როგორ ემსახურებოდა 10 წლის განმავლობაში სკოლის მასწავლებელი თავის რძალს

350

სადამდე შეიძლება მიიყვანოს დედა ბავშვებისადმი თავგანწირვამ და რატომ უნდა ისწავლოს თითოეულმა ქალმა საკუთარი თავისთვის ცხოვრება – ჩვენი დღევანდელი ისტორია სწორედ ამას ეხება.

თავგანწირვა სიყვარულისთვის

“ცოტა ხნის წინ, ქუჩაში შემოვხვდი ჩემი სკოლის საყვარელ მასწავლებელს. ვისაუბრეთ, ერთმანეთი გამოვკითხეთ, როგორ შეიცვალა ჩვენი ცხოვრება იმ წლების განმავლობაში…

ქალბატონი გულიკო მომიყვა, რომ ჩემი გამოშვების შემდეგ კიდევ 5 წელი იმუშავა სკოლაში, მერე პენსიაზე გავიდა. მე გამიხარდა, რომ ჩვენმა მშრომელმა ფუტკარმა დასვენება ისწავლა, როგორც იქნა.

შემდეგ კი გაირკვა, რომ პენსიიდან გასვლის შემდეგ, მას არანაკლებ მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდა. ოღონდ, ამჯერად არა სკოლაში, არამედ საკუთარი შვილის სახლში.

მასწავლებლის ისტორია

“საჭმელს ვაკეთებდი, ვალაგებდი, შვილიშვილს ვუვლიდი. ყველაფერი მხოლოდ მე მევალებოდა. ვაჟიშვილი გვიანობამდე მუშაობდა, რძალი კი ხან ფიტნესზე, ხან ცეკვაზე გარბოდა, სამსახურის მერე. ძიძის დაქირავება არ უნდოდათ, ფული ოჯახში დარჩესო. რამე თუ დამჭირდებოდა, შევძლებდი ფულის აღებას, ბავშვის მოვლა კი ბებიას არ უნდა გაუჭირდესო.

ჩემი შვილიშვილი, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. დაბადებიდან, მასზე მზე და მთვარე ამომდის. აი, მეოთხე კლასამდე სულ ერთად ვიყავით. სკოლაშიც დამყავდა, იქედანაც მომყავდა. ვაჭმევდი, გაკვეთილების მომზადებაში ვეხმარებოდი. მოკლედ, მხოლოდ ბავშვით ვიყავი სულ დაკავებული.

ჰოდა, ერთ დღეს გამეღვიძა, მიმოვიხედე და მივხვდი, რომ ასეთი ცხოვრება არ მინდოდა. შაბათის მზიანი დღე იყო. შვილიშვილი ბავშვებთან ერთად ფეხბურთის სათამაშოდ გაიქცა, ჩემი შვილი და რძალი კინოში წასვლას აპირებდნენ, მე კი ისევ რეცხვა, საჭმლის მომზადება, იატაკის წმენდა… ამან ისე მატკინა გული.

გადავწყვიტე, ჩემს სახლში გადავსულიყავი. ჩავალაგე ნივთები, დაველოდე ბავშვების დაბრუნებას, ყველაფერი ავუხსენი და წავედი. რა თქმა უნდა, შვილმა მთხოვა დარჩენა, მაგრამ მტკიცედ გადავწყვიტე, რომ რაღაც უნდა შემეცვალა.

მიეჩვივნენ, რომ ყველაფერს ვამზადებ მათ მოსვლამდე. მესმის, რომ თვითონ მივაჩვიე, მაგრამ ჩემი თავისთვისაც ხომ უნდა მეცხოვრა.”თქვა გულიკო მასწავლებელმა. შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ.”

ასეთი ისტორია ძალიან ხშირია. ხშირად, მშობლები პირად ბედნიერებას თავიანთი შვილების კარგად ყოფნას სწირავენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, სწორია ეს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს