ყველაზე სასარგებლო და უგემრიელესი მწვანე ბორშის რეცეპტი

690

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთ ნაწილს სიგიჟემდე უყვარს მწვანე ბორში, დანარჩენებს კი ის უბრალოდ არ გაუსინჯავთ. სპეციალურად მეორე კატეგორიისთვის, Paparazzi.ge-ის რედაქცია დღეს მოყვება, თუ როგორ უნდა მოამზადოთ მწვანე ბორში ახალი ჭინჭრითა და მჟაუნათი.

მწვანე ბორშის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 4 ქათმის ბარკალი
  • 500 გ კარტოფილი
  • 1 სტაფილო
  • 2 თავი ხახვი
  • 60 გ ახალი ჭინჭარი
  • 200 გ ნედლი მჟაუნა
  • 2 კვერცხი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • შავი დაფქული პილპილი და მარილი გემოვნებით
  • 3 მარცვალი სურნელოვანი პილპილი
  • 1 ს.კ. ზეთი
  • ლიმონის წვენი (საჭიროებისამებრ)

მომზადება

  1. ჭინჭარი ადრე გაზაფხულზე უნდა იყოს მომზადებული, სანამ ის ჯერ კიდევ ახალია. მომზადებამდე, დაასხით ფოთლებს მდუღარე წყალი, მისი მსუსხავი ბუსუსები რომ გააუვნებელყოთ.
  2. გააცალეთ ბარკლებს კანი, მოათავსეთ წყლით სავსე ქვაბში და მოხარშეთ. ბულიონში მოათავსეთ 1 მთლიანი თავი ხახვი. წყლის ადუღების შემდეგ, შეამცირეთ ცეცხლი და მოხსენით ქაფი. ხარშეთ კიდევ 20-30 წუთით.
  3. სანამ ხორცი იხარშება, მსხვილად დახეხეთ სტაფილო, ხახვი კი წვრილ კუბებად დაჭერით. გაფრცქვენით და სასურველ ზომაზე დაჭერით კარტოფილიც.
  4. დაასხით ტაფაზე ზეთი და შეწვით ხახვი ოქროსფრამდე. დაუმატეთ სტაფილო და მოურიეთ. შეწვით კიდევ 2 წუთით, დაახურეთ თავსახური და გამორთეთ.
  5. გარეცხეთ ფოთლები და დაჭერით. თუ ჭინჭარი ძალიან ახალია, შეგიძლიათ, მისი ღეროებიც გამოიყენოთ. უფრო ძველი ჭინჭრისგან მხოლოდ ფოთლები გამოიყენეთ.
  6. ამოიღეთ ქვაბიდან ხახვი და ბარკლები, მოათავსეთ ბულიონში კარტოფილი, შემწვარი ბოსტნეული, დაფნის ფოთოლი და პილპილის მარცვლები. გააცალკევეთ ხორცი და ძვლები, დაჭერით სასურველ ზომაზე და ჩააბრუნეთ ქვაბში.
  7. ბოსტნეულს დაუმატეთ ფოთლებიც, მოაყარეთ მარილი და პილპილი. შეგიძლიათ, სასურველი სუნელი დაუმატოთ. ხარშეთ კიდევ 7 წუთით.
  8. ამავდროულად, ცალკე ჭურჭელში კვერცხი მოხარშეთ.
  9. სულ ბოლოს დაუმატეთ ოხრახუში და კამა. გამორთეთ წვნიანი და დააყენეთ 20-30 წუთით.
  10. მიირთვით მწვანე ბორში მოხარშულ კვერცხთან და არაჟანთან ერთად.

მწვანე ბორში იჭმება როგორც ცხელი, ისე ცივი – სწორედ ამიტომ ითვლება ის ზაფხულის წვნიანად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს