დედა მასწავლიდა, რომ ოჯახში უნდა იფუსფუსო ქმრის თანდასწრებით, როცა ის არ არის, უნდა დაისვენო

1057

ჩემი პირველი ქორწინება წარუმატებელი გამოდგა. კიდევ კარგი მალე დასრულდა და ცოლის ვალდებულებების შესრულება შორს არ წავიდა. მაგრამ მაინც მაინტერესებს, რითი ხელმძღვანელობენ მამაკაცები, როცა საყვარელ ქალს მძიმე სამუშაოს ავალებენ. მოვიყვან ცხოვრებისეულ მაგალითს.

ცოლის მოვალეობები ქმრის წინაშე

არასაკმარისად რთულად არის მომზადებული – ერთხელ ექსპერიმენტის სახით მოვამზადე ქათამი განსხვავებული რეცეპტით. ქმარს ძალიან მოეწონა და კიდევ რამდენჯერმე მომამზადებინა, სანამ არ დაინახა, თუ როგორ ვამზადებ. მომზადება მარტივი იყო: მოვაყარე მარილი საცხობ დაფაზე, დავდე ზედ ქათამი და შევდგი ღუმელში ერთი საათით. ქმარს ეს არ მოეწონა. თქვა, რომ ძალიან მარტივად ვაკეთებ და საკმარისად არ ვიხარჯები სამზარეულოში…აფსურდია ხომ? მერე როგორი! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ დროს ის დივანზე იყო წამოწოლილი და ვიღაც გოგოების ფოტოებს იწონებდა. მე კი სამსახურის მერე პროდუქტების საყიდლად ვიყავი, ვალაგებდი და ვემსახურებოდი “მარჩენალს”. მისთვის ეს ყველაფერი ნორმა იყო.დიდხანს ვფიქრობდი, რა იმალებოდა ამ მოთხოვნების უკან. ბოლოს მივხვდი, რომ ქმარი საზღვრავდა ყველაფერს თავისი თავიდან გამომდინარე. თუ მე ნაკლებ დროს გავატარებდი სამზარეულოში, მეტი დრო დამრჩებოდა სხვებთან ფლირტისთვის.

ქალის მოვალეობების მაქსიმუმი – ამიტომ ქმრის მთავარი მიზანი გახდა ჩემი სრული დამორჩილება და წნეხი. ის არ ალაგებდა არაფერს, არ მეხმარებოდა, მხოლოდ ჩემს მოვალეობად თვლიდა სახლის საქმეს. თვლიდა, რომ ვიყავი მომსახურე პერსონალი, პარალელურად მიყვებოდა, როგორ აქებენ სხვა ქალები მის უნარებს და რანაირად მიძლებს მე. წვრილმანებზე შენიშვნები და ჩხუბი კი ყოველდღიური რუტინა იყო.ასეთი მაგიური მეთოდით ქმარს შეუძლია თავდაჯერებული, ლამაზი ქალი სოციალური ცხოვრებისთვის უსარგებლო მოსამსახურედ აქციოს, რომელსაც ნერვები მუდამ დაჭიმული აქვს. სამაგიეროდ ასეთი ქალი არსად წავა, არცერთი მამაკაცი ყურადღებას არ მიაქცევს, ასე, რომ მშვიდად შეუძლია განაგრძოს თავისი პერსონალური განხილვები.აი, ასე ვხედავ მე მამაკაცის ასეთ დამოკიდებულებას. ეს არის ტიპიური ტაქტიკა თავის თავში არა დარწმუნებული ადამიანის, რომელსაც მუდამ ეშინია მიტოვების. ხოლო თავი უფრო ძლიერად და დაფასებულად რომ იგრძნოს, უნდა დააკნინოს ვინმე ახლო-მახლო და გახადოს მასზე დამოკიდებული. ქალს აჯერებს, რომ მის გარდა არავის სჭირდება და ასეთ კეთილ მამაკაცს ვერსად იპოვის. ამიტომ ჯობია დააფასოს რაც აქვს და წავიდეს, მიხედოს სახლის საქმეებს.

დასკვნა – მოსიყვარულე ქმარი არასოდეს დაუშვებს ასეთ დამოკიდებულებას ცოლთან. კარგია, რომ დროულად გავაცნობიერე რაც ხდებოდა და განვდევნე მთელი ეს ნაგავი ჩემი ცხოვრებიდან. ცოლ-ქმარი უნდა იყოფდეს ერთმანეთში შრომას და სიხარულს, ეხმარებოდნენ ერთმანეთს და არ აკრიტიკებდნენ წვრილმანების გამო. ასე არ არის?

როგორ უნდ გაინაწილონ ვალდებულებები ადამიანებმა? რა არის ცოლის მოვალეობა ქმრის მიმართ? გაგვიზიარეთ კომენტარებში

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს