როგორ შევწვათ ღორის სალა ისე, რომ ხრაშუნა და და გემრიელი ხიწიწები მივიღო? როგორ უნდა შევინახოთ გადამდნარი ქონი? პაპარაცის რედაქცია ამჯერად სწორედ ამ საკითხზე მოგცემთ რჩევებს.
როგორ შევწვათ ღორის ლორი
ინგრედიენტები
- 1 კგ. ლორი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი
- დაფქული შავი წიწაკა
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, კარგად გარეცხეთ სალა გამდინარე წყალში და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. დაჭერით პატარა ნაჭრებად.კანი ჯობია მოაცალოთ, რადგან კეთების პროცესში ძალიან მაგრდება. თუ მხოლოდ მისაყოლებლად გინდათ ხიწიწები, მაშინ კნატუნა კანი შეგიძლიათ დაუტოვოთ.
- დაჭერით სალა, შეურიეთ მარილი და დაფნის ფოთოლი. სურვილისამებრ, თუ პიკანტური გემო გინდათ, შეგიძლიათ დაუმატოთ პილპილი და ნიორი.ამის შემდეგ, დაყარეთ სალა ტაფაზე და შეწვით მაღალ ცეცხლზე.
- შეწვის პროცესში სალა დაიწყებს ცხიმის გამოყოფას. ჩვენი ამოცანაა, არ მივცეთ საშუალება სალის ნაჭრებს ცხიმში დიდხანს იტივტივოს. ურიეთ სისტემატიურად და ამოიღეთ ზედმეტი ცხიმი.მოხდილი ცხიმი შეინახეთ ცალკე და გამოიყენეთ სხვადასხვა საჭიროებისამებრ.
- როდესაც სალის პირველი პარტია ოდნავ შეიბრაწება, დაუწიეთ გაზს საშუალო ცეცხლზე. შეგიძლიათ, მაშინვე დაამატოთ შემდეგი პარტია და ერთად შეწვათ.
- როდესაც ხიწიწი კარგად გამოშრება, გადმოდგით ცეცხლიდან. ნაწილი გადმოიღეთ თეფშზე და ახრამუნეთ გემრიელად, ხოლო დანარჩენი ჩაყარეთ კონტეინერში ან ქილაში და შეინახეთ გრილ ადგილას.
ოქროსფერი ხიწიწები შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარ კარტოფილთან, ზრაზებთან ან პილმენებთან ერთად. თქვენ რაში იყენებთ კიდევ? იცოდით, რომ ძალიან უხდება ლუდს?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს