ჩაყავით ხელის გულები ცივ წყალში 30 წამით, გულის ჯანმრთელობის შესამოწმებლად

2050

ადამიანის მთავარი ორგანო გულია, ამიტომ მას უნდა მოვუფრთხილდეთ და ყურადღებით მოვეპყროთ მის ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ მეთოდის შესახებ, რომელიც დაგეხმარებათ გულის ჯანმრთელობის შემოწმებაში. ამისთვის მხოლოდ ცივი წყალი დაგჭირდებათ.

შეიძლება არც კი იეჭვოთ არსებულ პრობლემებზე, თქვენი გული შეიძლება თანაბრად და რიტმულად სცემდეს, თუმცა უეცრად ინფარქტი იჩენს თავს.

სანამ ექიმს მიმართავდეთ, ჩააბარებდეთ ანალიზებს ავადმყოფობის მიზეზის დასადგენად, სცადეთ საკუთარი თავის “დიაგნოსტირება”.

პროფილაქტიკისთვის, ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურა:

მცირე ზომის ჭურჭელში ჩაასხით ცივი წყალი, შეიძლება ყინულებიც დაუმატოთ. ჩაყავით ხელის გულები მხოლოდ 30 წამით.

ისღა დაგრჩენიათ, შეაფასოთ შედეგი:

თუ თქვენი თითის ბოლოები გაფერმკრთალდა ან გაცისფრდა, ესე იგი სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. ხოლო ეს, თავის მხრივ, სახარბიელო მდგომარეობა არ არის. გულის მუშაობა შეიძლება მრავალ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს მემკვიდრეობითობა, ჭარბი წონა, ფიზიკური დატვირთვები, ასევე, მიღებული მედიკამენტების გვერდითი მოვლენები.

თუ პრობლემები გაქვთ, პირველ რიგში, ამაზე თითის ბოლოების, ყურებისა და ცხვირის სისხლძარღვები რეაგირებს. სისხლის ცუდი მიმოქცევით ისინი სუსტდება, იწყება ანთებითი პროცესი და იკარგება მგრძნობელობა.

რა თქმა უნდა, სისხლის ცუდი ცირკულაცია არ არის სასიამოვნო რამ, თუმცა მისი გაუმჯობესება სწორი კვებითაც შეიძლება.

გულის კარგი მუშაობისთვის რეკომენდებულია შემდეგი პროდუქტის მოხმარება.

ნიორი

©Pixabay

ნიორი ამცირებს წნევას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ასევე, აშორებს ქოლესტერინის ნადებს სისხლძარღვებში.

თევზის ქონი

©Pixabay

გვეხმარება ქოლესტერინის გამოდევნაში.

ცხარე წიწაკა

©Pixabay

კაიენური წიწაკა აძლიერებს არტერიებს.

ჯანჯაფილი

©Pixabay

თუ ჯანჯაფილს ჩართავთ რაციონში, შეძლებთ სისხლის კოლტების პროფილაქტიკას.

ეთერზეთები

©Pixabay

თერმოგენული თვისებების წყალობით, ზეთი აუმჯობესებს სისხლდენას.

სელის თესლი

©Pixabay

გვეხმარება ჰიპერტონიის დამარცხებაში.

ცივი წყლის ზემოხსენებული პროცედურა საწყის ეტაპზე უნდა ჩატარდეს – როცა ჯერ კიდევ არსებობს საკუთარი თავის დახმარების შესაძლებლობა. ხოლო თუ სერიოზული პრობლემები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს