რა რაოდენობის ფხვნილის დამატებაა ოფტიმალური სარეცხის რეცხვის დროს.

1505

რა რაოდენობის ფხვნილი სჭირდება ერთ ხარისხიან რეცხვას? თითოეულ დიასახლისს ამ კითხვაზე თავისი პასუხი აქვს და რაც მეტი, მით უკეთესია. მნიშვნელობა ხომ არამხოლოდ თეთრეულის დაჭუჭყიანების დონეს, არამედ მის რაოდენობას, წყლის სიხისტეს, ქსოვილის ტიპს, გამოყენებული წყლის მოცულობასა და რეცხვის რეჟიმსაც უნდა მივაქციოთ.

ჩვეულებრივ, ფხვნილს შეფუთვაზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით ვიყენებთ. თუმცა, საქმე ისაა, რომ სარეცხი საშუალებების მწარმოებლები გაყიდვების გაზრდაზე არიან ორიენტირებული, ჩვენი ბიუჯეტი არავის ადარდებს. ამიტომ, ექსპერტების რეკომენდაციის გათვალისწინება ნამდვილად არაფერს დაგვაკლებს.

ფხვნილის რაოდენობა

საშუალოდ, ფხვნილების უმრავლესობაზე შემდეგი ნორმატივებია მითითებული:

  1. თუ თეთრეულო ძლიერად არაა დაჭუჭყიანებული, 185მლ/150გ ფხვნილი საკმარისი იქნება ერთი რეცხვისთვის.
  2. ძლიერი დაჭუჭყიანება 280მლ/225გ ფხვნილს მოითხოვს.

თუ ზედმეტ ფხვნილს გამოიყენებთ, ტანსაცმელზე თეთრი ნაწიბურები დარჩება, სარეცხი მანქანის უჯრა გაიჭედება და ბარაბანში უსიამოვნო სუნი გაჩნდება.

თუმცა, დამოუკიდებელმა სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ წყლის ნორმალური სიხისტის დროს, სარეცხ მანქანაში ყოველ 1 კგ მშრალ სარეცხზე 1 ს.კ. (25 გ) ფხვნილი სავსებით საკმარისია. რბილი წყლისთვის ამ დოზის შემცირება 15 გრამამდე შეიძლება. მაგალითად, 4 კგ თეთრეულის ხისტ წყალში გასარეცხავად 100 გ ფხვნილი დაგჭირდებათ.

ავსტრალიის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ჯგუფის (CHOICE) ექსპერტი, ეშლი აიერდეილი უფრო შორს მიდის: “ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ სარეცხი მშვენივრად გაირეცხება, თუნდაც რეკომენდებული დოზის მესამედი გამოიყენოთ.” – ამბობს ბატონი აიერდეილი Today show-ს ეთერში.

რა განსხვავებაა ფხვნილსა და თხევადი სარეცხ საშუალებებს შორის?

აიერდეილი, აგრეთვე, თხევად სარეცხ საშუალებებსა და ფხვნილებს შორის არჩევანზეც საუბრობს. ექსპერტის თქმით, ფხვნილი უკეთ გაუმკლავდება ახალ ლაქებს, აგრეთვე, ძლიერ დაბინძურებებს თეთრ ნივთებზე, თუმცა, ხანდახან, ტანსაცმელზე ლაქებს ტოვებს.

თხევადი საშუალებები კი თეთრეულზე ლაქებს არ ტოვებს, უკეთ აშორებს ოფლის კვალს, თუმცა, ცოტას მაინც ტოვებს, თუ საქმე რთულ ლაქებს ეხება. “როგორც წესი, ფხვნილს სითხეზე უკეთესი შედეგი აქვს. სითხე ხომ წყალში გაზავებული ფხვნილია. დამატებით ფულს სწორედ ამ წყლისთვის იხდით.” – ხსნის სამომხმარებლო საქონლის ექსპერტი.

თუ ფხვნილს იყენებთ, თუმცა, იგი მოთეთრო ნაწიბურებს ტოვებს ტანსაცმელზე, აქციეთ იგი სითხედ: მანქანაში ჩაყრამდე, უბრალოდ გახსენით წყალში და ეს ხსნარი ჩაასხით მანქანაში. ასე ფხვნილის ძლიერ მხარეებსაც გამოიყენებთ და უარყოფით ეფექტსაც ააცილებთ თავს.

სად ჩავყაროთ ფხვნილი მანქანაში?

სხვადასხვა ბრენდის სარეცხი მანქანის საფხვნილე უჯრები განსხვავებულია. ჩვეულებრივ, ისინი სამ ნაწილადაა დაყოფილი. რომელი დანაყოფი რისთვისაა – ამის გაგებაში დატანებული ნიშნები დაგეხმარებათ.

ციფრი 1-ით ან ასო A-თი დანიშნული დანაყოფი წინასწარი რეცხვის ფხვნილისთვისაა. მე მას იშვიათად ვიყენებ. ციფრი 2-ით ან ასო B-თი აღნიშნული დანაყოფები რეცხვის ძირითად ციკლს შესაბამება. ჩვეულებრივ, ის ყველაზე დიდია. ვარსკვლავით ან ყვავილით კი სავლების, დამარბილებლისა და კონდიციონერის დანაყოფია დანიშნული.

თუ თქვენს მანქანას არ აქვს ან წაეშალა ეს ნიშნები, ცდით იხელმძღვანელეთ: ჩართეთ მანქანა სწრაფი რეცხვის რეჟიმზე, ჩალბობის გარეშე. გახსენით უჯრა და ნახეთ, სად ჩავა წყალი. ეს იქნება მეორე (B) დანაყოფი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს