ვის არ უყვარს საზამთრო და, მითუმეტეს, ცხელ ზაფხულში. ჩვენმა რედაქციამ იპოვა არომატული ჟელეს რეცეპტი, რომელიც ბავშვობის გემოს გაგახსენებთ. თანაც, ეს რეცეპტი მარტივად გახდება თქვენი “ტკბილი სუფრის” სამკაული, თქვენს შვილებს კი ეს დესერტი უპირობოდ ეყვარებათ.
ინგრედიენტები
- 600 გ საზამთროს რბილობი
- 1 ჭიქა შაქარი
- 25 გ ჟელატინი
მომზადება
1. პირველ რიგში, ბლენდერის ან ხორცსაკეპის გამოყენებით, აქციეთ საზამთროს უკურკო რბილობი ერთგვაროვან მასად.
2. შემდეგ გამოყავით მცირე რაოდენობით საზამთროს მასა და დაუმატეთ ჟელატინი. აცადეთ გასიება 15 წუთით.
3. დაუმატეთ დანარჩენ მასას შაქარი, მოურიეთ და ხარშეთ 10 წუთით.
4. ცხელ მასაში ჩაასხით ჟელატინის მასაც და მოურიეთ.
5. ჩაასხით გასტერილებულ ქილებში, მოხუფეთ მეტალის თავსახურებით და გააჩერეთ სრულ გაგრილებამდე ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!