ბოლო დროს უკოფეინო ჩაიზე გადავედი, ამიტომ სახლში რამდენიმე სხვადასხვა ჩაის ქონა მიყვარს. ასე შემიძლია საღამოს სასურველი ჩაი დავლიო და უძილობაზე არ ვიღელვო. როიბუშის ჩაის, ასევე სასმელს კოჭით და ლიმონით უპირატესობას ვანიჭებ. უფრო იშვიათად მცენარეულ ჩაისაც ვსვამ. ჟოლოს ფოთლების ჩაი ერთ–ერთი ფავორიტია. ჟოლოს კენკრა ბევრს უყვარს. მას თითქმის ყველგან ვიყენებთ, იქნება ეს მურაბა თუ საკონდიტრო ნაწარმი. ჟოლოს ბუჩქის სხვა ნაწილები დაუმსახურებლად იჩაგრება, არადა იმდენივე სასარგებლო თვისებას შეიცავენ, როგორც კენკრა. დღეს პაპარაცის რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ ჟოლოს ფოთლების ჩაი.
ჟოლოს ფოთლების ჩაის სარგებელი
ჟოლოს ფოთლების ჩაი კოფეინს ან მის ალტერნატივას არ შეიცავს, თან ბევრ სასარგებლო თვისებას ფლობს. მას ოფლმდენი და სიცხის დამწევი თვისებები აქვს, ამიტომ სურდოს დროს შეუცვლელია. შემოდგომა–ზამთრის სეზონში განსაკუთრებით აქტუალურია. ასევე საჭმლის მონელების პრობლემებს აგვარებს, ძილს არეგულირებს და სტრესს აქრობს. ზაფხულში ახალ მომზადებულ ჟოლოს ფოთლების ჩაის მდიდარი არომატი აქვს, მაგრამ ზამთარში არომატი ნაკლებად გამოხატულია. სუნის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად ფერმენტაცია აუცილებელია. პროცესი მარტივია, მაგრამ რამდენიმე დღეს მოითხოვს.
როგორ მოვამზადოთ ჟოლოს ფოთლების ჩაი
დაგჭირდებათ მხოლოდ ჟოლოს ფოთლები. ბუჩქის წვერიდან ყველაზე ახალგაზრდა ფოთლები შეარჩიეთ. სამლიტრიან ქილაში ჩატკეპნეთ და ღია ქილა თბილ ადგილას ან მზეზე 24 საათით გააჩერეთ.ამის შემდეგ პარკში გადაიტანეთ და 24 საათით საყინულეში შეინახეთ.ახლა საცხობ ფორმას მარლა დააფინეთ და გაყინული ფოთლები თანაბრად გადაანაწილეთ. 60 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 3 საათით აცხვეთ. ალტერნატივა: პირსახოცი დააფარეთ და რამდენიმე დღე მზეზე გაიტანეთ.
გირჩევთ, ჟოლოს ფოთლების ჩაი აუცილებლად მოიმარაგოთ,ზამთარში გამოგადგებათ!