3 სათლი პომიდორი 1 ძირიდან, ქიმიის ქარეშე. ამ მეთოდის შესახებ აგრონომებშიც კი ცოტამ იცის.

9404

ინფორმაცია, რომელსაც ამ სტატიიდან მიიღებთ, ძალიან ცოტას თუ აქვს. ყველა, ვინც ამ მეთოდს ფლობს, წელიწადში ტონამდე პომიდორს იღებს, თანაც მცირე ზომის ნაკვეთიდან: ვიღაცისთვის ეს სააგარაკე ნაკვეთია, ვიღაცისთვის – საკუთარი ბოსტანი, ხოლო ვიღაცისთვის – საწარმოო ველი.

თუმცა, თითოეული მათგანი პომიდვრის 1 ბუჩქიდან 3 სათლამდე ბოსტნეულის მიღებას ახერხებს. როგორც გავიგე, ეს მეთოდიკა 42-წლიანი გამოცდილების მქონე მებაღე-აგრონომმა შეიმუშავა. იგი მოიცავს როგორც ნაცად ძველებურ ხრიკებს, ისე თანამედროვე ტექნიკებსაც, რომლებიც ცალ-ცალკე მოსავლიანობაზე არ ახდენს გავლენას, ერთდროულად კი ქმნის საშუალებას, რომელიც ეფექტურობით მრავალ გამოცდილ მიწათმოქმედსაც კი გააოცებს.

მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზეც, რომ ამ ტექნოლოგიას არ სჭირდება მაღაზიაში ნაყიდი ქიმიური საშუალებები, არც სასუქი და არც დამცავი შხამ-ქიმიკატი.

მაშ აე, რა უნდა გავაკეთოთ, პომიდვრის თითო ბუჩქიდან 3 სათლი ბოსტნეული რომ მოვკრიფოთ?

  • პირველი ეტაპი მოიცავს ჩითილების გაზრდას, მეორე – ზრდასრული მცენარის სწორად მოვლას.
  • პირველ ეტაპს ერთი მნიშვნელოვანი წესი აქვს: 1 მცენარე ერთ ჭურჭელში უნდა დაირგოს, ერთად დათესვას არ გირჩევთ.
  • ამასთან, ჭურჭელი უნდა იყოს საჭირო ზომის, ფესვთა სისტემა სწორად რომ განვითარდეს. აირჩიეთ 4-7 ლ მოცულობის ჭურჭელი.
  • თუ კარგი მოსავლის მიღება გსურთ, პომიდვრის ჩითილები მარტში ან აპრილში უნდა დათესოთ.
  • საუკეთესო არჩევანია ხის (აკაციის, მუხის, ქლიავის) ძირიდან აღებული ნიადაგი, შერეული ნაცართან, ქვიშასთან, თიხასთან და ჰუმუსთან.
  • მეორე ეტაპს რაც შეეხება: დარგეთ პომიდვრის ნერგები ჩითილის მიწიანად, რომელშიც იზრდებოდა.
  • მორწყეთ ზომიერად, ყოველდღე, ეს კი ნაყოფის დამწიფებამდე უნდა გაკეთდეს, ამის შემდეგ, კვირაში სამ ჯერამდე უნდა შეამციროთ.
  • აგრეთვე, აუცილებელია 2 კვირაში ერთხელ პომიდვრის სპეციალური ხსნარით მორწყვაც. ამისთვის აიღეთ 400 გ ხის ნაცარი, 200 გ შაქარი, 2 ჩ.კ. სოდა, 100 გ ფქვილი და 1 პატარა შეფუთვა დატკეპნილი ან მშრალი საფუარი. ეს ყველაფერი მარგანცოვკისა და წყლის ოდნავ ვარდისფერ ხსნარში უნდა გახსნათ და 1 ნერგს 0.5 ლ უნდა მოასხათ.

ასეთი იმპულსები მცენარეში მიმოცვლით პროცესებს გაზრდის და დააჩქარებს არამხოლოდ მის, არამედ ნაყოფის ზრდასაც, აგრეთვე, მის დამწიფებას. შესაბამისად, მოსავლიანობა რამდენჯერმე გაიზრდება.

აგრეთვე, მცენარე უფრო მდგრადი ხდება გარეგანი ზემოქმედებისადმი, უმუშავდება იმუნიტეტი სხვადასხვა დაავადებისადმი, გარდა ამისა, ძლიერდება ღეროები და ფესვთა სისტემა.

თქვენ რას აკეთებთ პომიდვრის მოსავლიანობის გასაზრდელად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს