ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელშიც ცნება “ბანანის სეზონი” არ არსებობს. სუპერმარკეტში ამ გემრიელ ხილს უკვე ზამთარშიც ისევე მუდმივად ვხედავთ, როგორც ზაფხულში. ეს უნივერსალური პროდუქტი გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე კოსმეტოლოგიასა და ყოფაცხოვრებაში.
არამგონია, ვინმეს აზრად მოუვიდეს, რომ ყვითელი ხილი ოდესმე დეფიციტში იქნება. არადა, ეს სავსებით შესაძლებელია! ჩვენ წავაწყდით ინფორმაციას საშინელი ინფექციის შესახებ – იგი ბანანს ედება. Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, უნდა ველოდოთ თუ არა ბანანის პანდემიას.
ბანანის სეზონი
BBC-ის საინფორმაციო პორტალმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ამბობენ, რომ ბანანს სრული გაქრობა ემუქრება. ამაში ბრალი სოკოს, Tropical Race 4-ს (TR4) მიუძღვის და იგი აქტიურად ვრცელდება მთელ მსოფლიოში.
გამოიცნობთ, რომელ ქვეყანაში დაიწყო ყველაფერი? რაღა თქმა უნდა, ჩინეთში! სულ ცოტა ხნის წინ კი ეს დაავადება სამხრეთ ამერიკაშიც გამოჩნდა, ის კი, სხვათა შორის, მსოფლიოში ბანანის ერთ-ერთი მთავარი მომწოდეველია. დაავადებების გამო, ათასობით პლანტაცია უბრალოდ წყევტს მუშაობას.
სოკო ბოლქვების, წყლის, მიწის მეშვეობით ვრცელდება. დაზიანებული ნიადაგის უმცირესი რაოდენობის ფეხსაცმლით შეტანაა საკმარისი, პლანტაციაზე დაავადება რომ გავრცელდეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ დაინფიცირებულ ნაკვეთს აღსადგენად არანაკლებ 30 წელი სჭირდება.
მსგავსი პრობლემები ბანანზე ფასის ზრდას გამოიწვევს. ჩვენ ხომ არც კი ვუფიქრდებით, რა როლს ასრულებს ეს პროდუქტი მსოფლიო ბაზარზე. მეტიც, აზიისა და აფრიკის მოსახლეობა საკუთარ ცხოვრებას ამ ყვითელი ხილის გარეშე ვერც კი წარმოიდგენს. მათთვის ის ზუსტად ისეთივე ჩვეულებრივია, როგორიც კარტოფილი ან შვრიის ფაფა.
ბანანის სეზონი: პრობლემები
პლანტაციების მუშაკებს დაავადებებით ნამდვილად ვერ გააკვირვებთ, მსგავსი მოვლენა ხომ ადრეც ყოფილა. მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ავსტრალიაში სხვა სოკო – Fusarium oxysporum (TR1) აღმოაჩინეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში კი მსოფლიოს პანამური დაავადება მოედო. მან ბანანის ერთ-ერთი სახეობა, “გროს-მიშელი” მთლიანად გააქრო. ის გაცილებით მცირე ზომის და უფრო გემრიელი იყო, ვიდრე თანამედროვე ბანანი.
ითვლება, რომ ბანანის მოყვანა ამჯერად იმიტომ გართულდება, რომ ყველა სახეობა ერთმანეთის კლონია. ისინი ერთი და იმავე ბოლქვისგან ხელოვნური გზით მიიღეს. თავისი არსით, ბანანს არ შეუძლია ნორმალურად გამრავლება, ადამიანის დახმარების გარეშე. ახლა კი, ადამიანის გამო ზარალდება იგი.
როცა ადამიანებმა ამ კულტურის გამრავლება და მისით ფულის კეთება დაიწყეს, მოთხოვნა სულ უფრო გაიზარდა. ახლა ჩვეულებრივ ბანანს უკვე მისაღები ფასი აქვს. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა გზას გადის პროდუქტი მაღაზიის თაროებამდე.
სწორედ ასეთი გამრავლების გამო გახდა ბანანი დაავადებებისადმი ამდენად მგრძნობიარე. ახლა ახალ სოკოს ყველაზე პოპულარული სახეობის, “კავენდიშის” განადგურება შეუძლია. Tropical Race 4-ს იმ პანამური დაავადების ანალოგსაც უწოდებენ. თუმცა, ჯერ მისი შეჩერების გზები უცნობია.
სანამ ჩვენ სახლებში ვსხედვართ და არაფერზე ვეჭვობთ, ლათინური ამერიკისა და სხვა ქვეყნების ხელისუფლები განგაშის ზარს რეკენ. მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ სოკოს ქიმიკატები ვერ ერევა. იგი კონტაქტური გზით ვრცელდება, მისი სპორები კი ზედაპირებზე წლების განმავლობაში რჩება.
სამწუხაროდ, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ “კავენდიში” განწირულია. კითხვის ნიშნის ქვეშ მხოლოდ დრო დგება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ჯამში კიდევ 10-15 წელი გვაქვს.
გარდა ამისა, ისიც უნდა იცოდეთ, რომ ბანანის უამრავი სახეობა არსებობს. თუ ერთი გაქრება, მეორე გაჩნდება. დიდი ალბათობით, ეს მომწოდებელთა ფასების პოლიტიკაზე არსებით გავლენას მოახდენს. შეიცვლება ნაყოფის ზომაც. ასეა თუ ისე, ჯერ ადრეა წყენა. დარწმუნებული ვარ, თქვენ და თქვენი შვილებიც მოასწრებთ უკვე მშობლიური ეგზოტიკური ხილით პირის ჩატკბარუნებას.