რატომ ყვითლდება სპატიფილუმი და როგორ შევაჩეროთ

932

„რატომ ყვითლდება სპატიფილუმი?“ – ეს საკითხი ბევრ მეყვავილეს აინტერესებს. როგორც ხალხში უწოდებენ ქალთა ბედნიერების დაავადების მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს. Paparazzi.ge–ს რედაქცია ამ უსიამოვნების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

რატომ ყვითლდება სპატიფილუმი?

დაჩრდილული ტროპიკული ტყის მკვიდრს, სპატიფილუმს სითბო, მაღალი ტენიანობა და გაფანტული მზის სინათლე უყვარს. ნებისმიერი პირობის დარღვევა, არასათანადო მოვლა, მწერები–მავნებლები – ყველაფერი ფოთლების გაყვითლებას, მცენარის დასუსტებას, ზოგჯერ კვდომას იწვევს.

მცენარე მიწის გაშრობის მიხედვით დაყენებული ან გაფილტრული თბილი წყლით უნდა მორწყათ. სასურველია, ცხელ ამინდში ან მშრალი ჰაერის პირობებში დანამოთ (ჩართული გათბობის ბატარეების დროს). სპატიფილუმის მიწა ტყის საფენს უნდა ჰგავდეს ფოთლების, ნეშომპალას, ტორფის, ნახშირის და მსხვილი მდინარის ქვიშის თანაბარი ნარევით.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში პრეტენზიული მოხუცი ქალის მსგავსად სიცხეში ფანჯრების დახურვას მოითხოვს, ორპირ ქარს ვერ იტანს და მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. მუდმივი მორწყვის გარდა სპატიფილუმს მუდმივად გამოკვება სჭირდება. უნივერსალური სასუქით გაზაფხულიდან შემოდგომამდე, კვირაში ერთხელ გამოკვებეთ, სხვა დროს – 2-3 კვირაში ერთხელ.

ჯანმრთელი მცენარის ნიშნები

  • ბევრი კვირტი;
  • დიდი ყვავილები და თანაბარი, გლუვი, ხორციანი ფოთლები;
  • გადარგვის შემდეგ ახალი ფესვების განვითარება;
  • როზეტების გაფესვიანების ხარჯზე ბუჩქის გაზრდა;

აბაზანა ტროპიკული ლამაზმანისთვის

სპატიფილუმი, ანთურიუმი და სხვა ტროპიკული მცენარე თბილ შხაპზე გიჟდება, განსაკუთრებით ცხელ ამინდში. მაშინაც კი, თუ ფოთლები დაჭკნა და ბუნებრივი სიპრიალე დაკარგა, აბაზანა სასიცოცხლო ძალებს დაუბრუნებს. წყლის პროცედურა სასწაულს ახდენს: ფოთლების ფორებს ხსნის, მტვერს და ჭუჭყს, ტკიპებს და ფარიანებს აშორებს.

სასიამოვნოს და სასარგებლოს კომბინაციისთვის გთავაზობთ აბაზანისთვის სასუქის „ჰუმატი + 7 იოდი“ ხსნარი გამოიყენოთ. ჭიქაში ცოტა ფხვნილი ჩაყარეთ (ძირი რომ დაიფაროს), 1/3 წყლით გაავსეთ და აურიეთ. ნარევი 1 ლიტრიან ბოთლში ჩაასხით ისე, რომ ძლიერი ჩაის ფერი მიიღოთ. შემდეგ ტაშტში გადაასხით და 1:1 პროპორციით ონკანის ცხელი წყალი დაუმატეთ.

ხსნარი 30-35 გრადუსი ტემპერატურის უნდა იყოს. პულვერიზატორში ჩაასხით და ფოთლები კარგად დაასველეთ. სპატიფილუმი სჯობს აბაზანაში აბანავოთ, მიწა პარკით დაფარეთ, რომ მასზე წყალი არ მოხვდეს. შხაპის შემდეგ აბაზანის კარი მოხურეთ და გაშრობამდე მცენარე ამ ორთქლში დატოვეთ. ნაზი ყვავილი ცხელი წყლისგან დაიცავით.

თუ მცენარეს პროცედურაზე კარგი რეაქცია ჰქონდა, მომავალში წყლის ტემპერატურა 40 გრადუსამდე გაზარდეთ. თვეში ერთხელ ასეთი აბაზანა მოუწყვეთ. თუ სახლში სპატიფილუმი არ გაქვთ, გირჩევთ შეიძინოთ. ის ხომ საუკეთესო ოთახის მცენარეების სიაში შედის!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს