პირადი დისციპლინის 19 წესი, რომელთაც უსიტყვოდ ვემორჩილები

96

ყველას უნდა, მდიდარი და წარმატებული იყოს. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს ორი სიტყვა ერთმანეთს მოიაზრებს. მხოლოდ ერთეულებს თუ უმართლებთ ამ თვალსაზრისით და წარმატებას ყოველგვარი სირთულის გარეშე აღწევენ. ყველა დანარჩენისთვის, ესაა საკუთარ თავზე ურთულესი მუშაობა და პირადი დისციპლინა. აი, ახლა სწორედ მათზე ვისაუბრებთ.

მარტივია საკუთარი თავის რაღაც ჩარჩოებში მოქცევა, დაპირებებითა და შეუსრულებელი მოტივაციებით. შედეგად, დისონანსი მხოლოდ ძლიერდება. Paparazzi.ge-ის რედაქციას სჯერა, რომ სამყაროს ნორმალური აღქმა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ საკუთარ ოცნებებსა და მიზნებს სრულად ფლობთ. მხოლოდ იმის გააზრება, რომ სამყაროში ენერგიის შენარჩუნების კანონი მოქმედებს, ნებისმიერს გამოაფხიზლებს.

პირადი დისციპლინა

ენერგიის შენარჩუნებაზე საუბრისას, ჩვენ მოვიაზრებთ იმას, რომ საკუთარ ცხოვრებაში ინვესტიციის ჩადების გარეშე მისი ხარისხიანად შეცვლა შეუძლებელი იქნება. თქვენ უნდა აირჩიოთ, როგორ იცხოვრებთ. ჩვენ კი, ჩვენი მხრიდან, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაიცვათ პირადი დისციპლინა. თუნდაც რამდენიმე პუნქტის შესრულება იქნება საკმარისი, პირველი ნაბიჯის გადასადგმელად.

  1. ნუ ალოდინებთ ან უგულებელყოფთ სხვებს. აცოდინეთ, თუ აგვიანებთ ან დაკავებული ხართ, ნუ გადადებთ ამას. დრო ძვირფასი რესურსია.
  2. იყავით თავაზიანი. სხვა ადამიანებისადმი ელემენტარული პატივისცემა შესაძლებლობათა უამრავ კარს გახსნის. ტყუილად არ უთქვამთ, რომ “გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა, ტკბილად მოუბარი”.
  3. ისწავლეთ წერა და სწორად საუბარი. რეალურად, ამ უნარს მუდმივად სჭირდება სრულყოფა.
  4. არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების. თუ დაუშვით, გქონდეთ იმის გამბედაობა, რომ აღიაროთ. მათი გამოსწორება ხომ მხოლოდ ასე შეიძლება.
  5. ცუდ ცხოვრებასა და პრობლემებზე წუწუნი უაზრობაა. ადამიანთა უმეტესობას ეს არ ადარდებს. უმჯობესია, ამ პრობლემების გადაჭრის გზები ეძებოთ.
  6. ნუ მოატყუებთ. სამწუხარო ჭეშმარიტება იმაში მდგომარეობს, რომ თვითონაც გვავიწყდება, რა ვთქვით. სიმართლე კი ყოველთვის სიმართლედ რჩება.
  7. თუ დავალებების ფორმულირებას ცდილობთ, პირველ პუნქტად გათვალეთ ის, რისი გაკეთებაც ყველაზე ნაკლებად გინდათ, და მაშინვე შეუდექით მის შესრულებას.
  8. დღის, კვირის, თვის განმავლობაში, თავში მრავალგვარი აზრი გაგივლით. ნუ მისცემთ მათ უკვალოდ გაქრობის საშუალებას, ჩაიწერეთ!
  9. შეიძლება, ადამიანს ვულკანის ამოფრქვევამდე ეკამათოთ, მაგრამ პიროვნებაზე ნურასდროს გადახვალთ. კამათი ჩაცხრება, შეურაცხყოფილი კოლეგის, მეგობრის ან ნათესავის თვალებში ჩახედვა კი გაგიჭირდებათ.
  10. ნუ ჩაიციკლებით ერთ რამეზე. მრავალგვარი სიტუაცია არსებობს, ისწავლეთ მათი დავიწყება და უბრალოდ გააგრძელეთ წინსვლა. შეუძლებელია იმის გამოცნობა, თუ კონკრეტულად სად წამოჰკრავთ ფეხს.
  11. ტელევიზორი საშიში რამაა. მას ადამიანის აზრებით მანიპულირება შეუძლია. იგი მხოლოდ შემეცნებითი და საგანმანათლებლო მიზნებით გამოიყენეთ.
  12. ადამიანები, რომლებმაც რთულ პერიოდში მიგატოვეს, მეორე შანსს არ იმსახურებენ. დაფიქრდით, არის თუ არა მათი ადგილი თქვენს ცხოვრებაში.
  13. შეასრულეთ გაცემული პირობა. თუ დაჰპირდით, გააკეთეთ. ასე მოიპოვებთ ნდობას იმ საქმეში, რომელსაც აკეთებთ, და პირად პატივისცემას.
  14. ნუ დაამსხვრევთ სხვის ოცნებებს, მაშინაც კი, თუ ისინი უჩვეულოდ გეჩვენებათ. არც სხვა დაამსხვრევს თქვენსას. თქვენ არ გაქვთ უჩვეულო ოცნებები?
  15. გახსოვდეთ მშობლები. ისინი ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან. თუმცა, რაღაც მომენტში ისინი წავლენ და ამას ვეღარაფერს მოუხერხებთ. ნუ უგულებელყოფთ მათ არსებობას.
  16. არავის არავისი არაფერი მართებს. ესაა ჭეშმარიტება, რომელიც ასაღქმელად რთულია. არაფერი “დაივალოთ” და უბრალოდ მიჰყევით საკუთარი გულის ძახილს.
  17. ტყუილად არ ფიქრობენ, რომ ადამიანი დილაობით უფრო ჭკვიანია. ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა კარგი გამოძინებაა. პასუხს აუცილებლად იპოვით.
  18. ეცადეთ, ადრე დაწვეთ და ადგეთ, ერთსა და იმავე დროს. თუნდაც უქმეებზე. მხოლოდ ამ ნაბიჯს შეუძლია საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შეგრძნების გაჩენა.
  19. ნუ ეძებთ ფულის დაზოგვის გზებს, ეძებეთ შემოსავლების გაზრდის გზა. თუმცა, საბოლოოდ, ორივე მნიშვნელოვანია. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პოზიციაზე ხართ ახლა.

რედაქციისგან

როგორც კლასიკოსები ამბობენ, თუ გინდათ, რომ ბედნიერი იყოთ, იყავით! არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ცხოვრებაში ყველაფრის შეცვლა ახლავე შეგიძლიათ. უბრალოდ, უნდა გაიგოთ, რომ ამაში საოცარი არაფერია. ჩვეულებრივი წესია, როგორც სხვა დანარჩენი, უბრალოდ გლობალური შედეგი აქვს. აუცილებლად დაწერეთ, თქვენ რომელ პუნქტს დაამატებდით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს