როგორ გავაკეთოთ ოლივიეს ალტერნატიული, ცოცხალი და მსუყე სალათი? შესანიშნავი ვარიანტია ძეხვის სალათი! მას “დნესტრს” ეძახიან და ოლივიეს ჩამნაცვლებლად მიიჩნევენ.ის გამოიგონეს 1960 წელს და მას შემდეგ დამკვიდრდა ჩვენს სუფრაზე!
ყველაფერი ახალი-კარგად დავიწყებული ძველია. დღესდღეეობით,უდავოდ, არსებობს ოჯახები, რომლვებიც მას ხშირად ამზადებს. მოდით, ერთად გავიხსენოთ,თუ როგორ მზადდება “დნესტრი.
ცოცხალი სალათი ძეხვით
სალათი “დნესტრი” გამოიგონეს უკრაინაში, ცოტა მოგვიანებით, მან მიიღო პრიზი საკავშირო კონკურსში, მოსკოვში.ამბობენ, რომ ის რესტორანი, სადაც ის პირველად მოამზადეს, დღემდე არსებობს,თუმცა უკვე შეცვლილი სახელით.
სალათი მალე გახდა პოპულარული და დღეს მას ბევრი რესპექტაბელური რესტორნის მენიუში ნახავთ,ასევე სტუდენტურ სასადილოებშიც კი. ის ძალიან გემრიელი გამოდის, მთავარია ძეხვის ხარისხი. სწორედ ძეხვი განსაზღვრავს სალათის ძირითად გემოს. გამოდგება სარდელიც და შებოლილი ძეხვიც. სავარაუდოდ, ყველაზე მარტივია ვარიანტია-სერველატის გამოყენება.
რადგან წინა საუკუნის 60-იანი წლების კლასიკური ძეხვის შეძენა შეუძლებელია, წინ გველოდება გემრიელი ექსპერიმენტების კასკადი. ეს შესანიშნავი გზაა “დნესტრის” სალათის ორიგინალური გემოს საპოვნელად.
ინგრედიენტები:
- 200გ თეთრი კომბოსტო
- 200გ წითელი კომბოსტო
- 1ც. მოხარშული კვერცხი
- 150გ ძეხვი
- 100-150გ ბარდა
- 2-3 ს.კ მაიონეზი
- მარილი გემოვნებით
ცოცხალი სალათი ძეხვით
- წვრილად დაჭერით ორივე სახის კომბოსტო. ხელით დაჭყლიტეთ,რათა დარბილდეს და წვენი გამოყოს. მოაყარეთ მარილი და 15-20 წუთით დატოვეთ.
- ძეხვი თხელ ნაჭრებად,ხოლო კვერცხი კუბიკებად დაჭერით. შეურიეთ კომბოსტოში,ოღონდ მისი წვენი წინასწარ გადაღვარეთ. დაუმატეთ მაიონეზი და ბარდა და კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. შეგიძლიათ დაფქვილი შავი წიწაკაც მოაყაროთ.
- სერვირება შეგიძლიათ ვიწრო თეფშებზე, მორთეთ კვერცხის გულით და ცოცხალი მწვანილის ტოტებით. სალათიც მზადაა!
რედაქციისგან
ორიგინალურ რეცეპტში ხახვიც შედის. . თუ გადაწყვეტთ, შეგიძლიათ ნახევარი თავი ხახვიც გამოიყენოთ. დააქუცმაცეთ და ცივი წყალი გავლეთ, რათა სიმწარე დაკარგოს.
“დნესტრის” სალათს შეუძლია ჩაანაცვლოს ოლივიე, მას უნიკალური ისტორიაც აქვს!