თმის მოვლის 5 საიდუმლო იდეალური შედეგის მისაღებად. არაბი ლამაზმანის დანიელა ემ ბიას გამოცდილება.

311

ჩვენი თმა მუდმივ მოვლას საჭიროებს. მცხუნვარე მზის გავლენით ის ხდება გამომშრალი და მტვრევადი. ძირები უფრო სწრაფად ცხიმიანდება, ბოლოები კი- იყოფა. ზამთარში თმა იტანჯება ყინვისა და მშრალი ჰაერისგან,შემოდგომაზე-ვიტამინების ნაკლებობისგან. შედეგად ქალების ვიზუალი  შორსაა იდეალისგან და მათ დიდი წვალება უწევთ თმის მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. მოცემულ სტატიაში გაგიმხელთ თმის მოვლის 5 საიდუმლოს.

ნიღაბი თაფლისა და კვერცხისგან

თაფლის ნიღაბი ატენიენებს თმას,აფერხებს მის მტვრევადობს და ანიჭებს ბზინვარებას ზეთის ხარჯზე. თაფლსა და კვერცხის გულში შემავალი საკვები ნივთიერებები ასტიმულირებს თმის ახალი ფოლიკულების ზრდას და დროთა განმავლობაში ხდის მას უფრო ხშირს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მხოლოდ 3 მარტივი ინგრედიენტი-2-3კვერცხის გული, 1 ს.კ ზეითუნის ზეთი და ამდენივე თაფლი. ეს ნიღაბი გაიჩერეთ თმაზე დაახლოებით 30 წუთით,დაიტანეთ კვირაში 2-3-ჯერ.

თავის კანში საქონლის ძვლის ტვინი შეიზილეთ

არაბი ქალები იყენებენ საქონლის ძვლის ტვინს გამელოტების სამკურნალოდ. ის ასტიმულირებს თმის ფოლიკულების ზრდას. მისგან სპეციალური პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ საქონლის კანჭი,ქოქოსის ზეთი. კანჭს ამოაჭერით ძვალი და მოწვით ტაფაზე,ამ გზით უფრო მარტივი იქნება ძვლის ტვინის გამოთავისუფლება. შემდეგ მას შეურიეთ 1 ს.კ ქოქოსის ზეთი. ნიღაბი რამდენიმე საათით დაიტანეთ თავის კანზე,ჯობს ღამით,ბოლოს შამპუნით ჩამოიბანეთ.პროცედურა თვეში 1-2-ჯერ გაიმეორეთ.

თმაზე დაიტანეთ არგანის ზეთი და არ ჩამოიბანოთ

არგანის ზეთი მდიდარია D ვიტამინით და ანტიოქსიდანტებით,რომლებიც უზრუნველყოფს თმის ფოლიკულების ნორმალურ ფუნქციონირებას. არაბი ქალები მას შხაპის შემდეგ სველ თმაზე დაიტანენ ხოლმე კონდიცირების ეფექტის მისაღებად.მოდელი ყვება,რომ ჯობს შეიძინოთ 100%-ით ბუნებრივი პროდუქტი ყოველგვარი დანამატების გარეშე.

კულულებზე მოისხურეთ ვარდის წყალი

ვარდის წყალი ეფექტურად ებრძვის ქერტლს. ასევე მისი გამოყენება შეგიძლიათ მშრალი შამპუნის ნაცვლად. არაბი ქალები მიმართავენ ვარდის წყალთან დაკავშირებულ ხრიკს,როცა შხაპის მიღებას ვერ ასწრებენ. ისინი ასხურებენ მას თმის ძირებს და აცდიან გაშრობას, ტენის აორთქლების შემდეგ ივარცხნიან  და შედეგიც მიღწეულია.

თმის ძირები შეიზილეთ ზეითუნის ზეთით და არ ჩამოიბანოთ

ემ ბია ამბობს,რომ ზეთი ეხმარება აღმოსავლეთის ცხელ ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს დაიცვან თმის ძირები გამოშრობისგან,გაყოფისა და მტვრევადობისგან. ზეითუნის ზეთი უკუნაჩვენებია ისეთი ქალბატონებისთვის,რომელთაც იშვიათი,თხელი და ცხიმიანი თმა აქვთ.

საგულდაგულო მოვლის შემთხვევაში თქვენი თმა მუდამ იქნება დატენიანებული და ბზინვარე.მნიშვნელოვანია საბაზისო პროცედურების შერჩევა დროის კონკრეტულ მომენტში. ზაფხულში აქტუალურია ვარდის წყალთან დაზეითუნის ზეთთან დაკავშირებული ხრიკები. თაფლის ნიღაბი-უნივერსალური საშუალებაა მთელი წლის განმავლობაში. არგანის ზეთი და საქონლის ძვლის ტვინისგან დამზადებული პასტა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამოიყენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს