დადგა ბავშვობის ნოსტალგიური დესერტის,მარწყვის “საზაფხულო ექსტაზის” დრო

109

ზაფხულის დასაწყისი-კენკრის მომწიფების სეზონია. ბევრ ადამიანს აგარაკზე აქვს მოშენებული მარწყვი- ივნისში ზრდასრულების და ბავშვების უსაყვარლესი ნუგბარი. უხვი მოსავლის შემთხვევაში ადამიანი ფიქრობს, თუ რა მოამზადოს. თუ არ იცით,გთავაზობთ მსუბუქი დესერტის “ზაფხულის ექსტაზის” რეცეპტს. მას საოცარი გემო და მარტივი მომზადების წესი აქვს.

რა მოვამზადოთ მარწყვისგან?

ამ ჰაეროვანი დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 3 ინგრედიენტი. მომზადების პროცესი საოცრად მარტივია.

ინგრედიენტები:

  • 250გ მარწყვი
  • 60გ შაქარი
  • 2 კვერცხის ცილი

მომზადება

  1. კარგად გარეცხეთ მარწყვი,მოაწყვიტეთ ყუნწები. თუ დიდი ზომისაა,რამდენიმე ნაწილად გაყავით.
  2. დაჭრილი მარწყვი 2 საათით მოათავსეთ საყინულეში.
  3. ქვაბში ჩაასხით წყალი და აადუღეთ,ადუღების შემდეგ კი დაუკელით ცეცხლს.კვერცხის ცილას დაუმაეთ შაქარი და თასით დადგით ქვაბის თავზე.
  4. კვერცხის ცილას მუდმივად ურიეთ,რათა არ მოიხარშოს,შაქარი ბოლომდე უნდა გალღვეს.
  5. როცა ცილა ორთქლს გამოუშვებს,დროა ცეცხლიდან ჩამოდგათ და გააგრილოთ ოთახის ტემპერატურაზე.შეგიძლიათ ცოტა ხნით მაცივარში მოათავსოთ.
  6. გაყინული მარწყვი გადაიტანეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ.
  7. მარწყვს დაუმატეთ შაქრიანი ცილა და ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთის განმავლობაში. მასა თქვენს თვალწინ გაღიავდება და გაიზრდება მოცულობაში.

გამოდის ნაზი და მსუბუქი მარწყვის რეცეპტი. ბავშვებს უცილობლად მოეწონებათ და დამატებას მოითხოვენ. ეს მუსი ნაყიდი ნაყინის საუკეთესო ალტერნატივა გახდება. მარწყვის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სხვა კენკრა ან ხილი.

ვიდრე მიირთმევთ, თავზე შეგიძლიათ მოახეხოთ შოკოლადი,მორთოთ მარწყვით ან სხვა კენკრით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს