რატომ დადის პენსიონერი ყოველდღე ფეხის ცერებზე

777

ჩვენ იმდენ დროს ვატარებთ ფეხზე დგომით, რომ ხანდახან მათზე ზრუნვა გვავიწყდება. არადა, ჩვენს ფეხებზე 70 ათასზე მეტი ნერვული დაბოლოებაა. ისინი ქმნის რეფლექსოგენურ ზონებს, რომლებიც შინაგან ორგანოებს უკავშირდება. მეტიც, სპეციალისტები ტერფებს ადამიანის სხეულის რუკას უწოდებენ. გასაკვირი არაა, რომ ტერფებს შეუძლია ადამიანის ზოგად ჯანმრთელობაზე ზემოქმედება. მაგალითად, დღეს ჩვენ გავარკვევთ, რატომ დადიან ადამიანები ფეხის ცერებზე.

რატომ უნდა ვიაროთ ცერებზე

ცოტამ თუ იცის, რომ ცერებზე სიარული ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. ჯერ ერთი, იგი არეგულირებს სუნთქვას. სიარულზე კონცენტრირებისას, ადამიანი ადუნებს მთლიან სხეულს. ითვლება, რომ ამ სავარჯიშოს კარგი გავლენა აქვს ფსიქიკურ მდგომარეობაზეც.

ცერებზე სიარულის დროს აქტიურდება წელის კუნთები. ეს სხეულის ამ ნაწილში მწვავე ტკივილის გაქრობაში დაგეხმარებათ. გარდა ამისა, მსგავსი სავარჯიშო ფეხების რელიეფს აუმჯობესებს. ისინი გამხდარი და გრძელი გამოჩნდება, კუნთები კი გამკვრივდება.

რაც უფრო მკვრივი და ძლიერია კოჭები, მით უფრო ნაკლები პრობლემა ექნება სახსრებს. ექიმები ასეთ სიარულს განსაკუთრებით ურჩევენ მათ, ვინც დიდხანს ზის ან დგას სამსახურში. ასეთი სავარჯიშო მოხუცებსაც მოუხდებათ. იგი მოხსნის ფეხების კუნთოვან დაძაბულობას, მოადუნებს მათ.

ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად, ორგანიზმის დაბერება სწორედ ფეხებით იწყება. ჩინეთში ტერფებს ადამიანის მეორე გულს უწოდებენ. ტყუილად ხომ არ ითვლება, რომ ცერებზე სიარულს ნაადრევი დაბერების შეჩერება შეუძლია. გსმენიათ ასეთი რამ მანამდე?

სხვათა შორის, ამ სავარჯიშოს მეშვეობით ბრტყელტერფიანობის პრობლემის გადაჭრა შეიძლება. ის, აგრეთვე, ამ უსიამოვნების შესანიშნავი პროფილაქტიკაცაა. თქვენი სხეული მადლობას გეტყვით, თუ ცერებზე ყოველდღე ივლით.

გარდა ამისა, მსგავსი ვარჯიში მოგაშორებთ ჭარბ წონასაც, რამდენადაც ცერებზე სიარული კალორიებს უფრო სწრაფად წვავს.

როგორ შევასრულოთ სავარჯიშო?

ცერებზე სიარული ყოველდღე შეიძლება. თავიდან 1-2 წუთიც საკმარისი იქნება. თუმცა, ყოველდღე განმეორების შემთხვევაში, დრო იმდენად გაზარდეთ, რამდენადაც თქვენთვის იქნება კომფორტული. რაც უფრო ხშირად ივარჯიშებთ, მით უკეთეს ეფექტს მიიღებთ. განსაუთრებით გამოცდილი მოსეირნეები ამ სავარჯიშოს 10 წუთის განმავლობაშიც ასრულებენ ხოლმე.

გარდა ამისა, ცერებზე უბრალოდ დგომაც შეიძლება. ეს კარგი ვარიანტია მათთვის, ვისაც თავიდან უჭირს ცერებზე სიარული. გირჩევთ, ტერფებით ტალღოვანი მოძრაობები შეასრულოთ, ქუსლები იატაკს თანდათან დააშოროთ. წარმოიდგინეთ, რომ ზამბარა ხართ. ზაფხულში კი შეგიძლიათ ცერებით ბალახზე გაიაროთ. ნამდვილი რელაქცი გარანტირებული გაქვთ!

რედაქციის რჩევა

რამდენადაც ტერფებზე დავიწყეთ საუბარი, გვინდა, კიდევ ერთი საინტერესო რამ გითხრათ. რამდენად ხშირად ილბობთ ფეხებს ცხელი წყლით? დიდი ალბათობით, ეს პროცედურა თქვენი ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილი სულაც არაა. ამაოდ!

ნაზი ქვედა კიდურების გახურება სისხლის დინებას დაარეგულირებს. შესაბამისად, გაივლის თავის ტკივილი და ტვინის მუშაობაც გაუმჯობესდება. გარდა ამისა, ფეხების ცხელ წყალში ჩალბობა ადამიანს ამშვიდებს, აქრობს ნერვოზულობასა და ცუდ განწყობას.

ფეხები შეგიძლიათ ყოველდღე, ძილის წინ ჩაალბოთ ცხელ წყალში. 15-20 წუთი საკმარისი იქნება. გახსოვდეთ, რომ წყალი სასიამოვნოდ ცხელი უნდა იყოს. ჩაალაგეთ ფეხები ვარცლში და გაავსეთ იგი წყლით, კოჭებამდე. წინასწარ მოიმარჯვეთ მდუღარე წყლით სავსე ჩაიდანიც, რათა ვარცლში ჩაასხათ, როცა წყალი შეგრილებას დაიწყებს. პროცედურის შემდეგ, ჩაიცვით თბილი წინდები და დაიძინეთ.

თუ მოდუნება გსურთ, საყვარელ ადამიანს ფეხების მასაჟის გაკეთება სთხოვეთ. ეს კიდევ ერთი ჩინური ხერხი და სახლის სპა-პროცედურების განუყოფელი ნაწილია.

საინტერესოა, თქვენ თუ აკეთებთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს. კარგი იქნება, თუ შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს