ბუნებრივი ანტიბიოტიკი შარდის ბუშტისა და თირკმელის ინფექციების საწინააღმდეგოდ.

3256

შარდის ბუშტისა და თირკმელების ინფექციები ხასიათდება ძლიერი ტკივილითა და მუდმივად ტუალეტში გასვლის სურვილით. მიუხედავად იმისა, რომ თირკმელების ინფექცია ექვემდებარება მკურნალობას, ის შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ჩვენი სიცოცხლისთვის.

ხშირ შემთხვევაში მოცემული პრობლემების გადასაჭრელად ინიშნება ანტიბიოტიკური მკურნალობა. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მეთოდი ძალზედ ეფექტურია, უამრავი ადამიანი არიდებს თავს ექიმთან ვიზიტსა და ძვირადღირებული სააფთიაქო პრეპარატების შეძენას. რატომ? მიზეზი შეიძლება არასაკმარის ფინანსებში ან სულაც სააფთიაქო პრეპარატებისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენებსა და უკუჩვენებებში იყოს.

სწორედ ამიტომ, ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი პრობლემის გადასაჭრელ გზას არატრადიციულ, ალტერნატიულ მედიცინაში ეძებს. თუ თქვენ ამ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, თქვენთვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. არსებობს ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარი საშუალება, რომელიც ძალზედ ეფექტურია ინფექციების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ საშუალების ეფექტურობა დამტკციებულია დროით. უკვე პირველი მიღების შემდეგ თქვენ შეძლებთ შარდის ბუშტისა და თირკმელების ინფექციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების შებსუბუქებას და ანთებითი პროცესების ჩახშობას.

იმის გათვალისწინებით, რომ ამ საშუალებაში შემავალი თითოეული ინგრედიენტი დიდი ალბათობით უკვე მოიპოვება თქვენს სამზარეულოში, არ მოგიწევთ თეთრის დახარჯვაც კი.

სიმპტომები, რომლებიც მოცემულ პრობლემაზე მიგვითითებს:

  • მოწითალო, ღია ვარდისფრად შეფერილი შარდი;
  • უსიამოვნო სუნი შარდვის დროს;
  • მენჯის ტკივილი ქალბატონებში;
  • რექტალური ტკივილი მამაკაცებში;
  • შარდვის გართულება;
  • ქაფიანი შარდი;
  • შარდვის ხშირი სურვილი;
  • წვის შეგრძნება შარდვის დროს.

თუ თქვენ მოცემული სიმპტომები აღგენიშნებათ, მიიღეთ საჭირო ზომები დროულად.

ინგრედიენტები:

  • 125 გრამი ოხრახუშის ფესვები;
  • 125 გრამი ლიმონის ცედრა;
  • 125 გრამი თაფლი;
  • 125 მლ ზეითუნის ზეთი (ექსტრა ვირჯინი).

მომზადება:

ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა მოცემული ინგრედიენტებისგან. მიღებული საშუალება მოათავსეთ კონტეინერში და შეინახეთ მაცივარში.

გამოყენება:

მიიღეთ ნახევარი სუფრის კოვზი ნარევი ყოველ დილით, უზმოზე. მოიქეცით ასე ყოველდღიურად ნარევის ამოწურვამდე. 1 კვირიანი დასვენების შემდეგ კვლავ შეგიძლიათ დაიწყოთ მოცემული საშუალების მიღება.

მოცემულ რეცეპტში შემავალი ინგრედიენტების უპირატესობები:

ოხარხუშის ფესვი: მოცემული ინგრედიენტი ფლობს შარდმდენ ეფექტს და გვეხმარება ორგანიზმიდან ბაქტერიებისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნაში. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ ოხრახუში ამცირებს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს.

ლიმონი: C ვიტამინი, რომელსაც ჭარბად შეიცავს ეს პროდუქტი, გვიძლიერებს იმუნურ სისტემას.

თაფლი: ანტიბაქტერიული თვისებებით გამორჩეული ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტი ანადგურებს ჩვენს ორგანიზმში ბინადარ მავნე ბაქტერიებს. განსხვავებით სააფთიაქო პრეპარატებისა, თაფლის მიღებუსას სასარგებლო ბაქტერიები უვნებელი რჩევა.

ზეითუნის ზეთი: ოლეინის მჟავა, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს, ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს. ეს მჟავა ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელსაც წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე.

დამატებითი რჩევები:

ოპტიმალური შედეგის მისაღწევად მოერიდეთ სიცივეს, შქრისა და კოფეინის მიღებას. გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარისი რაოდენობით სუფთა წყალს და უშაქრო ჩაის, რომელსაც შეიძლია ინფექციების განადგურება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს