რა დავუმატოთ კიტრის მწნილს, მარილხსნარი ცრემლებივით გამჭვირვალე რომ იყოს

6683

ძნელია წარმოვიდგინოთ სადღესასწაულო სუფრა ხრაშუნა დამარინადებული კიტრის გარეშე!დღევანდელ სტატიაში paparazzi-ს რედაქცია მოგიყვებათ კიტრის მწნილის საუკეთესო რეცეპტს და განვიხილავთ მთავარ შეცდომებს,რომლებსაც უშვებენ კიტრის დაკონსერვებისას.

კიტრის მწნილის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 0,6 კგ კიტრი
  • 1ლ წყალი
  • 200გ შაქარი
  • 35გ ქვის მარილი
  • 200მლ ძმარი
  • მოცხარის ფოთლები
  • პირშუშხას ფოთლები
  • კამის ქოლგები
  • 3 კბილი ნიორი
  • შავი წიწაკის მარცვლები
  • ბაჰარის მარცვლები

მომზადების წესი

  1. პირველ რიგში გარეცხეთ კიტრი და 2 საათით დაალბეთ ცივ წყალში. ამის შემდეგ ვიწყებთ ქილების სტერილიზაციას.
  2. შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ მარინადის მომზადებას. წყალში გახსენით მარილი და შაქარი და დაიწყეთ მოდუღება. შემდეგ მდუღარე წყალში დაამატეთ ძმარი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ 5 წუთით.ამ დროში შეგიძლიათ მოასწროთ ქილებში მოცხარის, პირშუშხას, ნივრის და კამის ქოლგების ჩაწყობა, ასევე არ დაგავიწყდეთ შავი და ბაჰარის წიწაკის მარცვლების დამატება.
  3. ბოლოს ვაწყობთ  კიტრს და მდუღარე მარილხსნარს ვასხამთ ქილებში. ამის შემდეგ საჭიროა უკვე სავსე ქილების სტერილიზაცია 20 წუთის განმავლობაში და დაგვრჩება მხოლოდღა ქილების მოხუფვა.

შეცდომები კიტრის დამწნილებისას

  • ყველაზე დიდი შეცდომა რაც შეიძლება ამ დროს დაუშვათ-არის კიტრის ჩალაგება ბინძურ ქილებში. ბევრი თავს არიდებს მათ გამორეცხვას და სტერილიზაციას. ეს კი იწვევს ბაქტერიების გამრავლებას და ქილების გასკდომას.
  • მეორე დიდი შეცდომაა-მარილხსნარის მომზადება ონკანის წყლით,ამისთვის ჯობს გამოიყენოთ ნაკადულის ან ჭის წყალი. ასეთი წყალი კიტრის წინასწარი დალბობისთვისაც საუკეთესო ვარიანტია.
  • გავრცელებული შეცდომაა-ქილის გადაბრუნების უგულებელყოფა კონსერვაციის დროს. ამის გამო თავსახური მჭიდროდ ვერ ემაგრება ქილას და მის ქვეშ გროვდება ჰაერი. შედეგად კი მწნილი მალევე გაფუჭდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ თითოეულ კონსერვაციას აქვს თავისი ვარგისიანობის ვადა, კიტრის შემთვევაში ეს 1 ან 2 წელია. ამგვარად, მათი მარკირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ეტაპია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს