ცხოვრება 60 წელს ზემოთ არც ისე ადვილია. ხანდახან გინდა დაიჯერო ზღაპრების და დაიწყო რაღაც ახალი სუფთა ფურცლიდან. რამდენად არის ეს შესაძლებელი? ჩვენი დღევანდელი რესპოდენტი დიდ რისკზე წავიდა. მისი მცდელობა ეპოვნა ბედნიერება, არ აღმოჩნდა წარმატებული. რა მოხდა და როგორ უნდა გამოასწოროს შეცდომები? “paparazzi.ge” დღეს ამის შესახებ მოგიყვებათ.
ცხოვრება 60 წლის შემდეგ
“…არც თუ ისე დიდი ხნის წინ 60 წელი შემისრულდა. თითქოს ჭკვიანი ქალი ვარ, მაგრამ მაინც დავუშვი სულელური შეცდომა. დავიწყებ თავიდან: დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი ქალიშვილთან ერთად ჩემს მყუდრო ორ ოთახიან სახლში.
ველოდებოდი როდის გათხოვდებოდა ჩემი გოგო, მაგრამ ეს მომენტი არ დადგა. და აი, როგორც იქნა ამოვისუნთქე, 29 წლის ასაკში ჩემმა შვილმა სახლში მამაკაცი მოიყვანა. მათ მხოლოდ ხელი მოაწერეს ზედმეტი ცერემონიების გარეშე. მეც არ შემიწუხებია ზედმეტი რჩევებით, არაფერში ჩავრეულვარ.
სიძეს თავისი სახლი არ ჰქონდა და ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. ადგილი ყველა გვყოფნიდა, ან რა უკმაყოფილება უნდა გამომეთქვა, როცა ჩემი გოგონა ბედნიერი იყო. მალე სიძე სამსახურში დააწინაურეს, ქალიშვილი კი ნახევარ განაკვეთზე გადავიდა, ძირითად დროს სახლში ფუსფუსებდა და ქმარს ელოდებოდა.
ამ პერიოდში მე ვმუშაობდი ბაზარში, პროდუქტების დახლთან. რაც არ უნდა შემოგვლეოდა ფული, საჭმელი ყოველთვის გვქონდა. არ მინდოდა სამსახურის დატოვება, მითუმეტეს თავს ყოჩაღად ვგრძნობდი. სიძესაც კარგი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ ერთ დღეს დაღონებული დაბრუნდა – პანდემიის გამო მისმა კომპანიამ შემცირებაში მოაყოლა.
სარისკო გადაწყვეტილება
მესმოდა, რომ ჩემი დახმარების გარეშე შვილს და სიძეს ძალიან გაუჭირდებოდათ. ვიპოვე კიდევ ერთი დამატებითი სამსახური და დაღამებამდე ვმუშაობდი. მხოლოდ დასაძინებლად ვბრუნდებოდი სახლში. სიძეც ცდილობდა სამსახურის პოვნას, მაგრამ არაფერი ჩანდა.
დრო მიდიოდა, არაფერი იცვლებოდა, სანამ უჩვეულო სიტუაციაში არ ამოვყავი თავი. ბაზარში ჩემს გვერდით მუშაობს ერთი მამაკაცი. ის ხშირად მეუბნებოდა, რომ საკუთარ თავზე საერთოდ არ ვფიქრობ, მხოლოდ შვილის და სიძის კეთილდღეობაზე ვზრუნავ. შემომთავაზა ერთად ცხოვრება… ამ სიბერეში გადავწყვიტე გამერისკა და დავთანხმდი. არც მიფიქრია, რა პრობლემები შეიძლებოდა მოეტანა ამას.
ჩვენ დავიწყეთ ერთად ცხოვრება და უფრო ცუდ დღეში აღმოვჩნდი, ვიდრე ვიყავი. მივიღე მოსამსახურის როლი, რომელიც ვალდებულია იდეალური სისუფთავე ჰქონდეს სახლში და ამასთან გაანებივროს ქმარი დელიკატესებით. ამ დროს ჩემი მეუღლე წამოწოლილი იყო ტახტზე და ბრძანებებს იძლეოდა.
ასეთი რეჟიმი მე არანაირად არ მაწყობდა და საბოლოოდ გავბრაზდი, როცა ქმრის შვილიშვილი მოვიდა სტუმრად, ბავშვი 5 წლის იყო, ბაბუასავით მომთხოვნი და პრეტენზიული. მთელი ორი კვირა მე მომიწია ბავშვის მოვლა, რადგან ბაბუა საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას.
როდესაც ბავშვი წაიყვანეს, მივხვდი, რომ ჯობდა ჩემს სახლში დავბრუნებულიყავი. გავაცნობიერე, რომ ამ ასაკში სერიოზული ცვლილებების შემოტანა ცხოვრებაში ზედმეტია. ათასჯერ უნდა დავფიქრებულიყავი, სანამ არც ისე კარგად გაცნობილ მამაკაცთან ცხოვრებას გადავწყვეტდი.
რედაქციისგან
ჩვენ ვფიქრობდით, ასეთი შემთხვევები მხოლოდ კინოში ხდებოდა. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე და ხანდახან ადამიანი საღად აზროვნების და განსჯის უნარს კარგავს. სამწუხაროდ არავის აქვს გარანტია, რომ მისი რომელიმე ქმედება აუცილებლად გაამართლებს. იმედს ვიტოვებთ, ეს ქალბატონები მოახერხებს მშვიდობით სახლში დაბრუნებას და ახლობლებთან ურთიერთობის დალაგებას.
როგორც მოიქცეოდით თქვენ ასეთ დროს? რა რჩევას მისცემდით იმედგაცრუებულ ქალბატონს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში.