ამ სასიამოვნო ჟოლოს კომპოტს გურმანებმა მხურვალე ესპანური სიტყვა “მოჰიტო” დაარქვეს. ეს სახელწოდება ნამდვილად ძალიან ლამაზად ჟღერს,თავად სასმელი კი შესანიშნავია!
ჟოლოს კომპოტი
ინგრედიენტები:
1,5კგ ჟოლო
3ლ წყალი
1ს.კ შაქარი (200გ)
2-3ც პიტნის ღერო
0,5 ჩ.კ ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
1.გადაარჩიეთ ჟოლო და კარგად გარეცხეთ.
2. ჩაყარეთ ჟოლო სუფთა სამლიტრიან ქილაში და დაუმატეთ პიტნის ღეროები. მთლიანად აავსეთ მდუღარე წყლით და დააფარეთ თავსახური 10 წუთით.შემდეგ წყალი ქვაბში გადაღვარეთ.
3.წყალს დაუმატეთ შაქარი და ლიმონის წვენი,კარგად მოურიეთ მის გადნობამდე.ქვაბი დადგით ცეცხლზე და ადუღეთ.
4.ცხელი სიროფი ჩაასხით ქილაში და ჰერმეტულად დაამაგრეთ თავსახური.შემდეგ გადააბრუნეთ ქილა და დაელოდეთ მისი გაგრილებას. კომპოტიც მზადაა!
რედაქციისგან – არაა აუცილებელი დაელოდოთ ზამთრის დადგომას,რომ ეს უგემრიელესი სასმელი მოამზადოთ! ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთეთ,როგორც ზემოთ აღვწერეთ,ოღონდ იმ განსხვავებით,რომ არ დაამაგროთ ჰერმეტულად თავსახური,უბრალოდ დააფარეთ და დაელოდეთ მის გაგრილებას. სურვილის შემთხვევაში,შეგიძლიათ კიდევ უფრო მეტი პიტნის ღერო დაუმატოთ,ხოლო ლიმონის მჟავას ნაცვლად გამოიყენეთ მისი რამდენიმე წილი,ან შეგიძლიათ წვენი პირდაპირ მოჰიტოში ჩააწუროთ.გემრიელად მიირთვით!