ბოსტნეულის ხემსი ძალიან დროულია, როცა კონკრეტულად არაფრის ჭამა გინდათ, მაგრამ გშიათ. ამ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ მოამზადოთ მწვანე ლობიო. მისი შენახვა შეიძლება საყინულეში და ის არ გაფუჭდება.
ეს კერძი თურქული “აქცენტითაა”. არ შეგეშინდეთ გამოიყენოთ თქვენი საყვარელი სანელებლები. ინგრედიენტების სიმცირის გამო,მზადების პროცესშივე შეგიძლიათ შეცვალოთ ამ კერძის გემო, ის გამოდის ძალიან გემრიელი და არომატული.
როგორ მზადდება მწვანე ლობიო
ინგრეიენტები:
- 1კგ მწვანე ლობიო
- წყალი
- 750-1000გ პომიდორი
- ხახვი,ნიორი
- სანელებლები
- 1 ს.კ მარილი
- 1 ჩ.კ შაქარი
მომზადების წესი:
- კერძის მთავარი ინგრედიენტია-მწვანე ლობიო. თურქები მომზადებისას იყენებენ როგორც ლობიოს თესლს, ასევე ჩენჩოს. ჩენჩოებს კიდე მოაჭერით და გადაყარეთ,ის რამდენიმე ნაწილად გაყავით და წყლით სავსე თასში ჩაყარეთ. არ შეგეშინდეთ,თუ თესლები გადმოცვივა.
- აიღეთ საკმაოდ წვნიანი ჯიშის პომიდვრის ჯიშები,დააქუცმაცეთ ისინი ბლენდერში. მათი კონსისტენცია წვრილად დაჭრილი პომიდვრისას უნდა ჰგავდეს.
- მოათავსეთ დაქუცმაცებული პომიდვრის მასა ქვაბის ფსკერზე,მის ზემოთ კი- ლობიო. დაუმატეთ მარილი,შაქარი და საყვარელი სანელებლები. თუ გსურთ უფრო თხევადი კონსისტენციის მიღება, შეგიძლიათ ცოტაოდენი წყალი დაამატოთ. ქვაბი დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ 50-60 წუთი. ხშირად მოურიეთ, რათა ფსკერზე პროდუქტები არ მიიწვას.
- კერძი მზადაა. უკვე შეგიძლიათ მიირთვათ,თუმცა ჯობს გადაანაწილოთ ის პოლიეთილენის პაკეტებში და გაყინოთ. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მისი გაცხელება და მიართვათ სტმუმრებს გარნირად ხორცთან,თევზთან ან როგორც დამოუკიდებელი ხემსი.
ყურადღებიანი მკითხველი იკითხავს,თუ რა საჭიროა ხახვი და ნიორი. როცა ლობიოს გაცხელება მოგინდებათ,თურქების მსგავსად შეგიძლიათ ისინი გამოიყენოთ გემოს გასაძლიერებლად:ხახვის რგოლები და დაქუცმაცებული ნიორი მოწვით მზესუმზირის ზეთში და დაუმატეთ მზა კერძს.
ეს 2 მარტივი ინგრედიენტი ხემსს გაცილებით გემრიელს გახდის, ხორცი არც კი გაგახსენდებათ. ფრთხილად იყავით, არსებობს ვეგეტარიანელად გარდაქმნის რისკი, თუნდაც რამდენიმე საათით! ეს თურქული ხემსი ნადვილად ღირს გაწეულ შრომად.