, გამოიყენეთ ძველი, გამოცდილი მეთოდები და ყველაფერი სარეცხი საპნით გარეცხეთ. ჯერჯერობით, უფრო ეფექტური და უსაფრთხო სარეცხი საშუალება არ მოუგონიათ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს