სახლში დამიგროვდა ნიღბების ორი შეკვრა,გიზიარებთ მათი გამოყენების ალტერნატიულ გზებს

288

დამცავი ნიღბები ჩვენი თანამედროვე ცხოვრების სევდიან ჩვევად იქცა. მათთან განშორება უახლოეს მომავალში სავარაუდოდ არ მოგვიწევს. მანამდე კი ეს უქსოვი მატერიის ნაჭრები მუდამ ხელთ გვაქვს:მანქანაში,ჩანთაში,ჯიბეში. რადგან ასე,რატომ არ მოვუძებნოთ მათ დამატებითი დანიშნულება? ჩვენი მოცემული სტატიის თემაა-ერთჯერადი ნიღბის ალტერნატიული გამოყენება.

ერთჯერადი ნიღბის გამოყენება

სტატია შეეხება მხოლოდ ახალი ნიღბებს. როგორც ვიცით,ძველზე შეიძლება დარჩეს ვირუსული ნაწილაკები.ამასთან,გამოყენების შემდეგ არ შეიძლება მისი გადაგდება ღია სახით. ინფექციის გავცელების რისკის შესამცირებლად,მოათავსეთ ის ჰერმეტულ პაკეტში და მხოლოდ ამის შემდეგ გადააგდეთ.

თმის შესაკრავი

თმის შესაკრავს აქვს უეცრად გაქრობის უნარი,წინდების მსგავსად. ამასთანავე,ამ ნივთის მნიშვნელობას სწორედ იმ მომნეტში ვიაზრებთ,როცა ის ყველაზე მეტად გვჭირდება.

მოხერხებული ქალბატონები პრობლემის აღმოსაფხვრელად იყენებენ ფანქრებს,ჩინურ ჩხირებს,საკანცელარიო მომჭერს და ფოლგას.ჩვენი აზრით,მოცემულ სიტუაციაში არანაკლებ ეფექტური იქნება ერთჯერადი ნიღაბიც.

სმარტფონის სადგამი დატენვისას

სმარტფონი დიდი ხანია ჩვენი ცხოვრების შეუცვლელი ნივთი გახდა. როცა მისი ბატარეა ჯდება,თავს უსუსურად ვგრძნობთ,ვკარგავთ დარეკვის,ინტერნეტში შესვლის საშუალებას.

თავისუფალი დენცქივიტის პოვნა შესაძლებელია ნებისმიერ კაფეში,თუმცა დამტენის დამაგრება ზოგჯერ საოცარ კრეატიულობას და მოხერხებას საჭიროებს. დენის წყარო ხან ძალიან მაღლაა,ხან ახლომახლო არ მოძებნება მაგიდა ან სხვა ავეჯი. აქ კი დასახმარებლად გევლინებათ ერთჯერადი ნიღაბი.მარტივი მანიპულაციებით ის შეგიძლიათ სმარტფონის ერთგვარ ჰამაკად გარდაქმნათ.

ფილტრი

ნიღბების თავდაპირველი დეფიციტის დროს გამოჩნდნენ ადამიანები,რომლებმაც სხვადასხვა მასალისგან დაიწყეს მისი მომზადება. მაგალითად,ყავის ფილტრებისგან.

თუ ყავის ფილტრი საკმარისია იმპროვიზირებული ნიღბის შესაქმელად,რატომ არ შეიძლება ყავის ფილტრის გაკეთება ნამდვილი ნიღბისგან? ხომ ლოგიკურია?

საფრქვეველი განათებისთვის

რბილი თანაბარი განათების მისაღებად ფოტოგრაფები იყენებენ სპეციალურ საფრქვეველებს,თუმცა ნიღბის მსგავსად ისინი ყოველთვის ხელთ ვერ აღმოჩნდება.შედეგად დიდია იმის ალბათობა,რომ იდეალური კადრის მისაღებად სწორედ ერთჯერადი ნიღაბი დაგეხმარებათ.

მასალა შემოქმედებისთვის

სხვადასხვა ფერის ნიღბები ხელნაკეთი ნივთების მოყვარულებს უღვივებს ფანტაზიას და შემოქმედებითობის უნარს. მათი გარდაქმნა შეიძლება აპლიკაციებად,თაიგულებად,სამხატვრო კომპოზოციებად ან საახალწლოს ნაძვის ხეებადაც კი.

გზის მშენებლობა

დღესდღეობით მსოფლიოში იწარმოება დაახლოებით 7 მილიარდი ნირაბი დღეში,რომლებიც ბუნებაში მოხვედრისას დიდი საფრთხის შემცველია ეკოლოგიისთვის. სველი ხელსახოცის მსგავსად,ისინი შეიცავს სინთეთიკურ ბოჭკოებს,რომელთა გარწნას წლები სჭირდება.

წყალში აღმოჩენის დროს გამოყენებული ნიღბები ჭედავს არხებს და ეხვევა სამსხვრეველას კბილანებს. სწორედ ეს აიძულებს მეცნიერებს ეძებონ მათი მეორადად გამოყენების გზები.

მაგალითად,ინგლისში წარმატებით იყენებენ Sterimelt-ს,რომელიც სითბოს გამოყენებით ძველ ნიღბებს გარდაქმნის კონსტრუქციულ ბლოკებად. ავსტრალიელმა მშენებლებმა კი აღმოაჩინეს,რომ  ბეტონში დაქუცმაცებული ნიღბების დამატებით იზრდება მისი სიმყარე. ვინ იცის,იქნებ უახლოეს მომავალში ნიღბების გზებზე მოგვიხდეს სიარული?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს