ქვრივის ისტორია რომელიც ფულს დედამთილისგან ითხოვს.

1158

საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ორ ბავშვთან ერთად მარტო დარჩენა ცხოვრების ყველაზე საშნელი სცენარია. ანასტასია-ახალგაზრდა ქვრივია, რომელიც მეუღლის ბინაში ორ შვილთან ერთად მარტოდმარტო დარჩა. სხვაგან წასასვლელი არ აქვს. ქმრის მშობლები შეძლებულები არიან და ყველანაირად ეხმარებიან, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი.აი რას ფიქრობს ამასთან დაკავშრებით მისი დედამთილი:

“მესამე წელია,რაც ერთადერთი ვაჟი გარდამეცვალა. ანასტასია დარჩა ბინაში,რომელიც თენგოს დაქორწინების შემდეგ ვაჩუქეთ. მეუღლესთან ერთად დავაგროვეთ თანხა,რათა უზრუნველი სიბერე გვქონოდა.ჩვენ გვესმოდა,რომ უმუშევარ პატარძალს დახმარება დასჭირდებოდა,მაგრამ ის უკვე თავზე დაგვაჯდა.

ახალგაზრდა ქვრივი

“ახლა ტასო ჩემი და ჩემი ქმრის ხარჯზე ცხოვრობს. მან გადაწყვიტა,რომ ამიერიდან ეს ჩვენი მოვალეობაა-მისი და შვილების ფინანსური უზრუნველყოფა და ყველაფერში მათი დახმარება. თენგომ ტასო მას შემდეგ მოიყვანა ცოლად, რაც ის დაორსულდა. ის ამ დროს 22 წლის იყო, პატარძალი კი-20. პირველ რიგში,ახალგაზრდა წყვილს ბინა შევუძინეთ.

დეკრეტის დასრულების შემდეგ შევიტყვეთ,რომ ტასო მეორე ბავშვს ელოდებოდა. ამას იმის ნათელსაყოფად ვამბობ,რომ ამ გოგონას მთელი შეგნებული სიცოცხლე ჩვენ ვარჩენდით. როცა თენგო გარდაიცვალა,ტასომ გადაწყვიტა, რომ მათ ოჯახზე ისევ ჩვენ უნდა გვეზრუნა, რადგან ორი შვილიშვილი გვყავდა.მე მესმოდა,რომ რძალი საარსებო წყაროს გარეშე დარჩა ორ ბავშვთან ერთად და ვაგრძელლებდით მათ დახმარებას.

როცა ბავშვები წამოიზარდნენ,მეგონა ტასო ჭკუაზე მოეგებოდა და სადმე დაიწყებდა მუშაობას,რამდენიმე ვარიანტი შევთვაზე კიდეც,მაგრამ ის უარზე იდგა. რძალი აგრძელებს სახლში ყოფნას ,რადგან ბავშვები მუდმივად გრძნობენ ცუდად თავს და არ დადიან ბაღში.”

შვილიშვილების სიყვარული

“ტასო ამ წლების განმავლობაში ტიროდა,თუ როგორ უმძმიმდა ცხოვრება თენგოს გარეშე და ამბობდა,რომ მარტოხელა დედას არ ჰქონდა ფული შვილებისთვის აუცილებელი ნივთების საყიდლად. იმდენი ხანია მის ჩივილს ვისმენ,რომ თავს დამნაშავედ ვთვლი და მგონია მისი რაიმე მმართებს. ახალგაზრდა ოჯახს მამის გარეშე ,რასაკვირველია, უჭირს, მეც ვფიქრობ ჩემი შვილიშვილების მომავალზე და ვჯავრობ, როგორ იქნებიან ისინი ჩემი გარდაცვალების შემდეგ.

თავდაპირველად ტასოს ყველა სურვილს ვუსრულებდი, შემდეგ გადავწყვიტე შვილიშვილები დამოუკიდებლად წამეყვანა და ყველაფერი მეყიდა რაც სჭირდებოდათ,რძლის ახირებებს ყურადღებას არ ვაქცევდი. მათ კომუნალურ გადასახადებსაც მე და ჩემი მეუღლე ვფარავთ.

ყოველ შაბათ-კვირას ბავშვები ჩვენთან მოჰყავს,თითონ კი სადღაც უჩინარდება. შეიძლება ახალი კაცი გაიჩინა და გვიმალავს,რომ ისევ ჩვენს კისერზე იყოს.აღარც ვიცი, რა ვიფიქრო. მინდა ეს ყველაფერი დავასრულო, მაგრამ მეშინია,მე და ჩემს მეუღლეს შვილიშვილებთან ურთიერთობა არ აგვიკრძალოს.”

რედაქციისგან

ადამიანს, რომელსაც არასოდეს უმუშავია, ძნელი აიძულო დასაქმდეს. ტასოს დედამთილი ძალიან კეთილი ქალია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. დროა შეწყვიტოს რძლის დაკრულზე სიარული და აუხსნას, რომ საკუთარ თავს თავად უნდა მიხედოს. ტასოს აკლია პასუხისმგებლობა, ის შეეჩვია, რომ ქმარი არჩენდა და ახლა ეს ვალდებულება დედამთილს დააკისრა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს