თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით საუკეთესო დამცველი და დამხმარე იქნება თავისი პატრონისთვის. მთავარია იცოდეთ, როგორ შეარჩიოთ ის სწორად. ოთხი სტიქიის წარმომადგენლებისთვის არსებობს რეკომენდაციები, ისევე როგორც თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის. პაპარაცის რედაქცია დღეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ, რომელი თილისმა შეგესაბამებათ თქვენ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
ზოდიაქოს ნიშნების თილისმები
თილისმის ძებნას და ყიდვას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. პირველ რიგში, უნდა გაერკვეთ თავად თილისმის თვისებებში, სანამ ის თქვენი ნაწილი გახდება. ყიდვის მერე ყურადღება უნდა მიაქციოთ როგორ წარიმართება თქვენი საქმეები. თუ არც ისე კარგად, შეარჩიეთ სხვა თილისმა.თითოეული ოთხი სტიქია ფლობს სამ ზოდიაქოს ნიშანს. ცეცხლოვან სამკუთხედს ქმნის ვერძი, ლომი და მშვილდოსანი. წყლის სტიქიას მიეკუთვნება კირჩხიბი, მორიელი და თევზები. ჰაერის სტიქიას ფლობს – მერწყული, ტყუპები, სასწორი, ხოლო მიწის სტიქიას – თხის რქა, კურო, ქალწული.
ცეცხლის სტიქიის თილისმები
- ცეცხლოვან ვერძს იდეალურად ესადაგება ოქროს საწმისი. არ არის აუცილებელი ზუსტად ისეთი და მითიური. საკმარისია იპოვოთ სამაჯური, კულონი, ბრელოკი ან რამე სხვა მსგავსი მოტივით. უმჯობესია თილისმა იყოს მბზინავი მატერიალის, თუ ოქროს მოახერხებთ, ყველაზე კარგი იქნება, თუ არა და ნებისმიერი პრიალა მეტალი, რომელიც მზეზე კარგად იბზინებს.
- თილისმა უნდა შეიცავდეს ქსოვის კუბურ ფორმას ან მძივებს. მათი რაოდენობა უნდა იყოს ზუსტად 9. ვერძს მფარველობს პლანეტა მარსი, რომელიც ომის სიმბოლოა. ამიტომ თილისმაზე კარგი იქნება მონადირის ან მეომრის მოტივები.
- მრისხანე ლომს თილისმად მიესადაგება ანტიკვარული მონეტები ან ორდენები. სამკაული უნდა იყოს მასიური ფორმის. ეს ეხება საკიდებს, ბეჭდებს ან სამაჯურებს. შესაძლებელია იყოს აწყობილი მასიური ქვებით, იდეალურია კულონი ვარსკვლავის, არწივის ან გედის გამოსახულებით. ლომი კატეგორიულად უნდა მოერიდოს თეთრი ფერის მეტალს.
- მშვილდოსანს თილისმად შეუძლია თავისი საქმიანობის შესაბამისი ნივთი შეარჩიოს. ეს შეიძლება იყოს მშვილდის, ისრის, ბუს, ხვლიკის ან ვარსკვლავის გამოსახულება. ასევე კარგია სამკაულები ტყავის ელემენტებით და ნალის სიმბოლო, რომელიც მშვილდოსანს სტაბილურობას და სიმშვიდეს მოუტანს.
თილისმები ჰაერის ნიშნებისთვის
- ტყუპების თილისმის მიზანი ხასიათის და პირადი შეხედულებების დაბალანსებაა. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა გასაღები, ვარსკვლავები, ბეჭდები. შეგიძლიათ გამოიყენოთ ოქროც, ვერცხლიც და სხვა ღია ფერის მეტალის ნივთები. თილისმები აუცილებლად უნდა იყოს წყვილი.
- მერწყულს არასტანდარტულ თილისმებს ურჩევენ. სამკაული უმჯობესია იყოს ფაიფურის ან შუშის, ხოლო ნივთები და ფიგურები ჯობია იყოს დოქი, ანგელოზი, გასაღები, ფრთები, ჩიტები. ფერი უნდა იყოს ზღვის, ჰაერის, ოკეანის ქაფის გამიდან.
- ცნობისმოყვარე სასწორს ურჩევენ უპირატესობა მიანიჭოს ღია ფერის მეტალებს. ფორმა უნდა ქონდეს წიგნის, გულის, ყვავილის, პეპლის. კარგი იქნება თავად სასწორის ნიშანი საკიდად ან სამაჯურზე. ეს ზოდიაქო დიპლომატიურია და არაკონფლიქტური, ამიტომ შეიძლება ატარონ ტურმალინი ან ოპალი.
წყლის სტიქიის თილისმები
- მშვიდ და გაწონასწორებულ კირჩხიბს კარგად მიესადაგება ბუს, გულის, ყვავილის, ნიჟარის, ზღვის ვარსკვლავის სიმბოლოები. იდეალური ვარიანტია ბროლის ან მთვარის ქვის სამკაული, მძივები და საკიდები, რომლებიც ფორმით მთვარეს გვანან. სწორედ ეს ციური სხეული მფარველობს კირჩხიბებს. თილისმად გამოდგება კატის ფორმის ნივთი, რადგან ამ ცხოველსაც მთვარე მფარველობს.
- მეოცნებე თევზებმა თილისმად თავის წარმომავლობის თემატიკა უნდა აირჩიონ: თევზის ფორმის ფიგურები, დელფინები, ნიჟარები, გემები… საიუველირო ნაკეთობებიდან უპირატესობა უნდა მიანიჭონ ოქროს, მარგალიტს, აკვამარინს ან ქრიზოლიტს. თილისმის ფერებიც ზღვის პალიტრიდან უნდა იყოს.
- იდუმალებით მოცულმა და ფეთქებადი ხასიათის მორიელმა თილისმად უნდა აირჩიოს მორიელის, ბაყაყის, ობობის, ხოჭოს ფიგურა. ძვირფასი ქვებიდან ძოწი, შავი ოპალი, ჰემატიტი. ამასთან კირჩხიბმა თავისი თილისმა შეიძლება თვითონ იპოვოს, რადგან მას ძალიან განვითარებული აქვს ინტუიცია და მაშინვე იგრძნობს მას.
თილისმები მიწის ნიშნებისთვის
- კუროსთვის იდეალურია სამკაულები კაშკაშა და ბრჭყვიალა ქვებით. მათ პრაგმატულ ხასიათს მიესადაგება ფიგურები: ბუ, ხარი, სპილო. აგრეთვე ხის, ნაჭრის და სპილენძის ელემენტები. კუროების სახლის თილისმაა სარკე ან სურათი ორიგინალურ ჩარჩოში.
- პედანტ ქალწულებს შეეფერებათ სამკაულები ყვევილების მოტივებით, ასევე ლამაზი მწერების ფიგურები. მაგალითად: პეპელა, კალია, ჭრიჭინა… მათ მფარველობს პლანეტა მერკური, რომელიც იზიდავს ბარაქას და ხელს უწყობს ვაჭრობას. ქალწულის სახლის თილისმა უნდა იყოს კერამიკის, თიხის ან ხისგან დამზადებული. ძვირფასი ქვებიდან სიკეთის მომტანია ქრიზოლითი და იასპი.
- ჯიუტ თხის რქას თილისმად ცხოველების გამოსახულებები გამოადგებათ. ეს შეიძლება იყოს შავი კატა, კუ, ბაყაყი. მისი მფარველი პლანეტაა სატურნი. თხის რქას მუდმივად ჭირდება ენერგეტიკული დამხმარე. ეს შეიძლება იყოს ლალი ან ონიქსი. სახლის თილისმად შეეფერება ანტიკვარული ჭურჭელი, ლარნაკები ან სურათები.
საუკეთესო არჩევანი
საუკეთესო ვარიანტია ის თილისმა, რომელიც მაშინვე მიგიზიდავთ და მოგხიბლავთ. ის უნდა მოგწონდეთ, გსიამოვნებდეთ მისი ყურება. ალბათ, ამიტომ თილისმის ფუნქცია ხშირად გადადის ძვირფას ქვებზე, მათ აქვთ განსაკუთრებული ძალა და უნარები , რომელსაც მფლობელს გაუზიარებს.
თქვენ თუ გაქვთ თქვენი თილისმა? გჯერათ მისი ძალის?