ნერგი რომ ძლიერი გაიზარდოს, გამოიყენეთ ქაფიანი სასუქი ნებისმიერი მცენარისთვის.

1510

ბოსტნეული კულტურის უმეტესობა უკვე დათესილია, ზედაპირზე კი პირველი სიმწვანეც უკვე გაჩნდა. ესე იგი, შემდეგი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპის, სასუქის დროა. ახლა იმდენნაირი სასუქი არსებობს, რომ მაღაზიაში მთელი დღე უნდა იყურყუტოთ, შესაფერისი რომ აირჩიოთ. თუმცა, არ დაგავიწყდეთ ბუნებრივი სასუქებიც, რომლებსაც, ხშირად, ნაგავში მოვისვრით. Paparazzi.ge-ის რედქცია გეტყვით, როგორ უნდა მოამზადოთ სასუქი ჩითილებისთვის.

მე უკვე მოგიყევით, რითაა სასარგებლო ბანანის ტყავი და როგორ უნდა მოამზადოთ მისგან სასუქი. დღეს კი ჩვეულებრივ ლუდზე ვისაუბრებთ. ეს მეთოდი ისევ აგარაკის მეზობელმა მირჩია. იგი გამოცდილი მიწათმოქმედია და, უკვე 20 წელია, ამ ქაფიან სასმელს ჩითილების მოსაძლიერებლად იყენებს. ამ მეთოდის შედეგი საკუთარი თვალით ვიხილე და თავდაჯერებით გეტყვით, რომ ეფექტი ნამდვილად აქვს!

ლუდის სასუქის მომზადება და გამოყენება

პირდაპირ იმით დავიწყებ, რომ ნებისმიერი სასუქი მხოლოდ მაშინ უნდა გამოიყენოთ, როცა მცენარეს იგი სჭირდება. თუ შენიშნეთ, რომ ჩითილები ნელა იზრდება და სუსტად გამოიყურება, თამამად გახსენით ლუდის ბოთლი. სასუქის გამოყენება იმ შემთხვევაშიც შეგიძლიათ, თუ მცენარე გამოფიტულ ნიადაგშია დარგული.

ლუდის სასუქი მცენარის იმუნიტეტს აუმჯობესებს, რაც, თავის მხრივ, დაავადებებისა და მავნებლების პრობლემას მოხსნის. აქედანვე გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ “ცოცხალი” ლუდი გამოდგება. თუ მის შემადგენლობაში კონსერვანტები და გემოვნური დანამატებია, ჩითილები ამ სითხით არ უნდა მორწყოთ.

ლუდი ალაოს ფერმენტირების შედეგად მიიღება. თუმცა, მცენარის ზრდაზე გავლენას არა ალაო ან საფუვრის ბაქტერიები, არამედ ლუდის შემადგენლობაში არსებული კალიუმი ახდენს. ლუდში მას უხვად იპოვით. სასმელი სავსეა სხვა მარტივად ათვისებადი მიკროელემენტებით, რომლებიც ახალგაზრდა მცენარეს სასიცოხლოდ ესაჭიროება.

ხსნარის მისაღებად, გააზავეთ ლუდი წყალთან, 1:10 თანაფარდობით. გამოიყენეთ ხარისხიანი, დაყენებული და რბილი წყალი.

მორწყეთ ჩითილები ხსნარით, პირველი ნამდვილი ფოთლების გაჩენის შემდეგ. მოარიდეთ სითხე ახალგაზრდა ფოთლებს, სასუქი მხოლოდ ძირის გარშემო მოასხით.

ასეთი ნატურალური საშუალება ნებისმიერ მცენარეს გამოადგება, როგორც ბაღის, ისე ოთახისას. გამონაკლისი ხახვი და ნიორია. ამ ბოსტნეულის გემოსა და თვისებებზე სასუქი უარყოფითად აისახება.

ლუდი მცენარისთვის ეფექტური ბიოსტიმულატორია. ამასთან, იგი აბსოლუტურად უსაფრთხო და ხელმისაწვდომია. ჩითილების რეგულარული შესუქება მათ გაცილებით ამტანს გახდის. გამოსცადეთ, თავადაც დარწმუნდებით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს