მეცინება, როცა უცხოელთან ბედნიერი ქორწინების შესახებ ზღაპრები მესმის

2178

უცხოელთან ქორწინება ალბათ ბევრს ზღაპრად მოეჩვენება. თითქოს ისაა მამაკაცი ლამაზი ვარცხნილობით, რომელიც თავის სამსართულიან სასახლეში წაგიყვანთ და ბრილიანტებით აგავსებთ. რეალობა კი სრულიად სხვაგვარია. ზოგჯერ ქალები ახდენენ თავიანთი უცხოელი თაყვანისმცემლის რომანტიზირებას და ფიქრობენ,რომ ის მათი ბედია. პირდაპირ ვიტყვი:მილიონები ყველას არ ეყოფა. რამდენადაც სჯერათ ზღაპრების და ოცნებობენ ფუფუნებით სავსე ცხოვრებაზე, სინამდვილე მალევე უხელს თვალს მგრძნობიარე და  დაუცველ  ქალებს,რომლებიც ღრუბლებში დაფრინავენ.

ქორწინება უცხოელთან

ყველა ქალი არაა მერკანტილური. ორმხრივი სიყვარული ფრანგთან ჩანს რომანტიული და ამაღელვებელი, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას საკუთარი თავის ფინანსური უზრუნველყოფა. სხვა ქვეყანაში უცხოელები მდიდრებს გვანან, თუმცა როცა ქალი ცოლად გაყვება და სამშობლოში ესტუმრება,შესაძლოა იმედი გაუცრუვდეს.მოდით ვისაუბროთ უცხოელზე ცოლად გაყოლის პლუსებსა და მინუსებზე.

უცხოელთან ურთიერთობის უპირატესობები

ბევრს იზიდავს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა და მოქალაქეობის მიღება. ახალი სახელმწიფო-ესაა  პიროვნული ზრდის ახალი პერსპექტივები,ასევე შთაბეჭდილებები.

ჩვენი მამაკაცები განებივრებულნი არიან ქალთა ყურადღებით, დარწმუნებულნი არიან, რომ მათი რჩეული არსად წავა. უცხოელები კი სხვაგვარად არიან აღზრიდლნი. დაბადებიდანვე მათ იციან, რომ ქალები და მამაკაცები თანასწორნი არიან, ამიტომ აფასებებნ მათ და უფრთხილდებიან. შეუძლებელია ეს არ მოგეოწონოს.

თუ მეუღლე განვითარებული ქვეყნის მოქალაქეა, ქალი შესაძლოა იმედოვნებდეს სოციალური უსაფრთხოების,მედიცინის,საცხოვრებელი პირობების მაღალ დონეს. ხოლო თუ საყვარელი ადამიანი არაა ევროპელი,ასეთ ურთიერთობაში ცხოვრების დონის თვალსაზრისით მეტი მინუსი იქნება,ვიდრე პლუსი.

უცხოელთან ურთიერთობის ნაკლოვანებები

გათხოვდე და აღმოჩნდე ახალ ქვეყანაში-ეს საკმაოდ სარისკო ამბავია. უცხო სახელმწიფოში აუცილებელია საკუთარი უფლებების და მოვალეობების,კანონის ცოდნა. იურიდიული განათლების ნაკლებობა მომავალში ბევრ პრობლემას შეგიქმნით.

თუ ქორწინებაში შვილებს სხვა ქვეყანაში გააჩენთ, ისინი ავტომატურად ხდებიან იმ სახელმწიფოს მოქალაქეები. განქორწინების შემთვევაში კი დიდია რისკი სამშობლოში მარტო დბრუნების. ენის ცოდნის გარეშე ქალი ვერ დაიწყებს სამსახურს და საკუთარ თავს დამოუკიდებლად ვერ მოუვლის. ეს ნიშნავს იმას, რომ სრულად იქნება დამოკიდებული საკუთარ ქმარზე,რაც არც ისე კარგია. არასოდეს იცით, როგორ შემოგიტრიალდებათ ცხოვრება და ჯობს ყველაფრისთვის იყოთ მზად.

ახალ ქვეყანაში ყველაფრის დაწყება ნულიდან გიწევთ. ძნელია სამშობლოდან,ოჯახიდან,სამეგობროდან შორს ცხოვრება. ახალი ტრადიციები და დღესასწაულები კიდე ცალკე თემაა.

ზოგჯერ ხდება, რომ უცხოელი ქალს ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას ჰპირდება, ხოლო დაქორწინების შემდეგ ის მეუღლის მოსამსახურე აღმოჩნდება და ხმის ამოღების უფლებასაც კარგავს.

როცა ჩვენი თანამოქალაქეები სხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან უკეთესი ცხოვრების საპოვნელად,წლების განმავლობაში ვერ ეჩვევიან ახალ მენტალიტეტს. მათ ენატრებათ სამშობლო,ნათესავები,მეგობრები. უცხოელთან ქორწინება-ძალიან საინტერესო და რომანტიული,თუმცა ასევე საშიში,გაურკვეველი და ზოგჯერ უბედურების მომტანია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს