ეს ტონიკი ბევრ ადამიანს ბაქტერიული, პარაზიტული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებისგან განკურნებაში დაეხმარება.
ტონიკის ძლიერი სასარგებლო ინგრედიენტები
ამ ტონიკის ეფექტურობის საიდუმლო ნატურალური, ახალი და მაღალ ხარისხიანი ინგრედიენტების კომბინაციაშია. ამ პროდუქტების უმეტესობას სამკურნალო თვისებების გამო საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ.
კურკუმა:
- სიმსივნისგან გვიცავს;
- გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს;
- ტვინის ჯანმრთელობას ზრდის;
- დეპრესიის დროს გვეხმარება;
- სხეულს წმენდს;
- ანთებას ამცირებს;
- სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიულ საშუალებას წარმოადგენს;
კოჭა:
- გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს;
- საჭმლის მომნელებელ სისტემას აუმჯობესებს;
- გულისრევას აქრობს;
- ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს;
- სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა;
- ანტიბაქტერიული საშუალებაა;
- კუნთოვან ტკივილს ამცირებს;
- სისხლში შაქრის დონეს ამცირებს;
ნიორი:
- არტერიულ წნევას არეგულირებს;
- ანტიოქსიდანტებით სავსეა;
- ანტიბიოტიკს წარმოადგენს;
- სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვს;
- ბევრი დაავადების საწინააღმდეგოდ ეფექტური საშუალებაა;
- გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს;
- ძვლების ჯანმრთელობას აუმჯობესებს;
ხახვი:
- კარგი ქოლესტერინის წარმოებას ხელს უწყობს;
- იმუნიტეტს ზრდის;
- ძლიერ ანტიბიოტიკს წარმოადგენს;
- თავისუფალი რადიკალებისგან იცავს;
- სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს;
- ორგანიზმში ანთებას ამცირებს;
პირშუშხა:
- სინუსის არხებს ხსნის;
- სიმსივნისგან გვიცავს;
- გაციების და გრიპის დროს გვიცავს;
- შესანიშნავ ანტიბიოტიკს წარმოადგენს;
- შარდ-სასქესო გზების ინფექციას კურნავს;
ვაშლის ძმარი:
- ქოლესტერინის დონეს ამცირებს;
- სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს;
- ყელის ტკივილს კურნავს;
- გაჭედილ ცხვირს წმენდს;
- საჭმლის მონელებას აუმჯობესებს;
- წონის შემცირებას ხელს უწყობს;
- ენერგიის დონეს ზრდის;
- ფეხის შესაძლო კრუნჩხვებს თავიდან აგაცილებთ;
ჩილეს წიწაკა:
- ანთებას ამცირებს;
- იმუნიტეტს ზრდის;
- წონის შემცირებას ხელს უწყობს;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია;
- ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას წარმოადგენს;
- მე-2 ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს ამცირებს;
პროდუქტების შემადგენლობა:
- 2 ს/კ კურკუმა
- ¼ ჭიქა გახეხილი კოჭა
- ¼ ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიორი
- ¼ ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
- 2 ს/კ გახეხილი პირშუშხა
- 2 ახალი წიწაკა
- 680 გრ ვაშლის ძმარი (ყოველთვის ორგანული გამოიყენეთ)
მომზადება:
- ყველა ინგრედიენტი, ძმრის გარდა, თასში აურიეთ.
- ნარევი ქილაში მოათავსეთ.
- ცოტა ვაშლის ძმარი ნარევს დაუმატეთ. ოპტიმალურია ქილის 2/3 ნაწილი მშრალი ინგრედიენტებისგან შედგებოდეს, ხოლო დანარჩენი ბოლომდე ძმრით აავსოთ.
- ქილას თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ.
- ქილა გრილ და მშრალ ადგილას 2 კვირით გააჩერეთ.
- 14 დღეში კარგად გაწურეთ, შემდეგ საწურში გადაწურეთ.
დოზირება:
1 ს/კ ნაყენი დღეში ერთხელ იმუნიტეტის გასაძლიერებლად და სურდოს დროს მიიღეთ.
ყოველდღე დოზა გაზარდეთ, სანამ დოზის რაოდენობა დღეში 1 ჭიქას არ მიაღწევს.
უფრო სერიოზული დაავადებების ან ინფექციის დროს 1 ს/კ ტონიკი დღეში 5-6-ჯერ მიიღეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს