ხშირად, თმის შეღებვის მიზეზი ჭაღარა თმის გაჩენაა. ქალბატონები უამრავ ფულსა და დროს ხარჯავენ იმ მეთოდის ძიებაში, რომელიც დაეხმარებათ ჭაღარა თმების მოშორებაში. ჭაღარის სწრაფად მოშორების ერთადერთი გზა სწორედ თმის შეღებვაა. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ნატურალური საღებავებით, რომლებიც თქვენს “ვერცხლისფერ ძაფებს” შეღებავს.
საუკეთესო ეფექტის მისაღებად, აუცილებელია პროცედურის რამდენჯერმე გამეორება, თუმცა, ამ მეთოდების უპირატესობა ისაა, რომ საშუალებები 100%-ით ნატურალურია.
ბერძნული კაკალი
მომზადება და გამოყენება
დასაწყისისთვის, გარეცხეთ და დააქუცმაცეთ კაკლის ნაჭუჭები. შემდეგ დაასხით წყალი და აადუღეთ ნელ ცეცხლზე, ხარშეთ დაახლოებით 30 წუთით. გაითვალისწინეთ, რომ კომპონენტების რაოდენობა და პროპორციულობა იმის მიხედვით უნდა გათვალოთ, რამდენად მუქი საღებავის მიღებაც გსურთ.
გააგრილეთ ნახარში, გადაწურეთ და წაისვით თმის მთელ სიგრძეზე. გაიჩერეთ მინიმუმ 1 საათით, შემდეგ კი დაიბანეთ თმა სუფთა წყლით.
პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.
შავი ჩაი
მომზადება და გამოყენება
პირველ რიგში, 5-6 ჩაის პაკეტის შიგთავსს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე და დააყენეთ მინიმუმ 10 წუთით. დაელოდეთ ნახარშის სრულ გაგრილებას და დაიტანეთ თმაზე. ჩამოიბანეთ თმა სუფთა წყლით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ არც ჩამოიბანოთ.
პროცედურის გამეორება საკმარისია კვირაში ერთხელ.
ჭარხლისა და სტაფილოს წვენი
ჟღალი და მოწითალო ელფერის თმის მქონე ადამიანებს ამ პროდუქტის გამოყენება დადებითი შედეგების მიღებამდე შეუძლიათ.
მომზადება და გამოყენება
სტაფილო და ჭარხალი უნდა დაწუროთ საჭირო რაოდენობით. წაისვით წვენი თმაზე და გაიჩერეთ არანაკლებ 1 საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ თმა თბილი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ორჯერ.
გვირილა
იმ ქალბატონებისთვის, ვისაც უფრო ღია ფერის თმა აქვს, რეკომენდებულია გვირილის ნახარშის გამოყენება.
მომზადება და გამოყენება
მოხარშეთ გვირილა, გააგრილეთ და წაისვით თმაზე ნახარში. სასურველია არანაკლებ 1 საათით გაჩერება, საუკეთესო შედეგისთვის კი გაიჩერეთ უფრო მეტი ხნით. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თქვენ რა მეთოდს იყენებთ?