როგორ უმკლავდებიან სისუფთავის მოყვარული თურქი ქალები სახლის დალაგებას და რა უნდა ვისწავლოთ მათგან

616

სხვა ქვეყნების ტრადიციებისა და წესების გაცნობა ყოველთვის საინტერესოა. თუმცა ტურისტებისთვის ბევრი რამ კადრს მიღმა რჩება, პირველ რიგში – ყოველდღიური ცხოვრება. დღეს Paparazzi–ს სტატიიდან გაიგებთ, რატომ თვლიან თურქ ქალებს ყველაზე სუფთად. მათთვის სახლის დალაგება და სველი წმენდა კულტის დონეზეა.

სახლში სისუფთავე თურქი ქალებისთვის  

„მაგრამ ჩემი სახლიც ძალიან სუფთაა, რადგან რეგულარულად გენერალურად ვალაგებ“ – აღშფოთებით იტყვით თქვენ. თუმცა თურქეთის მაცხოვრებლებისთვის ყველაფერი სხვაგვარადაა. მათ სახლებში ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი ერთ მტვერს ვერ იპოვით, ხოლო ფანჯრების მინა ისეთი სუფთა და გამჭვირვალეა, თითქოსდა საერთოდ არცაა. საქმე იმაშია, რომ თურქი ქალები სველ წმენდას მძიმე მოვალეობად არ მიიჩნევენ, არამედ ამას გატაცებად თვლიან, რომ სახლში მყუდრო გარემო შექმნან.

ფანჯარა

ჩვენთან ფანჯრების კონკრეტულ თარიღებში წმენდა მიღებულია. მაგალითად, ხელში მინის საწმენდ სითხეს და ჩვარს ვიღებთ სიცივეების დაწყებამდე და შემდეგ, ანუ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოუწესრიგებლები და ცუდი დიასახლისები ვართ. უბრალოდ ასე აკეთებდნენ ჯერ კიდევ ჩვენი დედები, ასეა მოწყობილი ჩვენი ყოფა.

გაოცდებით, მაგრამ თურქეთში ფანჯრებს 10 დღეში ერთხელ წმენდენ. ფანჯრებს ყოველთვის ბზინვარებამდე ხეხავენ და ფარდებს რეცხავენ. ამას აზრი აქვს, რადგან სუფთა მინიდან ოთახში უფრო მეტი სინათლე შემოდის. ფარდებზე კი მტვერი და მიკრობები გროვდება, ხოლო ხშირი რეცხვით ოჯახის წევრებში ალერგიის რისკი მცირდება.

სარკე

ჩვენთან, თითქმის ყველა სახლის დასალაგებლად კვირის ერთ დღეს ყოფს – შაბათს. ამ დღეს ხელში მტვერსასრუტს ვიღებთ, იატაკებს ვხვეტავთ, ვწმენდთ, ზედაპირებს მტვერს ვაშორებთ და სარკეებს ვწმენდთ. დიდხანს შეგვიძლია ვიკამათოთ, რამდენად სწორია დასვენების დღეს სახლის დალაგება. როგორ იქცევიან თურქი ქალები? ეს დაუღალავი დიასახლისები სარკეებს ყოველდღე წმენდენ და არც კი წუწუნობენ.

ტუალეტი და სააბაზანო

თურქები სისუფთავით შეპყრობილნი არიან, ამიტომ სველ წერტილებს ყოველდღე ალაგებენ. არა მხოლოდ უნიტაზის და აბაზანის სისუფთავაზე ზრუნავენ, არამედ ყველა ონკანს, ნიჟარას და მილს ნადებს აშორებენ. თუ ონკანზე წყლის წვეთები დარჩა, რაც უმეტესობა ჩვენგანისთვის ნორმაა, თურქეთში სირცხვილად ითვლება.

ჭაღები

ყველა პატივმოყვარე დიასახლისი თავის მოვალეობად თვლის, რომ თვეში მინიმუმ ერთხელ ჭაღები გაწმინდოს. ნათურებზე მტვერი გროვდება, რაც სინათლის სწორად გაფანტვას ხელს უშლის. გარდა ამისა, თურქებს არ სურთ, რომ მათმა ახლობლებმა მტვრიანი ჰაერი ისუნთქონ და ურჩევნიათ ჭაღები ზედმეტად გაწმინდონ.

აივანი

ჩვენთან აივანი საკუჭნაოს ჰგავს, სადაც ხარახურას ვინახავთ. თურქეთში აივანი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაძლოა, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კარგ ამინდში ამ აღმოსავლეთის ქვეყნის მაცხოვრებლები აივანზე საუზმობენ და სადილობენ, ან უბრალოდ ბინიდან გაუსვლელად სუფთა ჰაერს სუნთქავენ. სწორედ ამიტომ, თურქებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აივანზე სისუფთავე შეინარჩუნონ. აქ, ძველი ნივთების ყუთებს და გატეხილ ველოსიპედს ვერ იპოვით.

სამზარეულო

ალბათ, უკვე მიხვდით, რომ თურქი ქალები სახლის დალაგებას ჩვენზე მეტ დროს უთმობენ. სამზარეულო გამონაკლისი არაა. ოღონდ აღმოსავლელი ქალებისთვის სამზარეულოს დალაგება მხოლოდ იატაკის, სამუშაო ზედაპირის და ფილების გაწმენდით არ სრულდება. ყოველთვე კარადებიდან ნივთებს იღებენ, შემდეგ თაროებს, კარებს, ღუმელს და ჭურჭელს (იმასაც კი, რომელსაც არ იყენებენ) ბზინვარებამდე რეცხავენ.

თურქ ქალებს შეუძლიათ თავიანთი საიდუმლო გვასწავლონ. მარცვლეულში ხოჭოები რომ არ გაჩნდეს, ქალები აქ დაფნის ფოთოლს დებენ. მისი სუნი მწერებს აფრთხობს.

ხალიჩები

თურქეთი ფერადი ხალიჩების ქვეყანაა. აქ, ეს ფუფუნების ნიშანია. გაგიჭირდებათ იპოვოთ სახლი, სადაც დეკორის ნივთები არაა. არადა ხალიჩა მტვრის შემგროვებელი და მიკრობების გამამრავლებელი ადგილია, ამიტომ თურქები მას კარგად და გულმოდგინედ რეცხავენ.

თურქი ქალები იდეალური დიასახლისები არიან. მათთვის სახლის სისუფთავე სიამაყის საგანია, ამიტომ სველი წმენდა სიამოვნებას ანიჭებთ. ეთანხმებით თურქეთის ცხოვრების წესსა და დიასახლისობის პრინციპებს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს