ცოლად მდიდარს გავყევი, მაგრამ ბედნიერება ჯერაც ვერ შევიცანი

759

მართალს ამბობენ, რომ ლამაზი კი არა, ბედნიერ ვარსკვლავზე უდნა დაიბადო. ბედნიერება ჩვენთან რის მიხედვით იზომება? დიახ, ფულის. ამიტომაა ხალხში გავრცელებული მოსაზრება, რომ მდიდრულად ცხოვრება აპრიორი ბედნიერებას ნიშნავს. კი, აბა რა. ნუ დაიწყებთ წუწუნს, ნეტა მდიდრების ადგილას ვიყოო. მათაც აქვთ პრობლემები!

ისტორია, რომელსაც Paparazzi.ge-ის რედაქცია ამ სტატიაში გთავაზობთ, სამაგალითოა. ის ნათლად გვიჩვენებს, რომ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ჩანს. რა თქმა უნდა, იმდენი აზრია, რამდენიც ადამიანი. როგორც არ უნდა იყოს, ადამაინი სოციალური არსებაა. ჩვენი ამბის გმირი კი ნამდვილ ტყვედ იქცა.

მდიდრულად ცხოვრება

არც ისე დიდი ხნის წინ, უზრუნველი გოგონა ვიყავი. არც ფული მადარდებდა და არც მომავლის ოცნებებს ვაშენებდი. უნივერსიტეტი ახალდამთავრებული მქონდა და სამსახურს ვეძებდი. ქორწილზე და, მით უმეტეს, ბავშვზე ფიქრით თავს არ ვიწუხებდი, ცხოვრება მის ნებაზე მყავდა მიშვებული.

ცხოვრებამაც არ დააყოვნა! ეს 3 წლის წინ მოხდა – ასეთივე თბილი პერიოდი იყო. მე და ჩემი დაქალი სანაპიროს ფეხით მივუყვებოდით და უცებ ის გამოჩნდა. გარეგნულად ჩვეულებრივი ბიჭი იყო, კაფეში დაგვპატიჟა, ნაყინით გაგვიმასპინძლდა, სახლამდე მიგვაცილა. ჩვეულებრივად იქცეოდა, ხეპრე ან უტუხი არ ყოფილა. ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა.

რამდენიმე დღეში დამირეკა და ლამაზი თაყვანისცემის ლამაზი პერიოდი დაიწყო. ყველაფერი იყო: ყვავილები, რომანტიკული ვახშმები და მოკლე მოგზაურობები. ნახევარ წელიწადში ხელი მთხოვა და ბრილიანტიანი ბეჭედი მაჩუქა. ნუთუ, ღარიბი ოჯახის შვილი არ აჰყვებოდა ასეთ ბიჭთან ცხოვრების გატარების ცდუნებას?

ქორწილი

ჯერ კიდევ ჩემი მომავალი ქმრის თაყვანისმცემლობის პერიოდში მივხვდი, რომ ის ღარიბი არ იყო. ერთად საჯირითოდ მივდიოდით, იახტითაც გავისეირნეთ, ძვირადღირებულ რესტორნებში ვვახშმობდით. პირველად მასთან ერთად გავცდი ქვეყნის საზღვრებს და მანქანის ტარება ვისწავლე. ღირს კი იმის თქმა, რომ მორცხვ გოგოს შეეშინდა ბედნიერების დაფრთხობა?

უნდა გენახათ ჩემი ნათესავების თვალები, რომლებიც ქორწილზე მოვიდნენ. ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ ყველა დამეპატიჟებინა, ნაწყენი რომ არავინ დარჩენილიყო. თავისთავად, ყველა ხარჯი თავის თავზე აიღო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა მშობლებმა სცადეს მონაწილეობის მიღება. მან ორგანიზატორები დაიქირავა და ყველაფერი თვითონ დაგეგმა. ძალიან ლამაზი ქორწილი გამოვიდა.

ქორწილის შემდეგაც არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს. იყო ერთი გოგო, რომლის ერთადერთ სიმდიდრეს ლურჯი თვალები და ლამაზი სახე წარმოადგენდა, უცებ კი სოციალური ლიფტი გამოჩნდა, რომელმაც ცაში ამიტაცა. მეჩვენებოდა, რომ ღრუბლებზე დავფრინავდი. ნაადრევად მიხაროდა.

სიმდიდრეში ცხოვრება

როგორც კი ოფიციალური ცოლი გავხდი, ქმარი მთლიანად გადაერთო სამსახურზე. მას ძალიან მდიდარი ოჯახი ჰყავს. ვერ ვიტყვი, რომ არ მიმიღეს, მაგრამ არც ბოლომდე მიმიღეს. ჩემზე დაქორწინების წინააღმდეგი არ ყოფილან, თუმცა, როგორც ვხვდები, არც ძალიან მოეწონათ მათი ვაჟის რჩეული. მას მართლა ბევრი საზრუნავი ჰქონდა. მოკლედ, ქმარი იმდენ ყურადღებას ვეღარ მითმობდა, როგორც ადრე.

გარდა ამისა, მან მთხოვა, რომ მის გარეშე არ შევხვედროდი მეგობრებს, არადა ამის დრო არასდროს ჰქონდა. დილით საქმეებზე მიდიოდა, საკმაოდ გვიან ბრუნდებოდა და დასვენება უნდოდა. მე სახლის საქმეებით ვიყავი დაკავებული, საჭმელს ვაკეთებდი და ვვარჯიშობდი. მას უნდა, რომ სულ მოვლილი და ლამაზი ვიყო.

ჩემი გართობა მხოლოდ მშობლებთან შეხვედრით და, იშვიათად, ზემოხსენებულ დაქალთან ერთად ყავის დალევით შემოიფარგლებოდა. დანარჩენის უფლებას ქმარი არ მაძლევდა. ჰოდა, 2.5 წლის შემდეგ, თავს მარტოხელად ვგრძნობ. ოქროს გალიაში გამომწყვდეულ ჩიტს ვგავარ. ჩემი მდიდრული და ლამაზი ცხოვრება რუტინად იქცა.

მგონია, რომ ქმარს ჩემი საერთოდ არ ესმის. ვგრძნობ, რომ სახლში ვბერდები, მანამდე ხომ ძალიან აქტიური ვიყავი. ამაზე ვილაპარაკეთ, ქმარი ცდილობს, მასიამოვნოს: მჩუქნის საჩუქრებს, მაგრამ რესტორანში წასასვლელად დრო არ რჩება. ამბობს, რომ საქმეები მოემატა, მათ კი ვერავის ანდობს. იმედით მიყურებს, მე მეშინია.”

რედაქციისგან

იქნებ, გოგონა რაღაცას ბოლომდე არ ამბობს, თუმცა, მისი სულის გამოძახილი გვესმის. სულ ცოტა ხნის წინ, მას თუნდაც შეუმჩნეველი, თუმცა უზრუნველი ცხოვრება ჰქონდა. ახლა კი ისეთ პირობებში აღმოჩნდა, სადაც თავს ვერასდროს წარმოიდგენდა. მხოლოდ ქმართან აქვს კონტაქტი. ვიღაცისთვის ეს ნაცნობი სიტუაცია იქნება. თქვენ როგორ ფიქრობთ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს