სამყარო, ხანდახან, გაცილებით უფრო მოსაწყენი გვეჩვენება, ვიდრე რეალურადაა. სწორედ ამიტომ, ბევრს უყვარს გარშემომყოფთა აღქმის გამრავალფეროვნება, ურთიერთობის აწყობისას, მათი ზოდიაქოს ნიშნების გათვალისწინებით. რატომაც არა? დღეს გეტყვით, რა ახასიათებს მერწყულს და რატომ არ უყვართ ისინი ასე ძალიან. ნუთუ, მერწყული ეგოისტია?
მერწყულის ნიშნის მახასიათებლები
ბევრი გულწრფელად ფიქრობს, რომ მერწყული ზედმეტად თავმოყვარეა და სხვა ადამიანების ბედნიერებაში წვეთ წყალსაც არ ჩადებს. თუმცა, რეალურად, მერწყული მხოლოდ იმ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ წესებს მიჰყვება, რომლებიც თვითონ დაისახა. იგი სწორხაზოვანია და მისი წარმატების საიდუმლოც სწორედ ამაში მდგომარეობს. მერწყული მაშინვე ამბობს, რა არ მოსწონს, და ნამდვილად არ ექნება ურთიერთობა ისეთ ადამიანთან, რომელიც მას გააბრაზებს ან დაჩაგრავს.
აგრეთვე, მერწყულისთვის არც ისეთი მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობენ მასზე გარშემომყოფები. მეტიც, იგი ყოველთვის ღიად გამოხატავს თავის აზრს. მერწყული არასდროს იტყვის თქვენზე ცუდს, ზურგს უკან. ეს უდიდესი უპირატესობაა. მერწყული კარგი მეგობარიცაა. გულწრფელია, ხელს შეგიწყობთ განვითარებაში და მიგითითებთ, სად დაუშვით შეცდომა.
ამ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ მარტოობის შიში. რაღა თქმა უნდა, ეს ფაქტი გარშემომყოფებს დისკომფორტს უქმნის. მერწყული არ ეპირფერება სხვებს და არ ისვრის ტყუილ კომპლიმენტებს. სამაგიეროდ, ყოველთვის იცით, რომ გულახდილია. მის სიტყვებს დიდი ძალა ექნება.
ბევრი ფიქრობს, რომ ამ ნიშანს თავი ყოვლისმცოდნედ მოაქვს. ეს არასწორი აღქმაა! დიდი ალბათობით, ასე იმიტომ ფიქრობენ, რომ მერწყულს უყვარს ახლის სწავლა. რაციონალური შეხედულება სამყაროზე მას აიძულებს ინფორმაციის ახალი წყაროების ძებნასა და ათვისებას. და, რაღა თქმა უნდა, ამ ცოდნის გაზიარება უნდა ხოლმე მათთვის, ვინც მის გარშემოა.
სწორედ ასე მიეჩვია მერწყული ადამიანებთან ურთიერთობის გაბმას. ამის გაკეთება სულაც არაა მარტივი. მერწყულს ხომ ახასიათებს ერთგვარი განდეგილობა. მარტო ყოფნისა და საკუთარი რესურსების სურვილი დაუპატიჟებლად მოდის მასთან. ამიტომ, ვიღაც ფიქრობს, რომ იგი ცივი და ქედმაღალია.
თუ თქვენს საყვარელ ან ახლო ადამიანებს შორის ეს შესანიშნავი ნიშანი გამოერია, ეცადეთ, მისი მარტო დარჩენის სურვილს პატივი სცეთ. იგი ამისთვის უზომოდ მადლიერი იქნება და უკან სიყვარულს დაგიბრუნებთ.
მაგრამ, ეს მახასიათებლები ყველა მერწყულში როდი შეგხვდებათ. ბევრია დამოკიდებული აღზრდასა და გარემოცვაზე. ნუ განსჯით ადამიანს მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, თუნდაც ასე იყოთ მიჩვეული. მიეცით შანსი. დაე, საკუთარი თავი ყველა მხრიდან გაჩვენოთ, მხოლოდ ამის შემდეგ ჰკითხეთ დაბადების თარიღი. პირველ შთაბეჭდილებას უდიდესი როლი აქვს. თუ მერწყულს წინასწარგანწყობით შეხედავთ, შეიძლება ხელიდან კარგი მეგობარი გაუშვათ.