სტუმრებს პირდაპირ ვკითხე, რა არ მოეწონათ ჩემს მომზადებულ ბორშში

656

რატომ უნდა ამოთქვათ საკუთარი გრძნობები, არ შემოინახოთ წყენა გულში? Paparazzi.ge-ის რედაქცია ფიქრობს, რომ ამ კითხვაზე არაფერი გასცემს იმაზე უკეთ პასუხს, ვიდრე ცხოვრებისეული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ წააჩხუბა დაგროვილმა წყენამ ახლო ნათესავები ერთმანეთს. ზედმეტი სიტყვების ნაცვლად, პირდაპირ ამბავზე გადავალთ.

შემონახული წყენა

“ცოტა ხნის წინ, ჩვენს ოჯახში სასიხარულო ამბავი მოხდა – შვილი შეგვეძინა. დრო რომ მოვიდა, ნათლობაზე დავპატიჟეთ ყველა ნათესავი, გრანდიოზული დღესასწაული მოვაწყეთ. ნათლობის შემდეგ კი, ჩემი მაზლი და შილი ჩვენთან დარჩნენ. ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა, ამიტომ სტუმრების ჩვენთან ყოფნა გვიხაროდა.

მათ მოსვლამდე, მე და დედაჩემმა უამრავი კერძი მოვამზადეთ, ნათესავებისთვის პატივი რომ გვეცა. თუმცა, მათ უარი თქვეს ჩვენთან ვახშმობაზე, მხოლოდ ჩაი დალიეს და წავიდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩვენთან ჭამის ნაცვლად, სტუმრებმა უახლოეს სწრაფი კვების ობიექტში მიირთვეს. 

ამან გული მატკინა. მეორე დღეს გადავწყვიტე, შილთან დამერეკა და მეკითხა, რა ხდებოდა. მან მოკლედ მიპასუხა, თურმე, უბრალოდ არ უნდოდათ ჩვენთან ჭამა. მისმა სიტყვებმა გამაკვირვა, მაგრამ ასეთმა პასუხმა ოდნავ დამამშვიდა კიდევაც.

ამ შემთხვევიდან 1 კვირაში, ჩემს ქმარს შემთხვევით წამოსცდა, რომ მისი ძმის ცოლი ჩემზე ნაწყენია, ამიტომაც არ ივახშმა ჩვენთან ნათლობის დღეს.

მაშინ, როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით, მაზლთან ვიყავით სტუმრად და ვცდილობდი, რომ ბევრი არ მეჭამა. იმ დროს დიეტას ვიცავდი, ფორმა რომ არ დამეკარგა. შილი კი ზედმეტად ცხიმიან კერძებს ამზადებდა.

რა თქმა უნდა, მისი კერძები არ გამიკრიტიკებია. უბრალოდ ვამბობდი, რომ არ მშიოდა. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ამით დიასახლისს ასე გავაბრაზებდი. არ მესმის რატომ არ მითხრა პირადად… ნუთუ, იმ მომენტიდანაა ჩემზე გაბრაზებული? მე კიდევ ვფიქრობდი, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდა. რთულია იმის აღიარება, რომ ახლობელი ადამიანები ასეთი ორპირები არიან ხოლმე. შეხვედრის დროს სახეზე ღიმილი აკერია, თვალებს მიღმა კი უძველეს წყენას ინახავს.”

როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლებოდა ამ კონფლიქტის გადაჭრა? ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ? გაგვიხარდება, თუ კომენტარებში თქვენს აზრებს გაგვანდობთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს