როგორ გავხადოთ ნიადაგი უფრო მოსავლიანი: 9 რჩევა, რომელიც მოქმედებს.

1423

მიწის პრობლემებმა შეიძლება მთელი მოსავალი გააფუჭოს. იმდენი რამ არის გასათვალისწინებელი! თესლის და ჩითილების გამოზრდა, მორწყვის რეჟიმი, განოყიერება. დამეთანხმებით, მიწის ხარისხი მთავარი რამ არის კარგი მოსავლის მისაღებად. იმისათვის, რომ ზუსტად იცოდეთ გაიზრდება თუ არა ჯანსაღი და ლამაზი მცენარე, არსებობს პირველადი საგანგაშო ნიშნები. მოდით, გავერკვეთ, თუ რა პრობლემები გვხვდება ყველაზე ხშირად და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას.

ნიადაგის ყველაზე გავრცელებული პრობლემები

  • ნაყოფიერი ფენის გათხელება – ეს პრობლემა ჩნდება მაშინ, თუ მიწაზე ზედიზედ ბევრჯერ არის მოყვანილი ზედა ფესვიანი კულტურები. უკონტროლო კვებაც ნეგატიურად მოქმედებს მიწის ზედა ფენაზე. ამის გამოსასწორებლად შეიტანეთ ნიადაგში კომპოსტი. დაგჭირდებათ დაახლოებით 3 სათლი 1 კვადრატულ მეტრზე. ეს მეთოდი გადაარჩენს გამოფიტულ მიწას. ასევე კარგია სიდერატები.
  • ჩამოშლილი ნიადაგი – ამ პრობლემის გამოსწორება რთულია, მაგრამ შესაძლებელი. ამისათვის საკმარისია დათესოთ ტრადიციული კულტურები – ყაბაყი, პომიდორი, კიტრი – განოყიერების და მულჩირების გარეშე. ან შეგიძლიათ შეიტანოთ კომპოსტი 10 სანტიმეტრის ქვემოთ და გაუკეთეთ მულჩირება ბალახით, თივით, სარეველებით.
  • ზედმეტად მკვრივი ნიადაგი – თუ მიწა დამძიმდა და გამკვრივდა, ეს ნიშნავს რომ არასწორად გააფხვიერეთ. ღრმად დახვნის გამო ზედაპირზე ამოდის თიხანარევი ნიადაგი და წვიმის შემდეგ მიიღებთ მიწას გაუხეშებული ქერქით. ამის გამოსასწორებლად დაამატეთ მიწას ქვიშა – 1 სათლი კვადრატულ მეტრზე. მოამრავლეთ ჭიაყელები.
  • მჟავე ნიადაგი – ნიადაგის მჟავიანობა დამოკიდებულია წყლის ხარისხზე, რითიც ირწყვება მიწა. ამის გამოსასწორებლად კარგია ნაცარი, დოლომიტის ფქვილი, კირი, ცარცი. რაც უფრო მეტია მჟავიანობა, მეტი გამანეიტრალებელი საშუალება უნდა შეიტანოთ.
  • მომატებული ტუტიანობა – ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა და ძირითადად მჟავიანობის ზედმეტი გამანეიტრალებლის შედეგად ჩნდება. მომატებული ტუტიანობა ხელს უშლის მცენარეს მიწიდან რკინის ათვისებას. ამის ნიშანია შეყვითლებული ფოთლები. გამოსწორება ხდება ტორფით ან წიწვოვანი ხეების ქერქით. სანამ შეტანას დაიწყებთ, უნდა ჯერ გაღვივდეს და ამოვიდეს ნათესი.
  • ზედმეტი მარილიანობა – ამბობენ, მლაშეს ჯობია, მარილი დააკლდესო. თუ მიწაზე შეამჩნიეთ მარილის კრისტალები, დაიწყეთ მისგან განთავისუფლება. სცადეთ მოსავლის აღების შემდეგ მიწის რამდენჯერმე კარგად მორწყვა. ამის შემდეგ გაუკეთეთ ტორფით მულჩირება.
  • მავნე მწერები და დაავადებები – აქ უკვე ქიმიური ხსნარები დაგჭირდებათ. დაამუშავეთ მიწა ინსექტციდებით. მიწისქვეშ დამალული ჭუპრებისთვის მოასხით ლავრიციდი და ოვიციდი. მოახვნევინეთ მიწა გვიან შემოდგომაზე. ჩიტები უმეტეს მწერებს გაანადგურებენ.
  • წითელი ნადები – მიწა წითლდება ძირითადად ხისტი წყლისგან, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას. მეორე მიზეზია – სოკო. სოკოიანი ადგილი შეგიძლიათ უბრალოდ მდუღარე წლით მორწყოთ. თუ არ უშველის, გამოიყენეთ სპეციალური ქიმიური ხსნარი.
  • ხავსი- ხავსი ჩნდება ტენიან და ჩრდილიან ადგილას. გამოიყენეთ სადრენაჟო არხები ნაკვეთის პერიმეტრზე, სადაც ჩავა ზედმეტი წყალი. გაზონებზე კი გამოიყენეთ რკინის სულფატი.

გაითვალისწინეთ, რომ მიწა ცოცხალი სუბსტანციაა, სადაც ცხოვრობს უამრავი მიკროორგანიზმი, ყველა მათგანს გავლენა აქვს მოსავალზე. ამიტომ უნდა იცოდეთ მისი სწორად მოვლა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს