ინტერნეტში სხვადასხვა კულტურის ჩითილების სწორად მოყვანასთან დაკავშირებული სასარგებლო რჩევების შეგროვებისას, ერთ-ერთი ბიოლოგი ბლოგერის რეკომენდაციებს წავაწყდი. ერთ-ერთ მის პუბლიკაციაში გაიჟღერა იდეამ იმის შესახებ, რომ მცენარეები, განსაკუთრებით ჩითილების სტადიაში, არ უნდა მოირწყოს სუფთა წყლით. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, თქვენთვის გაეცნო ერთი განსაკუთრებული ხსნარის რეცეპტი, რომლის გამოყენების შემდეგ ჩითილები ძლიერდება, სქელდება, ფესვიანდება და მოსავლის მოსაცემად ემზადება.
სუფთა წყლის ნაცვლად, მორწყეთ ჩითილები სასარგებლო ხსნარით, რომელიც საჭირო მაკრო- და მიკროელემენტებს შეიცავს და მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს მათ.
მაშ ასე, აიღეთ ლიტრიანი ქილა. ჩაასხით მასში 0.5 ლ დაყენებული სუფთა ან წვიმის წყალი და დაიწყეთ თანდათან ყველა კომპონენტის დამატება:
- 1 ჩ.კ. ლიმონმჟავა (ბრტყლად). მას მცენარე შესანიშნავად ითვისებს და კვების ენერგეტიკულ წყაროდ იქცევა. ამასთან, იგი სხვა მჟავებზე უკეთ უწყობს ხელს მნიშვნელოვანი მიკროელემენტების ქელატირებას. ეს ნებისმიერი მინერალური სასუქის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
- მეორე მნიშვნელოვანი ელემენტია რკინის კუპოროსი . ის 0.5 ჩ.კ. ოდენობით უნდა აიღოთ. ეს რკინის შესანიშნავი წყაროა და ქლოროზს აღკვეთს. მცენარეებს იგი, კალიუმთან და ფოსფორთან შედარებით, ნაკლები რაოდენობით სჭირდება.
- ფოსფორისა და კალიუმის წყაროდ კალიუმის მონოფოსფატი უნდა გამოიყენოთ. აიღეთ 3 ჩ.კ. ფხვნილი. ჩვენი მცენარეები აქტიურად აითვისებს ამ ელემენტებს. არ დაგავიწყდეთ კომპონენტების კარგად მორევა.
- მეოთხე ელემენტი კი ამიაკის გვარჯილა ან შარდოვანა (კარბამიდი) გახლავთ. აიღეთ 3 ჩ.კ. ოდენობით.
ჩვენი ხსნარი მიიღებს საკმაოდ კონცენტრირებულ სახეს, თუმცა, ერთხელ მომზადებულს საკმაოდ დიდხანს გამოიყენებთ.
- დროა, საიდუმლო კომპონენტი – მალტამინი დაუმატოთ. იგი მცენარის ზრდას ძირტკბილას ამონაცენების ხარჯზე არეგულირებს. იგი ეხმარება მცენარეებს კარგი ფესვთა სისტემის გაზრდაში. აიღეთ 50 მლ.
თუ მალტამინს ყვავილების მაღაზიაში ვერ იპოვით, არაუშავს. ჩაანაცვლეთ იგი შინ მომზადებული კომპონენტით. რეცეპტი საკმაოდ მარტივია: 0.5 ლ წყალს დაუმატეთ 100 გ დატკეპნილი ან 70 გ მშრალი საფუარი, ადუღეთ 20 წუთით. დაგრჩებათ ამინომჟავები, რომლებიც მცენარეებს სჭირდება. თუ დუღილის პროცესში სითხის ნაწილი აორთქლა, დაუმატეთ მდუღარე წყალი საწყის მოცულობამდე (0.5 ლ-მდე). ადროვეთ ხსნარს ოთახის ტემპერატურამდე გაგრილება.
ახლა კი მთავარი. ზემოთ მოცემული რეცეპტით, ჩვენ ვიღებთ მხოლოდ კონცენტრატს. იგი ძალიან დიდხანს ინახება ჩვეულებრივ პირობებში. როგორც სიბნელეში, ისე სინათლეშიც. მუშა ხსნარის მისაღებად, გააზავეთ კონცენტრატი წყალთან 1:200 თანაფარდობით. 1 ლ წყალი 1 ჩ.კ. კონცენტრატზე. 1 სათლზე – 50 მლ.
ამ ხსნარით მორწყეთ მცენარეები ყოველ ჯერზე, როცა მორწყვას საჭიროდ ჩათვლით. ისინი თვითონ აირჩევენ მთავარ ინგრედიენტებს. გამოიყენეთ ეს სასუქი ხსნარი ჩითილების პერიოდის დასრულებამდე.