როგორ მოვაშოროთ სარეცხის მანქანას ობი საკუთარი ძალებით.

1063

ნებისმიერი საოჯახო ტექნიკა ითხოვს მოვლას. მითუმეტეს, სარეცხი მანქანა. ნესტიანი გარემო ხომ ხელსაყრელი პირობაა სოკოს და ობის გასაჩენად. მოუვლელი სარეცხი მანქანა აზიანებს რეცხვის ხარისხს, სუნს და ნივთების უსაფრთხოებას. გასწავლით როგორ მოუაროთ სწორად სარეცხ მანქანას და მოაშოროთ ყველანაირი დაბინძურება

როგორ გავწმინდოთ სარეცხი მანქანა სახლის პირობებში

უმჯობესია ხშირად ამოწმოთ თქვენი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და არ დაუშვათ მისი ძლიერი დაბინძურება. მაგრამ თუ სარეცხი მანქანა დიდი ხანია არ გაგიწმინდავთ და უკვე გაუჩნდა ობი, გასწავლით როგორ მოაშოროთ.

  1. პირველ რიგში ჩართეთ ცარიელი მანქანა ყველაზე ხანგრძლივ პროგრამაზე, წინასწარი გავლების გარეშე.
  2. ძირითადი ნივთიერება, რასაც გამოვიყენებთ ობის მოსაშორებლად, ეს არის ქლორი. ჩვენ დაგვჭირდება ერთი ლიტრი მათეთრებელი.
  3. დააყენეთ მანქანის ტემპერატურა 90 °C და ჩართეთ ხანგრძლივი რეცხვა. წყლის დონე უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი. ამიტომ ჩაამატეთ ცოტა თქვენ თვითონაც.
  4. ქლორი ჩაამატეთ უკვე ჩართვის შემდეგ. რადგან ზედა ნაწილზეც მოხვდეს და წყალმა არ ჩარეცხოს.
  5. შემდეგ თვალ-ყური ადევნეთ რეცხვის პროცესს. როდესაც მაქსიმალურ ტემპერატურამდე ავა წყალი, დააპაუზეთ ან გამორთეთ. დატოვეთ ასე რამდენიმე საათი.
  6. მნიშვნელოვანია: ქლორის სუნი რომ არ დაგროვდეს, კარგად გაანიავეთ სახლი.

მეორე ეტაპი:

  1. რამდენიმე საათის შემდეგ ჩართეთ სარეცხი მანქანა და დაასრულეთ რეცხვა. ამის შემდეგ, კიდევ ჩართეთ ახალი პროგრამა, ამჯერად 40 °C.
  2. ობის სპორები არსად რომ არ დარჩეს, მეორე ეტაპზე დაუმატეთ 9%-იანი ძმარი. ფხვნილის ჩასაყრელში ჩაუშვით 2-3 ჭიქა.
  3. ამ პროცედურების შემდეგ, ჩართეთ ცარიელზე 1-2 რეცხვის პროგრამა, რომ კარგად გაირეცხოს ყველა ნაწილი.
  4. რეზინის ნაწილები გაწმინდეთ ტილოთი, ეგ ადგილი თავისით არ გაირეცხება.

თუ სარეცხი მანქანა ძალიან დაბინძურებულია და ბევრია ობი, ზემოთ აღწერილი პროცედურები პერიოდულად გაიმეორეთ რამდენჯერმე. თუ პროცესი ძალიან მიშვებულია და ვერაფერს გახდით, წაუღეთ ხელოსანს. ის დაშლის მანქანას და სპეციალური წესით გაწმინდავს.

რომ არ დაგჭირდეთ ასეთი მანიპულაციები, პრევენციული ზომები მიიღეთ. მანქანა უნდა იყოს მშრალი, გაწმინდეთ რეცხვის შემდეგ დოლურა და რეზინები. მინიმუმ თვეში ერთხელ ჩართეთ 90 °C  რეცხვა. მაღალი ტემპერატურა ობის სპორებს გაანადგურებს და რა მისცემს გამრავლების საშუალებას.

რითი არ შეიძლება სარეცხი მანქანის გაწმენდა

შეგახსენებთ, რომ მანქანის გასაწმენდად ყველაფრის გამოყენება არ შეიძლება. ზოგმა ნივთიერებამ შეიძლება დააზიანოს ის.

  1. მილების საწმენდი საშუალება “კროტი”. ეს ძალიან აგრესიული ხსნარია. მისი გამოყენების მერე მანქანა თუ გადარჩება და იმუშავებს, ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან მცირე ნაწილაკიც კი ტანსაცმლიდან ისევ თქვენთან მოხვდება.
  2. კოკა-კოლა. ეს ცნობილი სასმელი ხშირად ფიგურირებს როგორც უნივერსალური სარეცხი საშუალება. ნამდვილად, ფოსფორმჟავა, რომელსაც კოკა-კოლა შეიცავს, შლის ცხიმს და ნადებს. მაგრამ მისი სხვა ინგრედიენტები მანქანისთვის საზიანოა.

თუ თქვენ იცით კიდევ რაიმე უსაფრთხო მეთოდი სარეცხი მანქანის გასუფთავებისა, გაგვიზიარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს