შამპუნი ჩვეულებრივი საკვები სოდისგან – თმა უფრო სწრაფად იზრდება და რბილდება

356
© HumansAreFree

ბევრი თვლის, რომ სილამაზის წინაპირობა მოელვარე და ჯანმრთელი თმაა – ეს ნამდვილად ასეა. არასწორი მოვლის, უხარისხო თმის მოვლის საშუალებებისა და არასწორი კვების შედეგად, თმა ხდება მსხვრევადი, კარგავს ელვარებას და იწყებს ცვენას.

ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემებთან გამკლავებაში. ამ საშუალების მთავარი კომპონენტია სოდა, რომლითაც შამპუნი უნდა მოამზადოთ. თავისი სამკურნალო თვისებების წყალობით, სოდა აუმჯობესებს თქვენი თმის მდგომარეობას. უფრო დაწვრილებით ინსტრუქციას კი ქვემოთ წაიკითხავთ.

დაგჭირდებათ წყალი, სოდა და შესაფერისი ჭურჭელი. გასავლებად ვაშლის ძმარიც საჭიროა.

© Depositphotos

შამპუნის რეცეპტი

პირველ რიგში, შეურიეთ ჭურჭელში სოდა და წყალი 1:3 პროპორციით. გაითვალისწინეთ, რომ შამპუნის პროპორციები დამოკიდებულია თქვენი თმის სიგრძეზე. თუ გრძელი თმა გაქვთ, დაგჭირდებათ დაახლოებით 2-3 ს.კ. სოდა და, შესაბამისად, სამჯერ მეტი წყალი.

შემდეგ დაიტანეთ ხსნარი მშრალ ან ტენიან თმაზე, ძირიდან ბოლოებამდე. გაიჩერეთ 2-3 წუთით და კარგად დაიბანეთ თმა თბილი წყლით.

© Ashleysgreenlife

ამ ეტაპისთვის ძმარი გვჭირდება. გაივლეთ თმა ძმრით, ამისთვის კი შეურიეთ ვაშლის ძმარი წყალს 1:4 პროპორციით. თუ არ მოგწონთ ძმრის სუნი, შეგიძლიათ ხსნარს 1 წვეთი საყვარელი არომატიზებული ზეთი დაუმატოთ. დახარეთ თავი და თმის მთელ სიგრძეზე დაისხით ძმრის ხსნარი.

სულ რამდენიმე პროცედურის შემდეგ მნიშვნელოვან განსხვავებას შენიშნავთ. თქვენი თმა შეიძენს ელვარებას, გაჯანსაღდება და შეუჩერებლად ზრდას იწყებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს