როგორ დავაკონსერვოთ პომიდორი, ზამთრისთვის სწორად.

1026

პომიდორი სახლის კონსერვების ერთ-ერთი ფავორიტი მასალაა. ეს ძალიან გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც მრავალ კერძს უხდება. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, როგორ მოხუფოთ პომიდვრები ზამთრისთვის სწორად, სტუმრებმა დიასახლისი რომ შეაქონ და დამატება მოითხოვონ. ჩვენ უკვე ვიცით მარტივი წესები და მათ სიამოვნებით გაგიზიარებთ თქვენც.

პომიდვრის კონსერვი ზამთრისთვის

ეს რჩევები თქვენთვის ნაცნობი იქნება, რადგან ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ვაპირებთ. თუმცა, თუ ამ მარტივ წესებს გულდასმით დაიცავთ, უგემრიელესი პომიდვრის კონსერვი დიდხანს არ მოგაცდენთ. როგორც კი სუფრაზე გაიტანთ, მაშინვე შეგაქებენ!

აირჩიეთ ყურადღებით

თუ ადრე დიდ ყურადღებას არ აქცევდით იმას, თუ როგორ ნაყოფებს აკონსერვებდით, ეს მითი უნდა დაიმსხვრეს. კონსერვისთვის მხოლოდ მწიფე და წვნიანი პომიდვრები უნდა აირჩიოთ. აირჩიეთ პატარა ან საშუალო ზომის ნაყოფები. ასე მათი მირთმევა მარტივი იქნება და ქილებშიც უფრო ესთეტიკურად გამოიყურება.

თითოეული პომიდორი ყურადღებით უნდა დაათვალიეროთ, რათა გამორიცხოთ დაზიანებების, მავნებლების, მწვანე ყუნწების არსებობა. ქილებში მხოლოდ რჩეული ბოსტნეული უნდა მოთავსდეს. ნუ გამოიყენებთ გადამწიფებულ ნაყოფს. დიახ, ისიც შეიძლება იყოს საღი, მაგრამ ორთქლით დამუშავების შემდეგ, დეფორმირდება. მოამზადეთ ასეთი პომიდვრებისგან წვენი – ამისთვის ის ყველაზე შესაფერისი ნაყოფია.

გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა წყალი

თუ არ გინდათ, რომ მოხუფული ქილები უცებ აფეთქდეს, წყალიც სწორად უნდა აირჩიოთ. ის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხიანი პომიდორი. ონკნის წყალი არ გამოდგება. იგი შეიძლება შეიცავდეს მრავალ ბაქტერიეას, რომლებიც, ფერმენტირების პროცესში, მოხუფულ ქილებს გააფუჭებს. ასე უკონსერვოდ დარჩებით.

ამის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ წყაროს ან ჭის წყალი. თუ ამის ფუფუნება არ გაქვთ, შეიძინეთ მაღაზიაში ბოთლებში ჩამოსხმული წყალი.

პომიდორი პირშუშხასთან ერთად

ზოგიერთი დიასახლისი ფიქრობს, რომ პირშუშხას ფესვი მხოლოდ კიტრის მწნილის გემოს აუმჯობესებს. ცდებიან. მცენარე აუმჯობესებს კონსერვის გემოვნურ თვისებებს და მის დიდხანს შენახვაში დაგეხმარებათ. ამისთვის არამხოლოდ ფესვის, არამედ პირშუშხას ფოთლების გამოყენებაც შეგიძლიათ. ოღონდ, სანამ ფოთლებს ქილაში ჩაყრიდეთ, კარგად დაჟეჟეთ.

ნუ იტყვით პირშუშხაზე, როგორც კონსერვაციის ელემენტზე, უარს. ნივთიერებები, რომლებსაც ეს მცენარე შეიცავს, გამოყენებულ წყალს აუვნებელყოფს. სხვათა შორის, ნაყიდი პირშუშხა, რომელსაც მიირთმევენ, სახლშიც მარტივად გაკეთდება. უბრალოდ დახეხეთ პირშუშხას ფესვი წვრილად და დაუმატეთ ჭარხლის ცოტაოდენი წვენი. ოღონდ, ეს ღია ფანჯრის გვერდით ან ღია სივრცეში უნდა გააკეთოთ. პირშუშხა ხახვზე უარესად აგატირებთ.

ბოსტნეული რამდენჯერმე გარეცხეთ

და არამხოლოდ ბოსტნეული. ეს რჩევა ეხება ყველაფერს, რასაც ქილაში მოათავსებთ. პომიდვრები, პირშუშხას თუ მოცხრის ფოთლები საგულდაგულო დათვალიერებასა და ხარისხიან რეცხვას მოითხოვს. ამ პროცესში საბოლოოდ უნდა მოაშოროთ ყველა დაჭეჭყილი, დაბეჟილი, დამჭკნარი ნაყოფები. დარწმუნდით, რომ ქილაში არ მოხვდეს ჭუჭყი, წვრილი მავნებლები და მსგავსი ნაგავი.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ არამხოლოდ ბოსნტეულის სისუფთავეს, არამედ შუშის ჭურჭელსაც: მას დეზინფექცია უსათუოდ ესაჭიროება – ან ორთქლით უნდა დამუშავდეს, ან მდუღარე წყლით. რა თქმა უნდა, რამდენჯერმე. ორთქლის გამოყენების შემდეგ, ქილები უნდა ჩააბრუნოთ და დაელოდოთ სითხის დაწრეტას. ეს მარტივი მანიპულაციები ქილაში მავნე ბაქტერიების მოხვედრას შეუშლის ხელს და პომიდორს უფრო დიდხანს შეინახავს.

ასეთი უბრალო წესები პომიდვრის საზამთროდ გადანახვაში დაგეხმარებათ. წარმოიდგინეთ, როგორ იკავებს ეს გემრიელი საზაფხულო ბოსტნეული საპატიო ადგილს სადღესასწაულო სუფრაზე. ვიტამინების ნაღმი ოჯახის ნებისმიერ წევრს გაავსებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს