რატომ უმატებენ დასავლელი დიასახლისები ცომში ძმარს

549

ერთ-ერთ ვიდეო რეცეპტში აღმოვაჩინე, რომ დიასახლისი ცომში უმატებდა ძმარს. გადავათვალიერე სხვა წყაროებიც და მივხვდი, რომ ეს საკმაოდ გავრცელებული ტექნიკაა. გამოცდილი ქალბატონები მას ხშირად იყენებენ, რათა დაამჟავონ ცომი და გახადონ უფრო ჰაეროვანი.მას მერე, რაც ამ მეთოდის სანდოობაში დავრწმუნდი, გადავწყვიტე მე თვითონაც მეცადა. შედეგმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. ადრე არასოდეს გამომდიოდა ასეთი ჰაეროვანი და ფუმფულა ფუნთუშები.პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ ამ გასაოცარი ფუნთუშების რეცეპტს. მაშ ასე, ჰაეროვანი ფუნთუშები სეზამის მარცვლით:

ინგრედიენტები: 500 მლ. რზე, 30 გრ. ცოცხალი საფუარი , 100 გრ. შაქარი , 2 კვერცხი, 1 ჩ/კ მარილი , 80 მლ. ზეთი , 50 გრ. კარაქი , 0,5 ს/კ გამაფხვიერებელი , 1 კგ. ფქვილი , 1 ს/კ ვაშლის ძმარი , 100 გრ. სეზამის მარცვლები.

მომზადების წესი:

1 . შეათბეთ რძე და გახსენით შიგნით საფუარი და შაქარი. დაუმატეთ მარილი, ზეთი და ათქვეფილი კვერცხი.დაუმატეთ ახალი გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ცომი. ამის შემდეგ ცომს ვადებთ დარბილებულ კარაქს და ვაშლის ძმარს.ამის შემდეგ აუცილებელია საგულდაგულოდ მოზილოთ ცომი, ბოლოს გადააფარეთ სამზარეულოს პარკი და დადგით თბილ ადგილას 50 წუთით, რათა კარგად ამოვიდეს.

2 . ზემოთ მითითებული დროის გასვლის მერე დაყავით ცომი პატარა ნაჭრებად და მიეცით ბურთულების ფორმა. დააწყვეთ საცხობ დაფაზე, რომელზეც დაფენილი გექნებათ პერგამენტის ქაღალდი. მომზადებულ ბურთულებს გადააფარეთ სუფთა ტილო და დადგით 15 წუთით. ცომი მზად არის, გააკეთეთ რის და კვერცხის გულის ნარევი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით.

სულ ეს არის! არ დაგავიწყდეთ თქვენი შედეგების და გამოცდილების გაზიარება, გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს