საბჭოთა ბავშვობის უბრალო და სასარგებლო პროდუქტი, რომელიც ყველას გვენატრება

2595

ბავშვობაში, ყოველ ზაფხულს ბებიასთან ვატარებდი. იქ ცუდად გახდომამდე ვჭამდი კენკრასა და ხილს, პირდაპირ ტოტებიდან, ვსვამდი სახლის რძეს, ბევრს ვსეირნობდი, მდინარეში ვბანაობდი. ახლა ვიხსენებ და ცრემლებს ვერ ვიკავებ. რა მარტივი და სასარგებლო პროდუქტებისგან შედგებოდა ჩემი რაციონი!

ჰოდა, ცოტა ხნის წინ, ჩემმა დაქალმა ჯანსაღი საკვების ბარში დამპატიჟა. სასმელების მენიუში რომ ჩავიხედე, კომბუჩას წავაწყდი. ეს ხომ ის კარგად ნაცნობი ჩაის სოკოა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ბავშვობის უბრალო და სასარგებლო პროდუქტი ახლა მოდის მწვერვალზეა.

რა არის პრობიოტიკები და როგორ მივიღოთ ისინი

პრობიოტიკები, იგივე “კარგი” ბაქტერიები ცოცხალი მიკროორგანიზმები გახლავთ, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ცხოვრობენ. “ცუდ” ბაქტერიებთან ერთად, ისინი ნაწლავური მიკრობიომის ნაწილს წარმოადგენენ.

ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომი ადამიანის იმუნურ სისტემას აძლიერებს, არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, რაც გულის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, აგრეთვე, გავლენას ახდენს სხვა მრავალ ფაქტორზეც.

5 პროდუქტი ბავშვობიდან, რომლებიც პრობიოტიკებს შეიცავს

  • ჩაის სოკო, იგივე კომბუჩა: თანამედროვე ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის საკმაოდ ცნობილი, ახლანდელი სახელწოდებაა. სასმელი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ანტიოქსიდანტებსა და პრობიოტიკებს. მას ნაწლავის ჯანმრთელობაზე უდიდესი დადებითი გავლენა აქვს.
  • კომბოსტოს მწნილი: გარდა იმისა, რომ ეს კონსერვი ხორცს ძალიან უხდება, მწნილი პრობიოტიკების ძვირფასი წყაროა.
  • კიტრის მწნილი: პროდუქტი მდიდარია А, В, და PP ვიტამინებით. მისი მირთმევით, თქვენ მიიღებთ იოდს, ფოსფორს, ნატრიუმს, მაგნიუმსა და რკინას. გარდა ამისა, კიტრის მწნილი შეიცავს საკმაო რაოდენობით პრობიოტიკებს, რომლებიც ნაწლავების მუშაობას აუმჯობესებს.
  • რიაჟენკა: ზოგადად, რძემჟავის ნებისმიერი პროდუქტი (არაჟანი, მაწონი, კეფირი, აირანი) სასარგებლოა. თუმცა, ჩემთვის ბავშვობა რიაჟენკასთან და ბებიას მომზადებულ ღვეზელებთან ასოცირდება. ნოყიერი საუზმე მუცელში სიმძიმის შეგრძნების გარეშე.
  • ბურახი: კიდევ ერთი უბრალო, მაგრამ ძალიან სასარგებლო სასმელი ნაწლავებისთვის – საფუვრის ბურახი. ნატურალური პროდუქტი რომ მიიღოთ, მოამზადეთ იგი თქვენ თვითონ.

ხანდახან გვგონია, რომ ადრე პროდუქტები უფრო გემრიელი და ხარისხიანი იყო. დეფიციტის მიუხედავად, ბავშვები ყოველთვის მაძღარი იყვნენ და ცხოვრებასაც უფრო მეტი ხალისი ჰქონდა. შეგვახსენეთ, კიდევ რომელი სასარგებლო პროდუქტი იყო ჩვენი ბავშვობის რაციონში? თქვენ რომელი გენატრებათ ყველაზე მეტად?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს