კატაბალახას ფესვები: მოყვანა, ნედლეულის დამზადება და გამოყენების წესი.

686

კატაბალახას თესლს მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. საიდუმლო არაა, რომ თავად მცენარის ლათინური სახელწოდება – სამკურნალო ვალერიანა, მოდის ლათინურ სიტყვა valere-სგან (ჯანმრთელად ყოფნა). Paparazzi.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა მოიყვანოთ იგი ბოსტანში ან ბაღში.

კატაბალახას ფესვი

გაზრდა და მოვლა

კატის ბალახს უყვარს ტენიანი და ჩრდილიანი ადგილები, ნაყოფიერი ნიადაგით. ბუნებაში, ხშირად, ჩანჩქერებთან ახლოს იზრდება. ბოსტანში დარგული სასარგებლო ფესვები მფლობელს დიდებულ სამსახურს უწევს: კოღოებს აფრთხობს. კატაბალახა ივლისში ან ნაადრევ გაზაფხულზე უნდა დარგოთ, ოღონდ ის მეორე წლიდან იწყებს აყვავებას.

შემოდგომაზე მოამზადეთ დასათესი თხრილები (25-30 სმ სიღრმის). გაზაფხილზე კი ნაკლებად ღრმა თხრილებში დათესეთ კატაბალახა და მოაყარეთ თესლს ნეშომპალას თხელი ფენა. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, 2 კვირაში პირველ სიმწვანეს მიიღებთ.

გაზაფხულზე დათესილი თესლით სამკურნალო ნედლეულის პირველ მოსავალს შემოდგომაზე მიიღებთ. ამოთხარეთ ყოველი მეორე მცენარე, დანარჩენი კი გაანოყიერეთ ზამთარში აზოტისა და ფოსფორის შემცველი სასუქით. მომწიფებული თესლი შეგიძლიათ მოჭრათ, გაახმოთ და დათესოთ.

ნედლეულის მომზადება

კატაბალახას ფესვებს ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში ამზადებენ, როცა მცენარე ყვავილობას დაასრულებს, ფოთლები კი გაყვითლებას დაიწყებს.

დაფერთხეთ ფესვები მიწისგან, გარეცხეთ ცივი წყლით და გააშრეთ მზეზე. სქელი ნაჭრები შუაზე გაჭერით. აშრეთ მშრალ, განივაბეად ოთახში, მაგალითად, სხვენში. შემდეგ დააქუცმაცეთ და შეინახეთ ტილოს ტომრებში ან ქაღალდის პაკეტებში.

გამოყენება

ყველამ იცის, რომ კატაბალახას ფესვები დამამშვიდებელი საშუალებაა. თუმცა, გარდა ამისა, მას სისხლძარღვების გამაფართოებელი მოქმედება აქვს, არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, აკონტროლებს ნაწლავების მუშაობას, აქვეითებს მადას და გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.

კატაბალახას ფესვის ნახარშის მოსამზადებლად, 1 დ.კ. დაჭრილ ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ 2-3 წუთით. დააყენეთ 30 წუთით, გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე, 2 ს.კ. დღეში 3-4-ჯერ.

ფესვების ნაყენსაც იმდენივე ნედლეული სჭირდება, რამდენიც ნახარშს. მასაც მდუღარე წყალი უნდა დაასხათ და 45 წუთით დააყენოთ. გადაწურეთ და მიიღეთ ზემოთ მითითებული სქემის მიხედვით. დოზის კორექტირებისთვის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს