ჩემმა დაქალმა ახალგაზრდა საყვარელი გაიჩინა. მისმა ქმარმა ღალატის შესახებ გაიგო და… აპატია. თუმცა, ქეთი დროულად არ გაჩერდა და ურთიერთობა გააგრძელა. მეორე დარტყმა ქმარმა ვერ გადაიტანა და განქორწინება გადაწყვიტა.
ქმარმა ღალატის შესახებ გაიგო
ამ სიტუაციაში ჩემი დაქალის გამართლება რთულია. მეუღლის ღალატი იშვიათობა სულაც არაა. უჩვეულო უბრალოდ ისაა, რომ ქმარმა ცოლს პირველ ჯერზე აპატია. ეს ქებას იმსახურებს და, რა თქმა უნდა, განქორწინების სურვილიც სავსებით კანონზომიერია.
რა უნდა ვურჩიოთ ქეთის ამ სიტუაციაში? ალბათ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში გარკვევა. თუ მან ქმრის ღალატი მას შემდეგაც გააგრძელა, რაც მან გაიგო, რომ ღალატობდა, დიდი ალბათობით, ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდათ. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა აკლდა ქეთის და რამ უბიძგა მსგავსი ქცევისკენ.
იქნებ, საქმე ისაა, რომ პარტნიორი თავიდანვე არასწორად აირჩია. მაგალითად, ქალი, რომელიც ბავშვობიდან უპასუხისმგებლო მამისგან იყო ნაწყენი, ირჩევს მსგავს ქმარს. ეს საკმაოდ ხშირად ხდება. ჩვენი ფსიქიკა მიდრეკილია სიტუაციების განმეორებისკენ, მაშინაც კი, თუ ისინი ოდესღაც უბედურად გვაგრძნობინებდნენ თავს.
როცა პარტნიორი არ შეგვეფერება და ამას დიდხანს ვითმენთ, ადრე თუ გვიან, მთელი ნეგატივი და შეკავებული გრძნობები გარეთ გამოფეთქავს. მაშინ კი პარტნიორს, რომელიც არაფერ შუაშია, ყოველგვარი უსიამოვნებები დაატყდება თავს. ეს შეიძლება იყოს სკანდალი, ღალატი და ურთიერთობაში მუდმივი პრობლემები.
ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების აწონ-დაწონა, სანამ ადამიანთან სერიოზულ ურთიერთობას გააბამთ. თუ ეს უკვე გააკეთეთ, მაგრამ მიხვდით, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ, გაესაუბრეთ საყვარელ ადამიანს. აუხსენით სიტუაცია და ეცადეთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ გული არ ატკინოთ.
თუ გრძნობთ, რომ ძალა გეცლებათ, სასირცხო არაფერია იმაში, რომ სპეციალისტს მიმართოთ. ოჯახის ფსიქოლოგებს არაერთი ურთიერთობა გადაურჩენიათ. მაგრამ ყველას არ შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმა. ხანდახან, დასაწყისისთვის, ჩვეულებრივ თერაპევტთან მისვლა და მასთან პირდაპირ საუბარი საკმარისია.
რედაქციისგან
ქეთის ვურჩიე, ეს სიტუაცია მიეღო და აღარ ეცადა ქმრის შენარჩუნება. ეს შეუძლებელია, მან ხომ უკვე ატკინა გული ადამიანს, თანაც ორჯერ. ასეთი საქციელის პატიება შეუძლებელია. სჯობს, ცხოვრება და ფსიქიკა მოიწესრიგოს, გარემოებები გაითვალისწინოს. მოსახდენი უკვე მოხდა, ახლა კი დროა, შედეგები პარტნიორისთვის ნაკლებად მტკივნეული გახადოს.