უგემრიელესი მარწყვის სუფლე მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან.

213

მარწყვის სეზონის დადგომისთანავე ვიწყებ მისგან სუფლეს მომზადებას. ეს ძალიან მსუბუქი დესერტია,რომელიც ყველას მოეწონება. მარწყვის ღრუბლები გვახსენებს ზეფირს, თუმცა გემოს მხრივ, ის გაცილებით გემრიელია.

დღეს რედაქცია “paparazzi” გიზიარებთ მარწყვის სუფლეს მომზადების რეცეპტს.ის უბრალოდ პირში დნება!

მარწყვის სულფე

ინგრედიენტები:

  • 500გ მარწყვი
  • 200გ შაქარი
  • 30გ ჟელატინი
  • 2გ ლიმონის მჟავა

მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ მაარწყვი,მოწყვიტეთ ყუნწები და ჩაყარეთ ქვაბში.
  2. მარწყვს დაუმატეთ შაქარი, ადღვიბეთ ბლენდერით პიურეს კონსისტენციის მიღებამდე. დაუმატეთ ჟელატინი, სილიკონის ნიჩბით გადაურიეთ ინგრედიენტები და ნახევარი საათი დაელოდეთ მის გაჯირჯვებას.
  3. ქვაბი დადგით ზომიერ ცეცხლზე,მსუბუქად შეაცხელეთ, მაგრამ არ გადმოადუღოთ. დაუმატეთ ლიმონის წვენი და მოურიეთ.
  4. მიქსერით ათქვიფეთ თეთრი ფუმფულა მასის მიღებამდე. ამას დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება.
  5. ღრმა გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ საკვები სტრეჩი და ჩაასხით მარწყვის მასა. ის ზემოდანაც დააფარეთ  და მოათავსეთ მაცივარში გამაგრებისთვის.
  6. ამოიღეთ სუფლე ფორმიდან და დაჭერით. სურვილის შემთვევში, მოაყარეთ შაქრის პუდრი ან ქოქოსის ფანტელები. ესეც ასე, მარწყვის ნაზი დესერტი მზადაა. გემრიელად მიირთვით!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს